Boletus betulicola

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Boletus betulicola

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Boletus betulicola (Vassilkov) Pilát et Dermek, 1974

Boletus betulicola — სოკოს სახეობა ბოლეტუსის გვარისა. მიჩნეულია დათვისსოკოს (ლათ. Boletus edulis) დამოუკიდებელ სახეობად ან ფორმად.

კარგის ხარისხის საჭმელი სოკოა. მიკორიზას ქმნის არყთან. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.

სოკო პირველად აღწერა რუსმა მიკოლოგმა ბორის ვასილკოვმა 1948 წელს როგორც Boletus edulis var. betulicola. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭეს ალბერტ პილატმა და აურელ დერმეკმა 1974 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus edulis var. betulicola Vassilk., 1948 basionym
  • Boletus edulis f. betulicola (Vassilk.) Vassilk., 1966
  • Boletus edulis subsp. betulicola (Vassilk.) Hlavácek, 1994

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 5-15 სმ, თავიდან ბალიშისებრი, შემდეგ უფრო ბრტყელი. კანი გლუვი ან ოდნავ დანაოჭებული, ბრწყინავი, მოთეთრო-ჟანგმიწისფერი ან ღია-ყვითელი ფერის, ზოგჯერ მთლიანად თეთრი.

რბილობი — თეთრი, მყარი, გაჭრისას ფერს არ იცვლის, სასიამოვნო სოკოს სუნით.

ფეხის სიგრძე — 5-12 სმ, სისქე — 2-4 სმ, კასრისებრი, მთლიანი, მოთეთრო-ყავისფერი. ზედა მხარეს ახასიათებს თეთრი ბადე.

ჰიმენალური შრე — თეთრი, შემდეგ ღია-ყვითელი, თავისუფალი ან ვიწროდ შეზრდილი, მილაკების ზომა 1-2,5 სმ, ფორები მომრგვალო, წვრილი.

სპორების მტვერი — ყავისფერი, სპორები 15 × 5 მკმ, თითისტარისებრი, გლუვი.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკორიზას ქმნის არყთან.[1] იზრდება ფოთლოვან ტყეებში, ტყისა და გზის პირებთან, ერთეულებად ან ჯგუფებად. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.

სეზონი: ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. გარდა ამისა, სოკოს ხმარობენ წვნიანი კერძების მოსამზადებლად, აგრეთვე შესაძლებელია გაყინვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Васильков Б. П. Систематическое описание видов и форм белого гриба. — Л.: „Наука»“, 1966.
  • Ляхов П. Р. Энциклопедия грибов. — М.: ЭКСМО-Пресс, 2001. — С. 109. — 256 с. — ISBN 5-04-003208-0.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 82. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.
  • Сержанина Г. И. Шляпочные грибы Белоруссии. — Минск: Наука и техника, 1984

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ŠUTARA, Josef; MIKŠÍK, Michal; JANDA, Václav. Hřibovité houby. Praha: Academia, 2009. 294 s. ISBN 978-80-200-1717-8. Kapitola Hřib smrkový bílý, s. 106