Battlefleet Gothic: Armada

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Battlefleet Gothic: Armada
დეველოპერ(ებ)ი Tindalos Interactive
გამომცემელი Focus Home Interactive
სერია Warhammer 40000
Battlefleet Gothic: Armada
ძრავა Unreal Engine 4
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი
  • Windows
    • მსოფლიო 21 აპრილი, 2016[1]
ჟანრ(ებ)ი რეალური დროის ტაქტიკა
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი რომენ კლავიე
დიზაინერ(ებ)ი რომენ კლავიე
ტრისტან კლავიე
პროგრამისტ(ებ)ი დიმიტრი შამბონო
მხატვარი ედუარ ბოკარი
ბაპტისტ დუ
სცენარისტი როს უიტსონი
კომპოზიტორი დოილ უ. დოუნჰუ
ვერსია 1.8
საიტი ოფიციალური საიტი

Battlefleet Gothic: Armada — რეალური დროის სტრატეგიის ჟანრის ვიდეოთამაში, რომლის სიუჟეტი ვითარდება Games Workshop-ის მიერ შექმნილ Warhammer 40000-ის გამოგონილ სამყაროში და, კერძოდ, დაფუძნებულია სამაგიდო თამაშ Battlefleet Gothic-ზე. შექმნილია Tindalos Interactive-ის და გამოშვებულია Focus Home Interactive-ის მიერ. გაგრძელება გამოვიდა 2019 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება მიმდინარეობს Warhammer 40000-ის სამყაროში, 41-ე ათასწლეულის დასაწყისში, როდესაც მოხდა მე-12 შავი ჯვაროსნული ლაშქრობა (ასევე ცნობილი, როგორც გოთიკის ომი) ადამიანთა იმპერიუმის წინააღმდეგ გოთიკის სექტორში. მოთამაშე ირგებს გოთიკის სამხედრო ფლოტის ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანის, ადმირალი სპაირის, როლს, და მის მოვალეობას წარმოადგენს სექტორის პლანეტების დაცვა არა მხოლოდ ქაოსის მიმდევრებისგან, არამედ სექტორში მოთარეშე უცხოპლანეტელებისა და იმპერიუმის წინააღმდეგ მეამბოხე მოღალატეთაგან.

გეიმპლეი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთმოთამაშიან და მრავალმოთამაშიან რეჟიმებში მოთამაშე მართავს კოსმოსურ ფლოტს, რომელიც შედგება თამაშში არსებული ერთ-ერთი ფრაქციის — იმპერიული ფლოტის, ქაოსის, ორკი მეკობრეების ან ელდართა კორსარების (მოგვიანებით დაემატათ კოსმოსური დესანტი და ტაუს იმპერია) — საბრძოლო ხომალდებისგან. ყოველ ფრაქციას, ხომალდების მახასიათებლებიდან გამომდინარე, აქვს ბრძოლის განსხვავებული ტაქტიკა. ბრძოლებში მიზანს წარმოადგენს მოწინააღმდეგის ფლოტის განადგურება/უკუქცევა ან გარკვეული მიზნის შესრულება (მაგალითად, სატრანსპორტო ხომალდების დაცვა). ბრძოლაგამოვლილი ხომალდები რამდენიმე რაუნდის შემდეგ მიიღებენ დაწინაურებას, რაც მოთამაშეს მისცემს სხვადასხვა მახასიათებლის — შეიარაღების, ძრავების, ჯავშნის, სააბორდაჟო დანაყოფების და ასე შემდეგ — სურვილისამებრ მოდიფიცირების და გაუმჯობესების საშუალებას, რასაც თავისებური გავლენა ექნება ბრძოლებში გამოყენებად სტრატეგიებზე.

სიუჟეტური კამპანია განკუთვნილია მხოლოდ ადამიანთა იმპერიუმის ფრაქციისათვის. მოთამაშის ფლოტისთვის თავდაპირველად ხელმისაწვდომია მცირე ტონაჟის მქონე ფრეგატები, მძლავრი გრანდ-კრეისერები და სახაზო ხომალდები გაიხსნება სიუჟეტის წინსვლასთან ერთად. კამპანიის რეჟიმი მუშაობს რიგითობაზე დამყარებული სტრატეგიის პრინციპით, მაგრამ, საკუთარი არმიის შექმნის ნაცვლად, მოთამაშე მხოლოდ ირჩევს ბრძოლის ადგილს გოთიკის სექტორის რუკაზე და ხელთარსებული ხომალდებისგან ქმნის ფლოტს, რომელიც ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს. სიუჟეტური წინსვლისთვის სვლების რაოდენობა შეზღუდულია და გამარჯვებისთვის ყოველი ბრძოლის გამართვა საჭირო არ არის.

დამატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 21 ივნისს გამოვიდა Space Marines[2], რომელმაც ერთმოთამაშიანი და მრავალმოთამაშიანი რეჟიმებისთვის დაამატა კოსმოსური დესანტის ხუთი ფრაქცია. 29 სექტემბერს გამოვიდა Tau Empire[3], რომელმაც დაამატა ტაუს იმპერიის ფლოტი.

კრიტიკოსების შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
Metacritic 77/100
ქულები
წყარო რეიტინგი
IGN 7.1/10
PC Gamer (US) 80/100

საერთო განხილვების საიტზე Metacritic თამაშმა მიიღო შეფასება 77/100 (36 მიმოხილვაზე დაყრდნობით)[4]. IGN-მა შეაფასა 7.1 ქულით 10-დან[5]. PC Gamer-ის შეფასება არის 80[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]