Black Attack

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Black Attack — გერმანული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი. მასში შედიოდნენ ჯონ ჰარპერი, ბუტჩ მოსბი და პერი ტირი.

ამ შემადგენლობამ 1997 წლის ბოლოს გამოსცა პირველი და ერთადერთი სტუდიური ალბომი On the Edge. ალბომიდან გამოიცა სინგლები „Heartless“ (მელოდიით ენიო მორიკონეს მიერ „პროფესიონალისთვის“ დაწერილი მუსიკიდან), „Bang Bang“ (ფრენსის ლეის „Love Theme“-ის ნაწყვეტით), „It's a Shame“ და „Dirty Money“.

1998 წელს მოსბიმ ჯგუფი დატოვა. 1999 წელს მის გარეშე გამოიცა სინგლი „Good Life“. მისი ადგილი დაიკავა ატიენო ჰოუკინზმა და განახლებულმა შემადგენლობამ გამოსცა სინგლი „Survival“. უცნობი მიზეზით მოგვიანებით კოლექტივი ყველამ დატოვა და ახალი შემადგენლობა შედგა ებონი და ტერი ლოვიკების მიერ. მათი უკანასკნელი სინგლი იყო „What's Going On“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Black_Attack&oldid=3338754“-დან