Bassiani

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
Bassiani
ბასიანი

დინამო არენა (2016)
Bassiani (თბილისი)

ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი ტექნო კლუბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისი
კოორდინატები 41°43′21″ ჩ. გ. 44°47′26″ ა. გ. / 41.722772806° ჩ. გ. 44.790822194° ა. გ. / 41.722772806; 44.790822194
გაიხსნა 2014
ზომები და ტექნიკური დეტალები
ტევადობა ≈ 1200 ადამიანი
საიტი
Bassiani.ge

Bassiani (ქართ. ბასიანი) — ღამის კლუბი თბილისში. კლუბი 2014 წელს გაიხსნა. ის დედაქალაქის ყველაზე დიდი სპორტული სტადიონის, დინამო არენას, შენობაში მდებარეობს და მთავარ საცეკვაო ფართობად მიტოვებულ საცურაო აუზს იყენებს.[1] ბასიანი საქართველოს ყველაზე დიდი ტექნო კლუბია და 1 200-მდე ადამიანს იტევს.[2] კლუბი როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს და მან საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, როგორც თბილისის ერთ-ერთმა თანამედროვე ღირსშესანიშნაობამ.[1][3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 12 მაისს კლუბში პოლიცია შეიჭრა და დაიჭირეს კლუბის ორი მფლობელი, რამაც საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.[4]

ბასიანი საერთაშორისო დონეზე ცნობილი ტექნო კლუბია, რომელიც მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს. კლუბის შიგნით აკრძალულია ფოტოების გადაღება.[5]

მთავარი სცენის გარდა კლუბს ასევე აქვს სხვა, უფრო პატარა ოთახი „Horoom“, რომელიც ხშირად მასპინძლობს LGBTQ წვეულებების სერიას სახელად „Horoom Nights“.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი „Bassiani“ (ბასს-იანი) 1202 წლის ბასიანის ბრძოლას უკავშირდება და ის ასევე სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს „იმას, რასაც ბასი“ აქვს.

რეზიდენტი არტისტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლისთვის კლუბს ჰყავდა 14 რეზიდენტი არტისტი — Function, Hamatsuki, HVL, Kancheli, Kvanchi, NDRX, Zitto, Dito, Dusi, Hector Oaks, Nebbieri, Newa, Ninasupsa და ZESKNEL.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 House, Arthur (21 September 2016). „Clubbers, forget London and Berlin – the place to dance is eastern Europe“. The Guardian. ციტირების თარიღი: 11 February 2017.
  2. Lynch, Will (15 August 2016). „Tbilisi and the politics of raving“. Resident Advisor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 11 February 2017.
  3. Satenstein, Liana (23 January 2017). „The Architecture in Tbilisi, Georgia, Is Worth the Trip Alone“. Vogue (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 February 2017.
  4. „Police raid Georgian nightclubs Bassiani and Café Gallery, arrest Bassiani owners“. Resident Advisor. 12 May 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 13 May 2018.
  5. Carmen Gray At This Techno Club, the Party Is Political The New York Times, 29 May 2019
  6. „RESIDENT ARTISTS“. BASSIANI (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-10.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Bassiani&oldid=4422103“-დან