Backseat Freestyle (სიმღერა)
| „Backseat Freestyle“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სინგლი — კენდრიკ ლამარი | ||||
| ალბომიდან Good Kid, M.A.A.D City | ||||
| ენა | ინგლისური | |||
| გამოსვლის თარიღი | 22 ოქტომბერი, 2012 | |||
| ჩაიწერა | 2012 | |||
| ხანგრძლივობა | 3:32 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი |
| |||
| ავტორ(ებ)ი |
| |||
| პროდიუსერი | Hit-Boy | |||
| კენდრიკ ლამარი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
Backseat Freestyle — ამერიკელი რეპერის, კენდრიკ ლამარის სიმღერა. მისი დებიუტი გაერთიანებულ სამეფოში 2012 წლის 15 ოქტომბერს შედგა, როგორც მესამე სინგლი ლამარის მეორე სტუდიური ალბომიდან Good Kid, M.A.A.D City (2012). იგი გამოვიდა შეერთებულ შტატებში, ალბომის გამოშვების თარიღი კი 2012 წლის 22 ოქტომბერია. „Backseat Freestyle“ დაწერილია ლამარისა და ჩონსი ჰოლისის მიერ, ხოლო პროდიუსერია ჰოლისი, მისი სასცენო სახელით Hit-Boy.
სიმღერამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, ბევრმა მათგანმა ლამარი ტექნიკური ნიჭისთვის შეაქო. სიმღერამ აშშ-ის Billboard Bubbling Under Hot 100-ში მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში - 79-ე ადგილი. ის ასევე გამოჩნდა Billboard Hot R&B/Hip-Hop Songs და Rap Songs, ბელგიის Ultratip ჩარტებში. აშშ-ში მას მიენიჭა პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის (RIAA) მიერ, ხოლო დიდ ბრიტანეთში - ბრიტანეთის ფონოგრაფიული ინდუსტრიის (BPI) მიერ - ვერცხლის სერტიფიკატი. გამოსვლის შემდეგ, ის მრავალ სიაში მოხვდა, როგორც ლამარის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა.
ლამარმა, ჯერომ დიმ და დეივ ფრიმ გადაიღეს ვიდეო სიმღერისთვის „Backseat Freestyle“, რომელშიც ახალგაზრდა ლამარი ტექსტს ჰყვება, ხოლო ვიდეო კომპტონისა და პარიზის შავ-თეთრ სცენებს შორისაა გადაჭიმული. სიმღერა რამდენიმე საკონცერტო ტურის სეტ-ლისტში იყო და პოპულარულ კულტურაშიც გამოჩნდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Hit-Boy-მ კენდრიკ ლამარი „Backseat Freestyle“-ის შექმნამდე რამდენიმე წლით ადრე გაიცნო. მას შემდეგ, რაც ლამარმა Interscope Records-თან კონტრაქტი გააფორმა, Interscope-ში ნაცნობებმა Hit-boy-ს მასთან მუშაობისკენ უბიძგეს.[1] მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ლას-ვეგასში რამდენიმე სტუდიური სესია გამართეს, თუმცა შექმნილი სიმღერებიდან არცერთი არ გამოჩენილა Good Kid, M.A.A.D City-ის საბოლოო მიქსში.[2] ლამარი ახალ-ახალ რიტმს ითხოვდა. როდესაც მან ის რიტმი მოისმინა, რომელიც საბოლოოდ შეირჩა, ლამარმა განაცხადა: „ეს ისაა! ეს ჩემს ალბომში შევა“. ტურნეს დროს მან ვოკალი ჩაწერა და რიტმის ნაწილები საკუთარი გემოვნებით შეცვალა.[1][2] ტრეკი თავდაპირველად მომღერალ სიარასთვის იყო შექმნილი R&B სიმღერისთვის სახელწოდებით „Hit Boy“, თუმცა „სიტუაცია ჩაიშალა“.[3] სიმღერის შექმნისას Hit-Boy-მ The Chakachas-ის 1970 წლის სიმღერისა „Yo Soy Cubano“ და Cartoon Network-ის სერიალის The Powerpuff Girls სემპლები გამოიყენა.[4]
ვოკალის შესრულებაზე საუბრისას ლამარმა აღნიშნა, თუ როგორ იმოქმედა რეპერმა ემინემმა მის აგრესიულ ჟღერადობაზე.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Ahmed, Insanul. (October 23, 2012) The Making of Kendrick Lamar's 'good kid, m.A.A.d city' en. ციტირების თარიღი: November 3, 2022
- 1 2 Walker, Joe. (June 10, 2021) Hit-Boy: Kendrick Lamar's 'Backseat Freestyle' Was Ciara R&B Song en. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2022. ციტირების თარიღი: November 1, 2022
- ↑ Genius. (February 12, 2020) The Making Of Kendrick Lamar's "Backseat Freestyle" With Hit-Boy | Deconstructed. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 3, 2022. ციტირების თარიღი: November 3, 2022
- ↑ Walker, Joe. (October 26, 2021) Kendrick Lamar's 'Backseat Freestyle' Sampled 'Powerpuff Girls' en. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 3, 2022. ციტირების თარიღი: November 3, 2022
- ↑ Kennedy, John. (October 14, 2013) Kendrick Lamar Says 'Backseat Freestyle' Was Influenced by Eminem. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 9, 2014. ციტირების თარიღი: November 1, 2022