Brat (ალბომი)
| Brat | |
|---|---|
|
| |
| — Charli XCX | |
| ჩაიწერა | 2023-2024 |
| სტუდია | |
| ჟანრი | Rave |
| ლეიბლი | Atlantic Records |
| პროდიუსერი |
|
Brat — ინგლისელი მომღერალი ჩარლი XCX-ის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა Atlantic Records-ის მეშვეობით, 2024 წლის 7 ივნისს. ალბომი შეიცავს ჩარლი XCX-ის, მისი ხანგრძლივი აღმასრულებელი პროდიუსერი A. G. Cook-ის, Finn Keane-ის, Cirkut-ის, მისი პარტნიორი George Daniel-ის და სხვების პროდიუსერულ ნამუშევრებს. ალბომი ინსპირირებულია 2000-იანი წლების ინგლისური რეივ მუსიკის სცენიდან, უფრო აგრესიული კლუბური ჟღერადობით, ვიდრე მისი წინა ალბომი - Crash (2022).
ალბომმა კომერციული წარმატებით მიაღწია პირველ ადგილს დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ირლანდიაში და მოხვდა ტოპ 10-ში კიდევ 12 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, სადაც ეს იყო ჩარლი XCX-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, Billboard 200-ში (მესამე ადგილი). 2024 წლის 10 ივნისს გამოვიდა დელუქს ვერსია, "Brat and It's the Same but There's Three More Songs So It's Not". 2024 წლის 11 ოქტომბერს გამოვიდა რემიქს ალბომი, სახელწოდებით "Brat and It's Completely Different but Also Still Brat", 20 მოწვეული არტისტის მონაწილეობით.
Metacritic-ის მიხედვით, რომელიც მოიცავს მუსიკალური კრიტიკოსების შეფასებებს, Brat არის 2024 წლის ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ალბომი და ყველა დროის მე-15 ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ალბომი. ალბომი შეირჩა 2024 წლის Mercury Prize-ის კანდიდატად, წლის ალბომისთვის. [1] ალბომის გარეკანი და ესთეტიკა გახდა პოპულარული ინტერნეტ ტენდენცია და მიიღო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის 2024 წლის პრეზიდენტობის კამპანიამ, ჩარლი XCX-ის ტვიტერის განცხადების შემდეგ. [2][3] ალბომი ნომინირებული იყო გრემის 9 ჯილდოზე, 67-ე წლიურ ცერემონიაზე, მათ შორის წლის ალბომისთვის და გაიმარჯვა სამ კატეგორიაში. [4] ალბომის მხარდასაჭერად, ჩარლი XCX-მა 2024 წელს გამართა Sweat ტური თანამშრომელ Troye Sivan-თან ერთად და 2024-2025 წლებში ატარებს ტურნეებს, Brat სოლო ტურის ფარგლებში. [5]
| Brat – ტრეკების ჩამონათვალი | ||||
|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | Producer(s) | ხანგრძლივობა |
| 1. | „360“ |
|
| 2:13 |
| 2. | „Club Classics“ |
|
| 2:33 |
| 3. | „Sympathy Is a Knife“ |
|
| 2:31 |
| 4. | „I Might Say Something Stupid“ |
|
| 1:49 |
| 5. | „Talk Talk“ |
|
| 2:41 |
| 6. | „Von Dutch“ |
| Keane | 2:44 |
| 7. | „Everything Is Romantic“ |
|
| 3:23 |
| 8. | „Rewind“ |
|
| 2:48 |
| 9. | „So I“ |
|
| 3:31 |
| 10. | „Girl, So Confusing“ |
| Cook | 2:54 |
| 11. | „Apple“ |
|
| 2:31 |
| 12. | „B2B“ |
|
| 2:58 |
| 13. | „Mean Girls“ |
|
| 3:09 |
| 14. | „I Think About It All the Time“ |
|
| 2:15 |
| 15. | „365“ |
|
| 3:23 |
| საერთო ხანგრძლივობა: | 41:23 | |||
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2024 Mercury Prize 'Albums of the Year' revealed. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 August 2024. ციტირების თარიღი: 2024-08-02
- ↑ Demopoulos, Alaina (2024-07-23). „'Kamala IS brat': Harris campaign goes lime-green to embrace the meme of the summer“. The Guardian. ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2024. ციტირების თარიღი: 2024-07-25.
- ↑ Kaufman, Gil (26 August 2024). „Charli XCX Says 'Kamala Harris IS Brat' Wasn't Meant as Political Endorsement: 'I'm Not Bob Dylan'“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2024. ციტირების თარიღი: 3 September 2024.
- ↑ Grammy Nominations 2025: Beyonce Leads With 11 Nods as Taylor Swift, Chappell Roan, Sabrina Carpenter and Charli XCX Are Among Top Nominees (8 November 2024). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 November 2024. ციტირების თარიღი: 8 November 2024
- ↑ Molloy, Laura. (2024-11-22) Is Charli XCX teasing a 2025 North American 'Brat' arena tour?. ციტირების თარიღი: 2024-11-22