ბენარათერიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Benaratherium)
ბენარათერიუმი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  კენტჩლიქოსნები
ოჯახი:  ინდრიკოთერიუმისებრნი
გვარი:  ბენარათერიუმი
ლათინური სახელი
Benaratherium (Gabunia, 1955)
სახეობები
  • Benaratherium callistrati (Gabunia, 1955)
  • Benaratherium sp. (Heissig, 2007)

ბენარათერიუმი (ლათ. Benaratherium) — გიგანტური ურქო მარტორქების გვარი ინდრიკოთერიუმების ამომწყდარი ჯგუფიდან. გავრცელებული იყო ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ოლიგოცენში (დაახლოებით 25 მლნ. წლის წინათ). სხვა ინდრიკოთერიუმებისაგან განსხვავდებოდნენ შედარებით ნაკლები სიდიდით და კიდურების მეტი მოხდენილობით. ცნობილია მხოლოდ მისი ტიპობრივი სახეობა Benaratherium callistrati, რომელიც ნაპოვნია სოფელ ბენარის (საქართველო, ადიგენის რაიონი) მიდამოებში.[1]

შემდგომში ნამარხი ფრაგმენტები აღმოჩნდა მონღოლეთშიც, ტბების ხეობაში. ნაშთების ზომების მიხედვით, აღმოჩენილი ეგზემპლარი პირობითად მიეკუთვნა ბენარათერიუმის გვარს (Benaratherium sp.), თუმცა პირდაპირი შედარება და სახეობის განსაზღვრა ვერ მოხერხდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაბუნია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 302.
  2. Heissig, K. (2007). „Rhinocerotidae (Perissodactyla, Mammalia)“ (PDF). Annalen des Naturhistorischen Museums in Wien (გერმანული). 108A: 233–269. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)