Babylon Zoo
Babylon Zoo | |
---|---|
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ვულვერჰემპტონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, სპეის როკი, ინდუსტრიული მუსიკა, გლემ როკი |
აქტიური | 1992–2000 |
ლეიბლ(ებ)ი | Phonogram Records, WEA, EMI |
წევრები |
ჯეს მენი კერი მელბურნი დეივ გუდესი დერინ მუნი |
საიტი | babylonzoo.net[1] |
Babylon Zoo — ბრიტანული როკ ჯგუფი, ცნობილი 1990-იან წლებში. იგი ჩამოაყალიბა ჯეს მენმა. ყველაზე მეტად კოლექტივი ცნობილი გახდა სიმღერით „Spaceman“, რომელიც, 1996 წლის 21 იანვარს გამოცემისთანავე, მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტის #1 პოზიციაზე და გამოსვლიდან უკვე პირველი კვირის მანძილზე 418.000 ასლის ოდენობით გაიყიდა.
დიდი წარმატება იქონია ჯგუფის სადებიუტო ალბომმა The Boy with the X-Ray Eyes, რასაც შეუწყო ხელი არა მხოლოდ „Spaceman“-ის წარმატებამ, არამედ ზოგადად, ჯგუფის მიერ აღებულმა გეზმა - ალტერნატიული როკის, ინდუსტრიული მუსიკისა და სპეის როკის ელემენტების სინტეზით. 1999 წელს გამოიცა მისი კიდევ ერთი ალბომი King Kong Groover, მაგრამ პრომოკამპანია ამჯერად უმნიშვნელო იყო. 2005 წლიდან ცნობილია, რომ ჯგუფს (რომლის წევრები ახლა სხვადასხვა საქმიანობით არია დაკავებულნი), მზად აქვს ალბომი Cold Clockwork Doll, მაგრამ მისი გამოცემის თარიღი უცნობია.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალბომები
- The Boy with the X-Ray Eyes (1996)
- King Kong Groover (1999)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Babylon Zoo Online (არაოფიციალური)