ბლექ სი არენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Black Sea Arena)
Jump to navigation Jump to search
ბლექ სი არენა ღამით

„ბლექ სი არენა“ (ინგლ. Black Sea Arena) — ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართველოში. გაიხსნა 2016 წლის 31 ივლისს. იტევს 10 000-მდე მაყურებელს. მდებარეობს კურორტ შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

„ბლექ სი არენა“ აღჭურვილია სპეციალური აპარატურითა და განათების სისტემებით, რომელიც გრანდიოზული შოუების ჩატარების საშუალებას იძლევა. დარბაზს აქვს მოძრავი სახურავი, რომელიც ამინდზეა მორგებული. საკონცერტო სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

Black Sea Arena ოფიციალურად 2016 წლის 31 ივლისს, მომღერალ კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]