Björk (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Björk

სტუდიური ალბომი - ბიორკ გუდმუნდსდოტირი
გამოცემის თარიღი 18 დეკემბერი 1977
ჩაიწერა აგვისტო – სექტემბერი 1977
სტუდია Hljóðriti Studios, რეიკიავიკი
ხანგრძლივობა 31:55
ენა ისლანდიური
ლეიბლი Fálkinn
ბიორკი – ქრონოლოგია

Björk
(1977)
Gling-Gló
(1990)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 1.5/5 stars[1]

Björk — ისლანდიელი მომღერალ და მუსიკოს ბიორკის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი, შექმნილი მისი ბავშვობისას. ამასთან, იგი არ ითვლება მომღერლის ძირითადი სტუდიური დისკოგრაფიის ნაწილად.

ბიორკმა ფირფიტა ჩაწერა მას შემდეგ, რაც 1976 წელს გამოვიდა რადიოში და იმღერა „I Love to Love“. ამან მას მოგვიანებით მოუპოვა კონტრაქტი ლეიბლთან. სიმღერები იწერებოდა სტუდიაში Hljóðriti, რეიკიავიკში. ალბომი 1977 წელს გამოიცა. მისი გარეკანის ავტორია ჰილდურ ჰაუკსდოტირი, ბიორკის დედა. ფოტოსურათი, გამოტანილი გარეკანზე, გადაღებულია რეიკიავიკის ერთ-ერთ სტუდიაში.

სიმღერები, შეტანილი ალბომში, არის სხვა შემსრულებლების ცნობილი კომპოზიციების ვერსიები. მაგალითებია The Beatles-ის „The Fool on the Hill“, ედგარ უინტერის „Alta Mira“, მელანი საფკას „Christopher Robin“ და სტივი უანდერის „Your Kiss Is Sweet“. ზოგიერთი სიმღერა დაიწერა სპეციალურად ალბომისთვის, მაგალითად „Arabadrengurinn“.

ამ ფირფიტის შემდეგ ბიორკს შესთავაზეს, ჩაეწერა კიდევ ერთი, თუმცა მან უარი განაცხადა. ფირფიტის გაყიდვებიდან მიღებული თანხით მან შეიძინა ფორტეპიანო და დაიწყო ახალი სიმღერების შექმნა[2].

ალბომი გამოიცა როგორც გრამფირფიტაზე, ასევე აუდიოკასეტაზე[3]. ისლანდიის გარდა სხვა ქვეყნებში ჩანაწერი იშვიათად მოიპოვება.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Arabadrengurinn - 5:00
  2. Búkolla - 3:16
  3. Alta Mira - 2:30
  4. Jóhannes Kjarval - 2:15
  5. Fúsi Hreindýr - 3:27
  6. Himnaför - 2:32
  7. Óliver - 2:47
  8. Álfur Út Úr Hól - 3:04
  9. Músastiginn - 2:44
  10. Bænin - 2:00

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lane, Joslyn. Björk review Allmusic Retrieved on 25 May 2011
  2. Aston, Martin (1996). Björk: Björkgraphy. London: Simon & Schuster, გვ. 44-45. ISBN 0-684-81799-3. 
  3. Official Björk discography.