ინგლისის ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Bank of England)
ინგლისის ბანკი
Bank of England
ზოგადი მონაცემები
ადგილმდებარეობა დიდი ბრიტანეთის დროშა ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
კოორდინატები 51°30′51″ ჩ. გ. 0°05′17″ დ. გ. / 51.51417° ჩ. გ. 0.08806° დ. გ. / 51.51417; -0.08806
დაარსების თარიღი 27 ივლისი, 1694 წელი
პრეზიდენტი
(თავმჯდომარე)
სერ მერვინ კინგი
ცენტრალური ბანკი ლონდონში
ფულის ერთეული ფუნტი სტერლინგი (GBP)
რეზერვები £322,831,000,0001
საბაზო სესხების განაკვეთი 0,5 %2
საიტი {{{საიტი}}}
1 2 ივლისი, 2012
2 5 მარტი, 2009

ინგლისის ბანკი (Bank of England) — გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი, მეტსახელად „თრედნიდლ სტრიტის მხცოვანი ლედი“ ან უბრალოდ „მხცოვანი ლედი“ (The Old Lady of Threadneedle Street).

ის ასრულებს ცენტრალური ბანკის ყველა ფუნქციას — ფასთა სტაბილურობის შენარჩუნება, და შესაბამისად, მისი უდიდებულესობის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა — ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

სტაბილური და ეფექტიანი ფინანსური სიტუაციის შენარჩუნების მიზნით ბანკს ორი ძირითადი დანიშნეულება აქვს:

  1. მონეტარული სტაბილურობა, რაც ნიშნავს სტაბილურ ფასებს და ვალუტის სიმყარე. სტაბილური ფასები განისაზღვრება მთავრობის საინფლაციო ზღვარით, რომელსაც ბანკი ცდილობს მიაღწიოს მონეტარულ პოლიტიკის კომიტეტში საპროცენტო განაკვეთებზე გადაწყვეტილებებით.
  2. ფინანსური სტაბილურობა, რომელიც მოიცავს ფინანსური სისტემისთვის შესაძლო საშიშროებების დადგენა და მათი ეფექტის შემცირება. ამგვარი საშიშროებების აღმოჩენა ხდება ბანკის ზედამხედველობისა და საბაზრო დაზვერვის ფუნქციებით. ნეგატიური ეფექტის შემცირება ხდება ფინანსური და სხვა ოპერაციებით, შინ და საზღვარგარეთ, და უკიდურეს შემთხვევებში, სესხის გაცემითაც.

ორივე დანიშნულების განხორციელებისთვის ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს:

  • სხვა ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან — საერთაშორისო მონეტარული სისტემის გაუმჯობესებისთვის.
  • მისი უდიდებულესობის ხაზინასთან და ფინანსური მომსახურების გამგებლობასთან, 1997 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების თანახმად, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

რესურსები ინტერნეტსში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]