Biophilia (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Biophilia

სტუდიური ალბომი - ბიორკი
გამოცემის თარიღი 5 ოქტომბერი 2011 (2011-10-05)
ჩაიწერა 2008–2011
ჟანრი
ხანგრძლივობა 49:34
ლეიბლი
პროდიუსერი
ბიორკი – ქრონოლოგია

Mount Wittenberg Orca
(2010)
Biophilia
(2011)
Bastards
(2012)
სინგლები ალბომიდან Biophilia
  1. „Crystalline“
    გამოვიდა: 28 ივნისი 2011
  2. „Cosmogony“
    გამოვიდა: 19 ივლისი 2011
  3. „Virus“
    გამოვიდა: 8 აგვისტო 2011
  4. „Moon“
    გამოვიდა: 6 სექტემბერი 2011
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 79/100[3]
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[4]
The Daily Telegraph 5/5 stars[5]
Entertainment Weekly (A−)[6]
The Guardian 4/5 stars[7]
NME 9/10[8]
Pitchfork 6.2/10[9]
PopMatters 8/10[10]
Rolling Stone 4/5 stars[11]
Slant Magazine 3.5/5 stars[12]
Tiny Mix Tapes 4.5/5 stars[13]

Biophilia — ისლანდიელი მომღერალ და მუსიკოს ბიორკის მეშვიდე[nb 1] სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2011 წლის 5 ოქტომბერს, ლეიბლზე One Little Indian Records, აშშ-ში Nonesuch Records-ის, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში – Universal Music Group-ის დისტრიბუციით. ბიორკი ალბომზე მუშაობდა, როგორც კონცეპტუალურ ნაშრომზე, ისლანდიის 2008–2011 წლების ფინანსური კრიზისის პერიოდში. სიმღერებში მიმოიხილება ბუნების, მუსიკის და ტექნოლოგიის კავშირები. ცნობილი, როგორც პირველი „აპლიკაციური ალბომი“, Biophilia არის მულტიმედიური პროექტი, რომელიც გამოვიდა რამდენიმე სხვა აპლიკაციის სერიის პარალელურად, ალბომის თემების მუსიკათმცოდნეობის თემებთან დაკავშირებით. ამას მოჰყვა საგანმანათლებლო სახელოსნოების სერია მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე.

ალბომიდან, მის ოფიციალურად გამოსვლამდე, გამოიცა ოთხი სინგლი. „Crystalline“, ჩაწერილი ინგლისურ დაბსტეპ-დუეტ 16bit-თან ერთად, გამოვიდა 2011 წლის 28 ივნისს, როგორც პირველი სინგლი. მას ახლდა ვიდეო, გადაღებული მიშელ გონდრის მიერ, რომელსაც მანამდე ბიორკთან უკვე მრავალჯერ უთანამშრომლია. შემდეგ იყო „Cosmogony“, „Virus“ და „Moon“. ალბომის გამოშვებას აგრეთვე მოჰყვა ტურნე Biophilia Tour, რომელიც დაიწყო მანჩესტერის საერთაშორისო ფესტივალზე 2011 წლის ივნისში გამოსვლით და დასრულდა 2013 წელს. ალბომის დამატებითი სიმღერა, „Náttúra“, 2008 წელს, როდესაც პროექტზე მუშაობა დაწყებული იყო, უკვე გამოიცა. მას შემდეგ, რაც Biophilia-მ გაჟონა ინტერნეტში, „Náttúra“ ალბომში დამატების სახით შეიტანეს.

კრიტიკოსებისგან აღიარების გარდა, Biophilia სხვადასხვა გამოცემის მიერ დასახელდა 2011 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად. 2013 წელს იგი ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე და მიიღო ჯილდო საუკეთესო დიზაინის კატეგორიაში. მსოფლიოს მასშტაბით იგი მოხვდა ყველა ჩარტის საუკეთესო 40-ეულში, ხოლო ისლანდიაში, საფრანგეთში და დანიაში პირველ პოზიციამდე მიაღწია. 2014 წელს Biophilia იქცა პირველ აპლიკაციად, რომელიც ნიუ-იორკის ხელოვნების თანამედროვე მუზეუმის მუდმივ ექსპონატად იქცა.

Biophilia-ს 2011 და 2012 წლებში მოჰყვა რემიქსების ორი სერია, შეტანილი Bastards-ში (2012), ხოლო მუსიკალური ვიდეოების სახით გამოუშვეს „Moon“, „Crystalline“, „Hollow“ და „Mutual Core“. ალბომის ჩაწერის შესახებ მომზადდა დოკუმენტური ფილმი When Björk Met Attenborough, ხოლო საკონცერტო გამოსვლები ასახულია 2014 წლის ფილმში Biophilia Live.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ტექსტის ავტორი — ბიორკი, გარდა მითითებულისა; მუსიკა — ბიორკი, გარდა მითითებულისა; ყველა სიმღერის პროდიუსერი: ბიორკი, გარდა მითითებულისა.

Biophilia – Standard edition
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Moon“ (მუსიკა: ბიორკი, დემიან ტეილორი)5:45
2.„Thunderbolt“ (ტექსტი: ბიორკი, ოდნი ეირ ევარდსდოტირი)5:15
3.„Crystalline“ (პროდიუსერები: ბიორკი, 16bit)5:08
4.„Cosmogony“ (ტექსტი: ბიორკი, სიონი)5:00
5.„Dark Matter“ (მუსიკა: ბიორკი, მარკ ბელი)3:22
6.„Hollow“5:49
7.„Virus“ (ტექსტი: ბიორკი, სიონი)5:26
8.„Sacrifice“4:02
9.„Mutual Core“5:06
10.„Solstice“ (ტექსტი: სიონი)4:41
საერთო ხანგრძლივობა:49:34

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა ან რეგიონი თარიღი ლეიბლი
იაპონია[17] 5 ოქტომბერი 2011 Universal Music
ნიდერლანდები[47] 7 ოქტომბერი 2011
პოლონეთი[48]
შვედეთი[49]
გერმანია[50] Polydor
ირლანდია[51]
გაერთიანებული სამეფო[52] 10 ოქტომბერი 2011 One Little Indian
ისლანდია Smekkleysa
საფრანგეთი[53] Universal Music
ჰონგ-კონგი[54]
ავსტრალია[55] 11 ოქტომბერი 2011
იტალია[56]
კანადა[57] Nonesuch
აშშ[58]
არგენტინა[59] 14 ოქტომბერი 2011 Universal Music
სამხრეთი კორეა[60]
ტაივანი[61]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biophilia ოფიციალურად მეშვიდე ალბომია.[14] თუმცა, ტექნიკურად იგი მერვე ალბომიც არის, ვინაიდან ბავშვობისას ბიორკმა გამოსცა პირველი გრამფირფიტა, ხოლო 1990 წელს – ჯაზური Gling-Gló.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gill, ენდი. Bjork, Vulnicura – album review: A return of sorts to standard song form. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი 2016.
  2. Goldstein, Steven. Björk's Biophilia to Be Used in European Primary Schools. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი 2016.
  3. Biophilia – Björk. Metacritic. CBS Interactive. წაკითხვის თარიღი: 9 ოქტომბერი 2011.
  4. Phares, Heather. Biophilia – Björk. AllMusic, a division of All Media Network. წაკითხვის თარიღი: 28 ივლისი 2014.
  5. Brown, Helen. “Björk: Biophilia, CD of the week“, Album review, The Telegraph, 6 ოქტომბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 9 ოქტომბერი 2011. 
  6. Anderson, Kyle. “Biophilia (2011) – Björk“, Album review, Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 9 ოქტომბერი 2011. 
  7. პეტრიდისი, ალექსის. “Björk: Biophilia – review“, The Guardian, 7 ოქტომბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 9 ოქტომბერი 2011. 
  8. Turner, Luke. Album Review: Björk – 'Biophilia'. IPC Media (7 ოქტომბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 28 ივლისი 2014.
  9. Björk Biophilia Review. Pitchfork.com. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი 2011.
  10. Pan, Arnold. Björk: Biophilia. PopMatters.com (9 ოქტომბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 28 ივლისი 2014.
  11. Fricke, დევიდ. Björk – Biophilia. Album review. Rolling Stone Magazine. წაკითხვის თარიღი: 11 ოქტომბერი 2011.
  12. Slant review.
  13. Tiny Mix Tapes Review.
  14. Björk. One Little Indian. დაარქივებულია ორიგინალიდან - 31 ოქტომბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 29 მარტი 2016.
  15. Bjork announces tracklisting for 'Biophilia'. NME. IPC Media (22 აგვისტო 2011). წაკითხვის თარიღი: 11 დეკემბერი 2011.
  16. Biophilia by Björk. iTunes Store US. Apple Inc.. წაკითხვის თარიღი: 11 დეკემბერი 2011.
  17. 17.0 17.1 バイオフィリア იაპონურად. Universal Music Japan. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  18. Biophilia: The Manual Edition. Nonesuch Records. წაკითხვის თარიღი: 18 აგვისტო 2011.
  19. 19.00 19.01 19.02 19.03 19.04 19.05 19.06 19.07 19.08 19.09 19.10 19.11 19.12 19.13 Björk – Biophilia. 'australian-charts.com'. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 20 მაისი 2016.
  20. "Björk ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის კანადის ალბომების ჩარტი - Björk. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი ივლისი 14, 2014.
  21. Top Stranih – Tjedan 42. 2011. Croatian. Hrvatska Diskografska Udruga. წაკითხვის თარიღი: 14 ივლისი 2014.
  22. TOP50 Prodejní – Björk – Biophilia Czech. IFPI Czech Republic. წაკითხვის თარიღი: 14 ივლისი 2014.
  23. "Björk: Biophilia" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი ივლისი 14, 2014.
  24. "Björk - Biophilia". Charts.de. Media Control. წაკითხვის თარიღი ივლისი 14, 2014.
  25. Official Cyta-IFPI Albums Sales Chart Greek. IFPI Greece. CYTA. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ნოემბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 14 ივლისი 2014.
  26. Plötulistinn Icelandic. დაარქივებულია ორიგინალიდან - 31 იანვარი 2015. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი 2014.
  27. Top 75 Artist Album, Week Ending 13 ოქტომბერი 2011. Irish Recorded Music Association. Chart-Track. წაკითხვის თარიღი: 18 ივლისი 2014.
  28. バイオフィリア(初回限定盤)/ビョーク იაპონურად. Oricon. წაკითხვის თარიღი: 18 ივლისი 2014.
  29. Björk – Biophilia. Asociación Mexicana de Productores de Fonogramas y Videogramas. Hung Medien. წაკითხვის თარიღი: 14 ივლისი 2014.
  30. "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 14 ივლისი 2014.
  31. Чуть иначе Russian. 2M. Lenta.Ru (11 ნოემბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 14 ივლისი 2014.
  32. 2011 Top 40 შოტლანდიის ალბომები Archive. ოფიციალური ჩარტების კომპანია (22 ოქტომბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 18 ივლისი 2014.
  33. Bjork 에 대한 검색결과 입니다 Korean. Gaon Chart. წაკითხვის თარიღი: 14 ივლისი 2014.
  34. G-Music Western Albums Chart: Year 2013 – Week 32 Chinese. G-Music (21 აგვისტო 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 15 იანვარი 2014. წაკითხვის თარიღი: 14 ივლისი 2014.
  35. Albums Chart: Year 2013 Turkish. Number One Tv (21 აგვისტო 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 მარტი 2008. წაკითხვის თარიღი: 15 ნოემბერი 2014.
  36. "2011-10-22 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 14 ივლისი 2014.
  37. 2011 Top 40 Coalition Albums Archive. ოფიციალური ჩარტების კომპანია (22 ოქტომბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 18 ივლისი 2014.
  38. 2011 Top 40 UK Album Downloads Archive. ოფიციალური ჩარტების კომპანია (22 ოქტომბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 18 ივლისი 2014.
  39. 2011 Top 40 Independent Albums Archive. ოფიციალური ჩარტების კომპანია (22 ოქტომბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 18 ივლისი 2014.
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 "Björk ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Björk. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი ივლისი 14, 2014.
  41. "Björk ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული ალბომები - Björk. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი ივლისი 14, 2014.
  42. Classement Albums – année 2011 French. Syndicat National de l'Édition Phonographique. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 დეკემბერი 2010. წაკითხვის თარიღი: 2 თებერვალი 2012.
  43. 2011 Year End Charts – Dance/Electronic Albums. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი 2011.
  44. Björk : les premières images de son nouveau spectacle "Biophilia" French. Charts in France. დაარქივებულია ორიგინალიდან - ოქტომბერი 19, 2016. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 18, 2016.
  45. Indie rock's slow and painful death. The Guardian (იანვარი 16, 2012). წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 17, 2016.
  46. 2013 Grammy Awards: Rock, Alternative & Metal Nominations. Billboard (დეკემბერი 21, 2012). წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 17, 2016.
  47. iTunes – Music – Biophilia by Björk ჰოლანდიურად. iTunes. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  48. Biophilla – Bjork Polish. Universal Music Poland. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  49. iTunes – Musik – Biophilia av Björk Swedish. iTunes Store. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  50. Björk – Biophilia გერმანული. Universal Music Germany. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  51. Bjork reworks Biophilia, delaying its release. State.ie. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  52. Bjork: Biophilia. HMV. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  53. Biophilia : Björk French. Fnac. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  54. Björk – Biophilia Chinese. Universal Music Hong Kong. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  55. Biophilia – Bjork. JB Hi-Fi. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  56. Björk – Biophilia Italian. Internet Bookshop Italia. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  57. BIOPHILIA by BJORK. HMV Canada. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  58. Biophilia: Björk. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  59. Bjork – Biophilia Spanish. Musimundo. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  60. Bjork – Biophilia Std. Ed. Korean. Hanteo. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.
  61. 自然定律 – 碧玉 ჩინურად. Universal Music Taiwan. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი 2014.