შინაარსზე გადასვლა

BoyNextDoor

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Boynextdoor melon music award-ზე

BoyNextDoor (კორ. 보이넥스트도어) — სამხრეთ კორეული ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა KOZ Entertainment-ის მიერ 2023 წელს. ჯგუფი შედგება ექვსი წევრისგან: Sungho, Riwoo, Jaehyun, Taesan, Leehan და Woonhak. ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ამავე სახელწოდების 'ბიჭი მეზობლად' იმიჯით, თავის საქმიანობას განსაზღვრავს, როგორც მარტივ მოსასმენ მუსიკას ყოველდღიურ ცხოვრებაზე თემატური ფოკუსით.

BoyNextDoor-ის დებიუტი შედგა 2023 წლის 30 მაისს, ალბომით Who!, ეს ალბომი გახდა, First love ტრილოგიის პირველი ნაწილი, რომელმაც განსაზღვრა ჯგუფის საწყისი გამოშვებების სტილი და ხასიათი. მინი ალბომი Why.. იმავე წელს გამოვიდა და გახდა ჯგუფის პირველი გამოჩენა Billboard 200-ის ჩარტზე. ჯგუფის მესამე მინი ალბომი, how? (2024), გახდა ჯგუფის პირველი გამოცემა, რომელიც Circle Album Chart-ის სათავეში მოხვდა.

ჯგუფმა იმავე წელს იაპონიაში დებიუტი Universal Music Japan-ის მეშვეობით მოახდინა სინგლით “And,” — რასაც მოჰყვა მათი მესამე მინი ალბომი 19.99 (2024). 2024 წლის დეკემბერში ისინი საკუთარი სადებიუტო ტურნეთი Knock On Vol.1 წარდგნენ და 2025 წლის იანვარში გამოუშვეს პირველი ციფრული სინგლი “If I Say, I Love You.” ჯგუფის მეოთხე მინი ალბომი No Genre მაისში გამოვა.

ჯგუფის სახელწოდება მომდინარეობს „მეზობლი ბიჭი“ ტროპიდან, რომელიც KOZ Entertainment-მა ჯგუფის საზოგადოებისადმი „უდარდელ, მეგობრულ“ მიდგომას დაუკავშირა.

2023-2024: დებიუტი და პირველი სიყვარულის ტრილოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის 8 მაისს, KOZ-მა გამოაცხადა, რომ BoyNextDoor-ი დებიუტს გამოუშვებდა სამ სიმღერიანი სინგლით სახელწოდებით Who!, სადაც სამივე ტრეკი სინგლების სახით იქნებოდა პოპულარიზებული, რაც გამოცემებმა უჩვეულოდ მიიჩნიეს. ალბომის პოპულარიზაცია დაიწყო სინგლის "But I Like You" გამოშვებით 23 მაისს, რასაც მოჰყვა "One and Only" 26 მაისს. ჯგუფმა დებიუტი აღნიშნა ალბომის ოფიციალური გამოშვებით 30 მაისს, სინგლთან ~"Serenade".

13 ივლისს, KOZ-მა გამოაცხადა, რომ ჯგუფი 2023 წლის სექტემბერში ახალი ალბომით დაბრუნდებოდა. მათი პირველი გაფართოებული ალბომი სახელწოდებით Why.. გამოვიდა 30 სექტემბერს, წამყვან სინგლთან „But Sometimes“ ერთად. Billboard 200-ში 162-ე ადგილი დაიკავა, რაც ჯგუფის პირველი გამოჩენა იყო ჩარტში.

boynextdoor ალბომი who! პრომოუშენის დროს, 2023 წლის სექტემბერი

2023 წლის 1 ნოემბერს ჯგუფმა გამოაცხადა თავისი ფანდომის სახელი — OneDoor. 7 ნოემბერს მათ გამოუშვეს პრომო სინგლი “Fadeaway”, რომელიც Naver-ის ვებტუნისთვის Garbage Time თემატურ სიმღერად იქცა. 2023 წლის Melon Music Awards-ზე BoyNextDoor-ს გადაეცა სპეციალური ჯილდო Global Rising Artist-ის კატეგორიაში.

2024 წლის 13 თებერვალს, KOZ-მა გამოაცხადა, რომ BoyNextDoor ახალ მუსიკას 2024 წლის აპრილში გამოუშვებდა. 18 მარტს, სააგენტომ გამოაცხადა ჯგუფის მესამე ალბომი, How?, თიზერ-ვიდეოს მეშვეობით, სახელწოდებით "How Can This Happen?". How?ასრულებს ჯგუფის ტრილოგიას, რომელიც აღწერს "პირველი სიყვარულის" ისტორიას. EP გამოვიდა 15 აპრილს, სინგლთან "Earth, Wind & Fire" ერთად. ის დადებიუტდა Circle Albums Chart-ის სათავეში 20 აპრილის გამოცემაში, რაც ჯგუფის პირველი #1 ალბომი იყო. 23 აპრილს, ჯგუფმა მიიღო პირველი გამარჯვება მუსიკალურ შოუში The Show.

BoyNextDoor-მა გამართა თავისი პირველი შეხვედრა ფანებთან, სახელწოდებით "OneDoorful Day", სეულის ოლიმპიურ დარბაზში 1-დან 2 ივნისის ჩათვლით. ჯგუფმა სარეკლამო სინგლი „Lucky Charm“ 29 ივნისს გამოუშვა, როგორც JTBC-ის სატელევიზიო სერიალის „Miss Night and Day“ ორიგინალური საუნდტრეკის ნაწილი.

2024-2025: იაპონიაში დებიუტი და 19.99

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
boynextdoor ალბომი why.. პრომოუშენის დროს, 2023 წლის სექტემბერი

2024 წლის 10 ივლისს, BoyNextDoor-მა იაპონიაში დადებიუტდა ალბომით „And“, რომელიც შეიცავს ჯგუფის წინა სინგლების იაპონურ ხელახალ ჩანაწერებს და იაპონურენოვან სიმღერას „Good Day“. სინგლი კომერციული წარმატებით გამოვიდა და 10 ივლისს Oricon-ის ჩარტის ყოველდღიური სინგლების რეიტინგში მოხვდა, რაც ჯგუფის მესამე #1 სინგლი იყო ჩარტში. ჯგუფი წარმოდგენილი იყო K-pop-ის გამოფენაზე ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, გრემის მუზეუმში, Hybe-სა და მისი ქველეიბლების 78 სხვა შემსრულებელთან ერთად 2 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე.

2024 წლის 24 ივლისს The Chosun Ilbo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ BoyNextDoor ახალი ალბომის დასრულების პროცესში იყო, რომლის გამოშვებაც სექტემბერში იგეგმებოდა. 12 აგვისტოს KOZ-მა გაამხილა მათი მესამე მინი ალბომის — 19.99— სახელი, რომელიც საბოლოოდ 9 სექტემბერს გამოვიდა. 19.99-ს ორი სინგლი უმაგრებდა ზურგს — “Dangerous”, რომელიც 2 სექტემბერს გამოვიდა, და სათაურ სიმღერა “Nice Guy”, რომელიც ალბომთან ერთად გამოქვეყნდა.25 ოქტომბერს ალბომმა YG Plus-ის სტატისტიკის მიხედვით დაგროვებით გაყიდვებში ერთ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გადალახა.31 ოქტომბერს BoyNextDoor-მა “It’s Beginning to Look a Lot Like Christmas”-ის ქავერი ექსკლუზიურად Apple Music-ზე გამოუშვა.

boynextdoor kcon japan-ზე

თავიანთი პირველი ოთხი გამოშვების მხარდასაჭერად, BoyNextDoor-მა წამოიწყო თავისი პირველი მსოფლიო ტური — Knock On Vol.1 Tour, რომელიც 2024 წლის დეკემბერში ინჩონის Inspire Arena-ში გამართული ორი კონცერტით გაიხსნა. ტურის მიმდინარეობისას, 2025 წლის 6 იანვარს, ჯგუფმა გამოუშვა თავისი პირველი ციფრული სინგლი “If I Say, I Love You.” 14 მარტს მათ გამოუშვეს პრომო სინგლი “Never Loved This Way Before” — 2021 წლის Cheeze-ის ამავე სახელწოდების სიმღერის ახალი ვერსია — რომელიც Naver-ის ვებტუნის Odd Girl Out ოფიციალური საუნდტრეკის ნაწილი გახდა. 28 მარტს, ბანკოკში დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა მიანმარში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც ტაილანდზეც იქონია გავლენა.

BoyNextDoor 13 მაისს გამოუშვებს თავის მეხუთე მინი ალბომს No Genre, რომელსაც ორი სინგლი დაუჭერს მხარს: მთავარი სინგლი “I Feel Good”, რომელიც ალბომთან ერთად გამოვა, და მას წინამორბედი ციფრული სინგლი “If I Say, I Love You.”

BoyNextDoor საკუთარ მუსიკას თავად ახასიათებს როგორც „მარტივად მოსასმენ და ბუნებრივს“. წევრები ჯეჰიონი, თესანი და ვუნჰაკი აქტიურად მონაწილეობენ ჯგუფის მუსიკის შექმნის პროცესში და ძირითადად მიზნად ისახავენ თანატოლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაფუძნებული მუსიკის შექმნას.

ჯგუფის First Love ტრილოგიაში — Who!, Why.. და How? — BoyNextDoor პირველი სიყვარულისა და გატეხილი გულის თხრობას იკვლევს: Who! მოქმედების შესავალს წარმოადგენს, Why.. აღწერს ამბის ფინალს, ხოლო How? ამ ორ ნაწილს შორის მყოფი ნარატიული ხიდია. ტრილოგიის სიმღერებზე გავლენა იქონია სხვადასხვა ჟანრმა, მათ შორის: როკმა, თინეიჯერულმა პოპმა, ჰიპ-ჰოპმა, ჰაიპერპოპმა და სინთპოპმა.

მესამე მინი ალბომში, 19.99-ში, ჯგუფმა გადაინაცვლა თვითგამოხატვისა და შიდა განცდების თემატიკაზე — ისინი საკუთარ გამოცდილებებსა და დიდობაში გადადგმულ ნაბიჯებზე დაკავშირებულ შფოთვებზე აფიქსირებდნენ მოსაზრებებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BoyNextDoor&oldid=4860102“-დან