ბეკი ჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Becky G (მუსიკოსი))
ბეკი ჯი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ რეი კეში
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1997 (1997-03-02) (27 წლის)
დაბ. ადგილი Inglewood
წარმოშობა ინგლვუდი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 2008 - დღემდე
საიტი iambeckyg.com
ბეკი ჯი ვიკისაწყობში

რებეკა მარი გომესი, პროფესიონალურად ცნობილი როგორც ბეკი ჯი (ინგლ. Rebbeca Marie Gomez; დ. 1997 წლის 2 მარტი, ინგლვუდი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. მან 2011 წელს დაიწყო ინტერნეტში სიმღერების ქავერების გამოქვეყნება, რითაც მოიპოვა პოპულარობა. მისმა ერთ-ერთმა ვიდეომ მიიპყრო პროდიუსერ Dr. Luke-ის ყურადღება, რომელმაც შესთავაზა მუსიკოსს კონტრაქტის გაფორმება ლეიბლებთან - Kemosabe Records და RCA Records.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რებეკა მარი გომესი დაიბადა 1997 წლის 2 მარტს, ინგლვუდში, კალიფორნია. მუსიკოსის ოთხივე ბებია და ბაბუა არიან ხალისკოდან, მექსიკა, ხოლო მისი მშობლები დაიბადნენ შეერთებულ შტატებში.[1] გომესს ჰყავს ორი ძმა და უმცროსი და.[2] გომესი გაიზარდა Moreno Valley-ში. ცხრა წლის ასაკში მისმა ოჯახმა დაკარგა სახლი და ფინანსური პრობლემების გამო ის ბებია-ბაბუის სახლში გადავიდა საცხოვრებლად.[3] მალევე გომესმა დაიწყო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, რათა დახმარებოდა ოჯახს. იგი თავიდან საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა ბულინგის გამო სწავლის გაგრძელება სახლში მოუწია.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გომესი გამოჩნდა მოკლემეტრაჟიან ფილმში El Tux (2008) კლაუდია გომესის როლში. ასევე ის გამოჩნდა Discovery Channel-ის ფილმში La estación de la Calle Olvera (2008).[4][5] მუსიკოსი 2009 წელს გახდა გოგონათა ჯგუფის წევრი, სახელად G.L.A.M.[6][7] ამ დროს გომესმა დაიწყო სიმღერების ქავერების ჩაწერა და მათი YouTube-ზე ატვირთვა. მისმა ერთ-ერთმა ვიდეომ მიიპყრო პროდიუსერ Dr. Luke-ის ყურადღება, რომელმაც შესთავაზა მუსიკოსს კონტრაქტის გაფორმება ლეიბლებთან - Kemosabe Records და RCA Records.

მუსიკოსის სადებიუტო სინგლი, „Becky from the Block", 2013 წელს გამოვიდა.[8] კომპოზიციამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. იმავე წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო EP, Play It Again. მუსიკოსის მეორე სინგლი, „Can't Get Enough", 2014 წელს გამოვიდა და მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების Latin Rhythm Airplay ჩარტის სათავეში.

გომესმა პოპულარობა მოიპოვა იმავე წელს გამოშვებული სინგლით „Shower",[9] რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ოცეულში. სინგლმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) ქვეყანაში ორი მილიონი ასლის გაყიდვისთვის. სიმღერამ მიაღწია კომერციულ წარმატებას ჩარტებში ბევრ სხვა ქვეყანაშიც, განსაკუთრებით ავსტრალიასა და შვედეთში, სადაც კომპოზიცია მეთერთმეტე ადგილზე გავიდა.[10] „Shower"-ის წარმატების შემდეგ, გომესმა გამოუშვა ახალი კომპოზიციები: „Can't Stop Dancin'", „Lovin' So Hard" და „Break a Sweat", 2014 და 2015 წლებში. მან 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში J Balvin-თან ერთად დაიწყო ტურნე. მუსიკოსმა გამოუშვა ესპანურენოვანი სიმღერა „Sola" 2016 წლის ივნისში.

2017 წლის ივლისში მან გამოუშვა ახალი სინგლი „Mayores", რეპერ Bad Bunny-ისთან ერთად.[11][12] კომპოზიცია მოხვდა ჩარტების სათავეში ესპანეთში, ეკვადორში, ჩილესა და სალვადორში, ხოლო ბილბორდის ცხელი ლათინური სიმღერების ჩარტში მესამე ადგილზე გავიდა. 2018 წლის აპრილში მან გამოუშვა კიდევ ერთი ჰიტ სინგლი „Sin Pijama" დომინიკელ მომღერალ ნატი ნატაშასთან ერთად, რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელი ლათინური სიმღერების ჩარტის ხუთეულში.[13][14] ასევე კომპოზიციამ დაიკავა პირველი ადგილი ესპანეთის სიმღერების ჩარტში. 2018 წლის ივლისში გომესმა გამოუშვა კიდევ ერთი კოლაბორაციული ნამუშევარი „Zooted".[15][16] გომესმა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, Mala Santa, 2019 წლის ოქტომბერში გამოუშვა.[17] 3 ნოემბერს იგი იყო 2019 წლის MTV Europe Music Awards-ის წამყვანი სევილიაში, ანდალუსია, ესპანეთი.[18]

2021 წელს მან Karol G-ისთან ერთად გამოუშვა კოლაბორაციული კომპოზიცია „Mamiii“, რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[19] მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, Esquemas, 2022 წლის მაისში გამოვიდა.[20]

2023 წლის 14 თებერვალს მექსიკურმა კვარტეტმა, Fuerza Regida, გამოუშვა სინგლი „Te Quiero Besar" გომესთან ერთად.[21]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის ივნისში დადასტურდა, რომ გომესი ხვდებოდა ამერიკელ ფეხბურთელს სებასტიან ლეტგეტს.[22][23][24][25] წყვილი დაინიშნა 2022 წლის 9 დეკემბერს.[26][27]

2017 წლის ოქტომბერში Fifth Harmony-თან გასტროლებზე ყოფნის დროს მას თავს დაესხნენ ფანები. გომესმა ინციდენტზე Snapchat-ის ლაივში ისაუბრა და თქვა, რომ მას ინციდენტის შემდეგ დაეწყო შფოთვითი აშლილობა.[28][29]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mendizaba, Amaya (May 29, 2014) Becky G, Dr. Luke Land First Latin No. 1 With 'Can't Get Enough' დაარქივებული September 24, 2015, საიტზე Wayback Machine. . Billboard.com
  2. Becky G. Has a Stylish Photo Shoot with Her Siblings. Twist Magazine (December 23, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 17, 2016. ციტირების თარიღი: August 31, 2016
  3. Becky G dreams of being the next Jennifer Lopez (August 19, 2013). ციტირების თარიღი: October 16, 2019
  4. La estación de la Calle Olvera (2008). ციტირების თარიღი: September 4, 2016
  5. Carter, Brooke. (August 16, 2017) Becky G Net Worth 2018 – How Wealthy is the Singer Now?. ციტირების თარიღი: February 11, 2019
  6. Why We Love Becky G + Bio. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 17, 2015. ციტირების თარიღი: October 30, 2015
  7. Monday Memos: Becky G…the rising pop star whose songs you're going to be singing in the shower throughout 2015 | celindareyesblog. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 17, 2015. ციტირების თარიღი: October 30, 2015
  8. Becky from the Block – Single by Becky G. iTunes Store. ციტირების თარიღი: March 2, 2013
  9. Life Before "Shower": Becky G's 5 Best Early Songs And Features (July 22, 2014). ციტირების თარიღი: August 31, 2016
  10. Discography Becky G. australian-charts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: September 20, 2014
  11. Mayores (feat. Bad Bunny) - Single by Becky G on Apple Music (August 27, 2017). ციტირების თარიღი: August 27, 2017
  12. BeckyGVEVO (July 13, 2017), Becky G, Bad Bunny - Mayores (Official Video), https://www.youtube.com/watch?v=GMFewiplIbw. წაკითხვის თარიღი: December 18, 2017
  13. Sin Pijama - Single de Becky G & Natti Natasha, April 20, 2018, https://itunes.apple.com/us/album/sin-pijama-single/1373414015?l=es. წაკითხვის თარიღი: August 9, 2018
  14. Fernandez, Suzette (April 20, 2018). „Becky G and Natti Natasha Turn on the Heat in 'Sin Pijama' Video“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 5, 2018. ციტირების თარიღი: October 1, 2018.
  15. Cuando Te Besé - Single de Becky G & Paulo Londra, August 5, 2018, https://itunes.apple.com/pe/album/cuando-te-bes%C3%A9-single/1420331030. წაკითხვის თარიღი: August 9, 2018
  16. Fernandez, Suzette (August 7, 2018). „Becky G Remembers the Best Kiss Ever in the Paulo Londra-Assisted 'Cuando Te Besé' Lyric Translation“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 2, 2018. ციტირების თარიღი: October 1, 2018.
  17. Wass, Mike. (October 8, 2019) Finally! Becky G Announces Her Debut Album, Mala Santa. ციტირების თარიღი: October 9, 2019.
  18. „Becky G to Host 2019 MTV Europe Music Awards“. Billboard. 9 October 2019. ციტირების თარიღი: 9 October 2019.
  19. Flores, Griselda (February 10, 2022). „Becky G & Karol G Team Up for Feel-Good Reggaeton Anthem 'MAMIII'. Billboard. ციტირების თარიღი: February 11, 2022.
  20. Becky G Drops Second Studio Album, 'Esquemas' (May 13, 2022).
  21. Becky G y Fuerza Regida estrenan "Te quiero besar", su primera colaboración (February 14, 2023).
  22. Behar, Deidre. (December 15, 2017) Becky G Reveals Boyfriend Sebastian Lletget Is the One! (Exclusive). ციტირების თარიღი: April 30, 2019
  23. Hansen, Lena. (January 17, 2018) Becky G and Boyfriend Sebastian Lletget's Most Romantic Moments. ციტირების თარიღი: April 30, 2019
  24. Becky G Pens Sweet Message to Love Sebastian Lletget after He Suffers Injury 'WE GOT YOUR BACK' (March 11, 2019). ციტირების თარიღი: April 30, 2019
  25. Hernandez, Larsen. (3 December 2021) ¡Aloha! Becky G y Sebastián Lleget cautivaron a todos con su visita a Hawái. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2022. ციტირების თარიღი: January 7, 2022
  26. Morin, Alyssa. (December 9, 2022) Becky G Is Engaged to Soccer Star Sebastian Lletget. ციტირების თარიღი: December 9, 2022
  27. Phillips, Zoe. (December 9, 2022) Becky G Is Engaged to Sebastian Lletget -- See the Proposal Pics. ციტირების თარიღი: December 9, 2022
  28. Reilly, Kaitlin. (October 10, 2017) Becky G Was Brought To Tears After A Fan Got Too Rough. ციტირების თარიღი: October 13, 2017
  29. Ginsberg, Gabriella. (October 10, 2017) Becky G Breaks Down Sobbing After She's 'Hurt' In Ugly Fan Encounter: 'I'm A Human Being'. ციტირების თარიღი: October 13, 2017