BadComedian

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

BadComedian, ნამდვილი სახელი — ევგენი ბაჟენოვი[1][2] (რუს. Евге́ний Влади́мирович Баже́нов; დ. 24 მაისი, 1991, სტერლიტამაკი, ბაშკირეთი, რსფსრ, სსრკ) — რუსი ვიდეობლოგერი და კინოფილმების მიმომხილველი.

BadComedian არის ევგენი ბაჟენოვის ფსევდონიმი და მისი ძირითადი YouTube-არხის სახელი. ფსევდონიმი შეიქმნა ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟის, კომედიანის სახელიდან და სიტყვა „ცუდისგან“, რაც ითვალისწინებს, რომ ბაჟენოვი თავის მიმოხილვებს უფრო სარკასტულად და არა იუმორისტულად მიიჩნევს.[3]

ევგენი ბაჟენოვი ქმნის სარკასტულ მიმოხილვებს, ძირითადად რუსულ ფილმებზე, შედარებით იშვიათად — უცხოურებზე (ამერიკულებზე, ინდურებზე და უკრაინულებზე). ხშირად აკრიტიკებს ჟორა კრიჟოვნიკოვის და კინოკომპანია „Enjoy Movies“-ის კომედიებს, მსახიობ ალექსანდრე ნევსკის და რეჟისორ რენე ჰარლინის ფილმებს.

პირველი მიმოხილვა გამოაქვეყნა 2011 წლის 28 მარტს, ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე.[4] თავის საქმიანობაში, ბაჟენოვი ძირითადად მაგალითს იღებდა ამერიკელ ვიდეობლოგერებზე „Nostalgia Critic“ და „The Spoony Experiment“.[5]

ზოგჯერ, აქვეყნებს პოზიტიურ მიმოხილვებს ცალკეულ არხზე EvgenComedian.[6]

თანამშრომლობდა ინტერნეტ-ტელეარხ „CarambaTV“-სთან, ტელეარხ „Перец“-თან, ტელეარხ „Россия 24“-თან.

მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის, (მაგალითად Eurosport, Elle, Вести.ру, РБК) აზრით, BadComedian არის „რუსული YouTube-ის მთავარი კინოკრიტიკოსი“.[1][7][8]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1991 წლის 24 მაისს ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტერლიტამაკში. 12 წლის ასაკში, მშობლებთან ერთად გადავიდა დედოვსკში. ამჟამად ცხოვრობს მოსკოვის ოლქში, საქალაქო ტიპის დასახლება ნახაბინოში.[3][9]

2013 წელს მიიღო უმაღლესი განათლება, დაამთავრა კომერციის და მარკეტინგის ფაკულტეტი სპეციალობით მარკეტოლოგი. დიპლომის თემა იყო ვირუსული ვიდეოები.

2013-2014 და 2017 წლებში დადიოდა გასტროლებზე stand-up ჟანრის გამოსვლებში. პარალელურად, მიჰყავდა ანალოგიური თემატიკის შოუ „ПроStandUp“ „CarambaTV“-ზე.[10] 2015-2017 წლებში გამოდიოდა ბაჟენოვის პროექტი „BadTrip“, სადაც ის თავის მეგობართან ერთად მოგზაურობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბაჟენოვი ეწვია იმ ადგილებს, სადაც იღებდნენ ცნობილ ჰოლივუდურ ფილმებსა და სერიალებს.[11]

მიმოხილვები და რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჟენოვის თქმით, არტისტი მიხეილ გალუსტიანის გარემოცვა ემუქრებოდა, რომ სასამართლოში შეიტანდა სარჩელს. ანალოგიურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი მსახიობ ალექსანდრე ნევსკის და რეჟისორ მაქსიმ ვორონკოვის მხირდან მას შემდეგ, რაც ბაჟენოვმა მათ ფილმებზე გამოაქვეყნა მიმოხილვა. ალექსანდრე ნევსკიმ ბაჟენოვს „ჰეიტერი“ უწოდა, ხოლო მიხეილ გალუსტიანმა განაცხადა, რომ ბაჟენოვი „შეურაცხყოფს პიროვნებებს, არღვევს საავტორო უფლებას და გამოთქვამს არაკონსტურქციულ კრიტიკას“.[12]

ამავე დროს, ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ბაჟენოვის მიმოხილვებმა პოზიტიური რეაქცია გამოიწვიეს. ასე, 2016 წელს რეპერმა ბასტამ დადებითად შეეფასა ბაჟენოვის კრიტიკული მიმოხილვა მის ფილმ „Газгольдер“-ზე,[13] ხოლო მომღერალმა ალექსეი ვორობიოვმა 2013 წელს შეაქო ფილმ „«Сокровища О. К.“ (რომელშიც თავად მონაწილეობდა) მიმოხილვა.[14]

თავად ბაჟენოვმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოსწონს რეჟისორების იური ბიკოვის, ვიქტორ შამიროვის, რომან კარიმოვის და ევგენი შელიაკინის შემოქმედება.[15] ბიკოვმა საპასუხოდ აღიარა, რომ ბაჟენოვის დადებითი მიმოხილვამ მის ფილმ „Дурак“-ზე კინოთეატრებში მოთხოვნა გაზარდა და ბლოგერს მადლობა გადაუხადა.

2014 წელს, ბაჟენოვი დადებითად შეაფასა ბლოგერმა და პუბლიცისტმა დიმიტრი „Goblin“ პუჩკოვმა. მან აღნიშნა, რომ ბაჟენოვს მისი ასაკისთვის „საკვირველად ღრმა“ შეხედულებები ჰქონდა ცხოვრებაზე. 2015 წელს, კინოკრიტიკოსმა ალექსეი ეკსლერმა აღნიშნა ბაჟენოვის შემოქმედებითი ზრდა და მადლობა გადაუხადა უკანასკნელს მიმოხილვებში არანორმატიული ლექსიკის მცირე გამოყენებისთვის.[16] არტაშეს ანდრეასიანმა, რეჟისორ სარიკ ანდრეასიანის ძმამ და კინოკომპანია „Enjoy Movies“-ის (რომლის ფილმებზეც ბაჟენოვი ხშირად უშვებს კრიტიკულ მიმოხილვებს) ერთ-ერთმა დამაარსებელმა 2017 წელს Facebook-ზე განაცხადა, რომ ბაჟენოვის მიმოხილვები კინოში უფრო მეტ ფულს შეაგროვებდნენ, ვიდრე რუსული ფილმების უმრავლესობა და რომ „ამ ადამიანს ჰყავს უფრო მეტი მაყურებელი, ვიდრე მთელ ინდუსტრიას“.[17]

2018 წელს Lenta.ru-მ აღნიშნა, რომ „დღეს ბაჟენოვს უწოდებენ YouTube-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინოკრიტიკოსს, ყოველ მის მიმოხილვას მილიონობით მაყურებელი უყურებს. მაგალითად, ვიდეომ ფილმ „ყირიმზე“ დააგროვა ბევრად უფრო მეტი ნახვა, ვიდრე თავად ფილმმა“.[18]

Company of Heroes 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს ბაჟენოვმა გამოუშვა კრიტიკული მომიხოლვა თამაშ „Company of Heroes 2“, რომელშიც მას „ნაცისტების თამაში“ უწოდა, ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციაში თამაშის გაყიდვის შეჩერებას[19]. მიმოხილვის ვიდეოს ინგლისურენოვანმა ვერსიამ დიდი ციებ-ცხელება გამოიწვია დასავლურ საზოგადოებაში.[20] გამოქვეყნდა სტატიები „Polygon“-ში, „VideoGamer.com“-ში, „GameSpot“-ში და სხვა დასავლურ გამოცემებში.[21][22][23][24]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Буторин, Артём.. (2015-06-07) Евген BadComedian: «Капелло — итальянский Михалков. Оба снимают плохо за большие деньги». Eurosport. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  2. Кремер, Лика; Севрюгин, Виктор. (2015-10-08) BadComedian: «Выиграют только пошлые комедии и госзаказы». О квотах на российские фильмы. «Дождь». ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  3. 3.0 3.1 Евгений Баженов — биография и сколько зарабатывает BadComedian. YaKonkurent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-02. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  4. Нейман, Анна. (2014-05-22) Евгений Баженов, кинокритик BadComedian: «В России с авторскими правами все очень странно». 74.ру. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  5. Свирина, Ольга. (2015-03-08) BadComedian: «Ненавижу все свои обзоры». Elle. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
  6. Шилина, Виктория. (2016-09-05) 5 YouTube каналов о кино, на которые вам стоит подписаться. Playfactor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-02. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  7. Тарабан, Софья. (2016-11-01) BadComedian выпустил разгромный обзор на «Дизлайк». Elle. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  8. Антон Лядов. На «Видфесте» выступил главный мемодел Интернета // "Вести.Ру", 10 сентября 2017
  9. О Баженове. Bad-Comedian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-15. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
  10. Кориков, Сергей. (2014-04-30) Один из самых популярных российских видеообзорщиков BadComedian выступит в Омске. МС². ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  11. Буланов, Алексей. (2015-09-28) Вышла пилотная серия комедийного шоу «BadTrip». «Субкультура». ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  12. Банников, Игорь. (2015-04) Михаил Галустян: «Я писал эсэмэски без ошибок — для девушек это очень важно». Maxim. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
  13. Никитин, Андрей. (2016-04-20) «Кремль? Просто в аренду»: как живет самый успешный рэпер России. «Афиша». ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  14. Воробьёв, Алексей. (2013-11-19) Алексей Воробьёв. Алексей Воробьёв. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
  15. Окулова, Елизавета; Раевская, Виктория; Нелидова, Элен. (2014-10-20) Евгений Баженов о смысле жизни. «КиноПоиск». ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  16. Экслер, Алекс. (2015-04-04) «Кавказская пленница!». Exler.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
  17. Андреасян, Арташес. (2017-04-20) Обзоры badcomedian в кинотеатрах могли бы собирать больше $, чем сами фильмы.. Facebook.
  18. Сели на перец. Голодные блогеры нашли способ разбогатеть. Их сгубили деньги // Lenta.ru, 1 июня 2018
  19. Михайлов, Артём. (2013-08-08) «Эти люди облили дерьмом историю нашей страны». «Московские новости». ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  20. Witty; ASTRO ZOMBIE; Поляков, Александр; Champ. (2013-08-06) Company of Heroes 2. Специальное расследование. «Канобу». ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  21. Colin Campbell. (2013-07-25) Why gaming's latest take on war is so offensive to Russians. Polygon. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  22. Eddie Makuch. (2013-08-05) Company of Heroes 2's Russian distributor suspends sales. GameSpot. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  23. David Scammell. (2013-08-05) Company of Heroes 2 distributor suspends sales in Russia following complaints. VideoGamer.com. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
  24. Mat Growcott. (2013-08-01) Company of Heroes 2 an "Insult to Russian History". Gamesreviews. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BadComedian&oldid=4422102“-დან