შინაარსზე გადასვლა

Burzum

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Burzum

ჯგუფის ლოგო 1991-1993 წლებში
ბიოგრაფია
წარმოშობა ნორვეგია, ბერგენი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1991–1999
2009–2018
ლეიბლ(ებ)ი Deathlike Silence
Cymophane
Misanthropy
Byelobog
წევრები ვარგ ვიკერნესი
საიტი burzum.org
Burzum ვიკისაწყობში

Burzum (ინგლ. /ˈbɜːrzəm/; ნორვ. bʉrtsʉm) — ნორვეგიელი მუსიკოსის და მწერლის, ვარგ ვიკერნესის მუსიკალური პროექტი. სახელი აღებულია ჯ.რ.რ. ტოლკინის ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებლიდან“. შავი ენიდან სიტყვა „burz“ ითარგმნება, როგორც „სიბნელე“[1].

ვარგი წერდა თავის მუსიკას ჯერ კიდევ 1988 წელს, Burzum-ს დაარსებამდე 3 წლით ადრე (Burzum-ის დაარსების ოფიციალური თარიღი — 1991 წელი). ეს პროექტი გახდა ადრინდელი ბლექ-მეტალ სცენის განუყოფელი ნაწილი ისეთ ჯგუფებთან ერთად, როგორებიცაა : Mayhem, Darkthrone, Immortal, Emperor და Gorgoroth.

თავისი პირველი ოთხი ალბომი ვარგმა დაწერა 1992 წლის იანვარსა და 1993 წლის მარტს შორის, თუმცა მათი გავრცელება მოგვიანებით მოხდა. 1994 წლის მაისში ვიკერნესს მიესაჯა 21 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა Mayhem-ის გიტარისტ — ევრონიმუსის მკვლელობისთვის და სამი ეკლესიის დაწვისთვის.

ციხეში ყოფნისას ვიკერნესი აგრძელებს მუსიკალურ მოღვაწეობას და წერს 2 დარკ ემბიენტ ალბომს, რომლებშიც გამოყენებულია მხოლოდ სინთეზატორი, რადგან სხვა მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება არ იყო ნებადართული ციხის ადმინისტრაციის მიერ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ 2009 წელს მან გამოუშვა სამი ბლექ-მეტალ ალბომი და რამდენიმე ემბიენტ/ელექტრონული ალბომი.

მიუხედავად იმისა, რომ ვარგ ვიკერნესი ცნობილია, როგორც თეთრი ნაციონალიზმის მომხრე, ის არ იყენებს Burzum-ს თავისი შეხედულებების პროპაგანდისთვის.

Burzum არასდროს არ ასრულებდა მუსიკას ცოცხლად და ვარგის თქმით, „არც აპირებს“[2].

ადრინდელი წლები (1988-1992)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარგმა მუსიკის წერა დაიწყო 1988 წელს, ჯგუფ Kalashnikov-ის შემადგენლობაში[3]. შემდეგ წელს ჯგუფის სახელი შეიცვალა და მას დაერქვა Uruk-Hai. ეს სახელი აღებული იყო ჯ.რ.რ ტოლკინის რომან „ბეჭდების მბრძანებლიდან“ 1990-91 წლებში ვიკერნესი უკრავდა დეზ-მეტალ ჯგუფ Old Funeral-ში, რომლის წევრებმაც მოგვიანებით Immortal დააარსეს. ვარგმა ჯგუფი დატოვა 1991 წელს, რათა კონცენტრირება მოეხდინა საკუთარ მუსიკაზე.

Burzum-ის ლოგოტიპი 1991 წელს
Burzum-ის ლოგოტიპი 1993-2009 წლებში

ორი დემოს ჩაწერის შემდეგ Burzum გახდა ნორვეგიული ბლექ-მეტალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. მისმა კასეტებმა Mayhem-ის გიტარისტის — ეისტეინ „ევრონიმუს“ ოშეტის ყურადღება მიიქცია, რის შედეგადაც ვარგმა ხელი მოაწერა ლეიბლ კონტრაქტს Deathlike Silence Productions-თან. სადებიუტო ალბომი გამოვიდა 1992 წლის მარტში. თავის ავტობიოგრაფიაში ვიკერნესი წერს, რომ ალბომი სპეციალურად იყო ჩაწერილი ცუდ ხარისხში. აღსანიშნავია, რომ სიმღერა „War“-ში მონაწილეობას იღებს ევრონიმუსი, რომელიც გიტარულ სოლოს ასრულებს.

ვარგი აცხადებდა, რომ პროექტ Burzum-ის ფარგლებში ცოცხლად თავისი მუსიკა არ შეუსრულებია, მაგრამ მას ჰქონდა იდეები ამ საკითხზე. ამის გამო მან ჯგუფში მოიწვია Emperor-ის ბასისტი სამოტი, მაგრამ ამ უკანასკნელმა მონაწილეობა მხოლოდ ერთ რელიზში მიიღო მონაწილეობა — Aske EP-ში, რომელიც ჩაიწერა 1992 წლის სექტემბერში და გამოვიდა შემდეგი წლის მარტში. ბასისტთან ერთად ჯგუფში მოწვეული იყო ჯგუფ Ulver-ის ექს-დრამერი ერიკ ოლივერ ლანსელოტი, მაგრამ ვარგმა მალე დაკარგა მუსიკის ცოცხლად დაკვრის ინტერესი და ამის გამო ჯგუფი ამ ორმა უკანასკნელმა წევრმა დატოვა. 1993 წელს გამოვიდა Burzum-ის მეორე სტუდიური ალბომი Det som engang var.

დაპატიმრება და თავისუფლების აღკვეთა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის 15 მაისს გამოვიდა რიგით მეოთხე ალბომი — Hvys lyset tar oss, რომელიც ასევე ჩაიწერა 1992 წელს. Burzum, როგორც სოლო პროექტი არსებობდა მანამ, სანამ ვარგი არ დააკავეს ევრონიმუსის მკვლელობისა და ეკლესიების დაწვის გამო. 1996 წლის 1 იანვარს, ციხეში ყოფნისას, მან გამოუშვა მორიგი ალბომი, რომელსაც დაერქვა Filosofem და ეს არის ბოლო რელიზი, რომელიც ჩაიწერა მის დაკავებამდე. 1995 წელს გამოდის კრებული Burzum / Aske, რომელშიც შევიდა ყველა ტრეკი პირველი ალბომიდან და EP Aske-დან. პატიმრობისას, ვიკერნესმა დაწერა ორი ალბომი დარკ ემბიენტის სტილში : Dauði Baldrs (1997) და Hliðskjálf (1999).

1998 წელს Burzum-ის ყველა ალბომი გამოვიდა სპეციალური ბოქს-სეტის სახით, რომელიც შედგებოდა ვინილური დისკებისგან და მოიცავდა მის ყველა ალბომს, მაგრამ Filosofem-ში ვერ შევიდა კომპოზიცია „Rundtgåing av den transcendentale egenhetens støtte“ მისი ხანგრძლივობის გამო (25:10 წუთი).

ციხიდან გათავისუფლება და პროექტის შეწყვეტა (2009-2018)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვარგმა მალევე დაიწყო ახალი სიმღერების წერა მორიგი ალბომისთვის. მისი სიტყვებით, მრავალი ხმის ჩამწერი სტუდია იყო დაინტერესებული მისი ალბომის რელიზით, მაგრამ მან ყველას უარი უთხრა.

თავდაპირველად, ალბომის სახელი უნდა ყოფილიყო Den hvite guden (ქართ. თეთრი ღმერთი), მაგრამ მოგვიანებით ვარგმა გადაწყვიტა სახელი შეეცვალა და საბოლოოდ მას დაერქვა Belus[4][5]. ალბომი გამოვიდა 2010 წლის 8 მარტს. იმავე წელს დაანონსდა ფილმი ვიკერნესის ცხოვრების შესახებ, რომლის სცენარიც დაყრდნობილი იყო მაიკლ მოინიჰენის წიგნ Lord of chaos-ზე. ეს იდეა ვარგს არ მოეწონა და განაცხადა :

ვიკიციტატა
„უნდა აღვნიშნო, რომ ამ წიგნში ჩემს შესახებ დაწერილი ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ჩემი ცხოვრების შესახებ არის ტყუილი, დაწერილი ჩემი მტრების მიერ.“
(ვარგ ვიკერნესი)

ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამოსულ მეორე ალბომი — Fallen გამოვიდა 2011 წლის 7 მარტს. მას მოჰყვა კრებული From the Depths of Darkness[6], სადაც შევიდნენ სიმღერები პირველი ორი ალბომიდან, რომელიც ვარგმა 2010 წელს ნახევარი ტონით დაბლა ჩაწერა. ჯგუფის უკანასკნელი ალბომი — The Ways of Yore გამოვიდა 2014 წლის 2 ივნისს.[7]

2018 წლის 1 ივნისს, თავის YouTube -ის არხზე, ვარგმა განაცხადა, რომ ემშვიდობება პროექტ Burzum-ს[8].

Burzum-ის მუსიკა შეიცავს ტრადიციული ბლექ-მეტალ ჟღერადობის ყველა ასპექტს: ბლასტ-ბითს, გიტარების „უმ“ ჟღერადობას და სქრიმინგს ვოკალის ადგილას. უკანასკნელებისგან განსხვავებით, პირველ ალბომებს ახასიათებთ ხმის ძალიან დაბალი ხარისხი. ვარგის ადრინდელ მუსიკასა და ალბომების გაფორმებაზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ტოლკინის ნაწარმოებებმა და წარმართულმა მოტივებმა.

მუსიკალურ პლანში, Burzum უკრავს ბლექ-მეტალს და ემბიენტს, რომელიც ხასიათდება მინიმალისტური და პირქუში ატმოსფერით. თვითონ ვარგი ახასიათებს თავის მუსიკას, როგორც „მაგიურს“.

სტუდიური ალბომები
EP-ები
სინგლები
  • „Mythic Dawn“ (2015)
  • „Forgotten Realms“ (2015)
  • „Thulean Mysteries“ (2015)
  • “The Reincarnation of Ódinn” (2023)
დემოები და პრომოები
  • Burzum Demo (1991)
  • Reh/Demo 91 (1991)
  • Reh II/Demo 92 (1992)
  • Burzum Promo (1992)
მუსიკალური ვიდეოები
  • „Dunkelheit“ (1996)
კომპილაციური ალბომები
  • Burzum / Aske (1995)
  • Burzum Anthology (2002) (ბუტლეგი)
  • Draugen – Rarities (2005) (ბუტლეგი, შეცდომით შეტანილია Ildjarn-ის სიმღერა)
  • Burzum Anthology (2008)
  • From the Depths of Darkness (2011)
  • Foreldra (2019)
  • Thulê (2019)
  • Balder's Død (2021)
  • Unreleased Material 1988-1994
ბოქს-სეტები
  • Burzum 1992–1997 (1998)
  • Burzum 1992-1999 (2010)
  • XIII (2018)
  • In the Arms of Darkness (2019)
სხვა
  • ვარგ ვიკერნესი —ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, დრამი, სინთეზატორი (1991-2018)
სესიური მუსიკოსები
  • სამოტი — ბას-გიტარა Aske-ზე
  • ევრონიმუსი — გიტარული სოლო სიმღერა „War“-ში

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Vikernes, Varg. (Декабрь 2004) A Burzum Story: Part I. burzum.org. ციტირების თარიღი: 25 May 2013.[მკვდარი ბმული]
  2. ThuleanPerspective. (2018-03-16) Burzum Live!? (Happiness). ციტირების თარიღი: 2018-03-19.
  3. История Burzum: Часть I — Происхождение и Значение[მკვდარი ბმული]
  4. Burzum – Discography – Official Releases – "Belus" 2010. burzum.org (Декабрь 2009). ციტირების თარიღი: 25 May 2013.
  5. Vikernes, Varg. (Ноябрь 2009) Varg Vikernes – A Burzum Story: Part XII – Belus. burzum.org. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
  6. Burzum – Discography – Compilations – "From the Depths of Darkness" 2011. burzum.org. ციტირების თარიღი: 25 May 2013.
  7. Burzum and Varg Vikernes news and updates. Burzum.org. ციტირების თარიღი: 14 October 2014.
  8. ThuleanPerspective. (2018-06-01) Burzum Debut Album DSP version first print (G. R. E. E. D.). ციტირების თარიღი: 2018-06-02.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Burzum&oldid=4689612“-დან