შინაარსზე გადასვლა

B ჰეპატიტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
B ჰეპატიტი
დარგი ინფექციური დაავადებები, გასტროენტეროლოგია
დიაგნოსტიკა სისხლის ანალიზი[1]
პროფილაქტიკა [[B ჰეპატიტის ვაქცინა]][2]
სიხშირე 296 მილიონი ადამიანი მსოფლიოში (2019) [3]
დაღუპულები 820,000 გარდაცვლილი (2019)[1]
კლასიფიცირება და გარე წყაროები
Patient UK B ჰეპატიტი

B ჰეპატიტი — ვირუსული ჰეპატიტი, ინფექციური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰეპატიტის ვირუსით და აზიანებს ღვიძლს.[1] შეუძლია გამოიწვიოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექცია.[1] თავდაპირველად, დაავადებულებს, როგორც წესი, სიმპტომები არ აღენიშნებათ.[1] მწვავე ინფექციის დროს, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სწრაფი ღებინება, კანის სიყვითლე, დაღლილობა, მუქი შარდი და მუცლის ტკივილი.[1] ხშირად ეს სიმპტომები რამდენიმე კვირა გრძელდება და იშვიათად იწვევს სიკვდილს.[1] სიმპტომების გამოვლენას შესაძლოა 30-დან 180 დღემდე დასჭირდეს.[1] დაბადების პერიოდში ინფიცირებულთა 90%-ს ქრონიკული B ჰეპატიტი უვითარდება, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ინფიცირებულთა 10%-ზე ნაკლები.[4] ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანების უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება; თუმცა, საბოლოოდ შესაძლოა განვითარდეს მძიმე დაავადებები ციროზი და ღვიძლის კიბო.[1] ციროზი ან ღვიძლის კიბო ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების დაახლოებით 25%-ს აღენიშნება.[1]

B ჰეპატიტის ვირუსი ხუთი ძირითადი ჰეპატიტის ვირუსიდან ერთ-ერთია A, C, D და E ვირუსებთან ერთად.[5] ვირუსი ვრცელდება ინფექციის მატარებელ სისხლთან ან სხეულის შემადგენლობაში არსებულ სითხეებთან კონტაქტით.[1] B ჰეპატიტის გავრცელების ყველაზე ხშირი გზაა დაბადებისას ან ბავშვობაში სხვა ადამიანების სისხლთან კონტაქტით ინფიცირება, იმ ადგილებში, სადაც დაავადება ძალიან არის გავრცელებული.[1] ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება და სქესობრივი კავშირი ინფექციის გადატანის მაღალ რისკს შეიცავს. .[1] სხვა რისკ-ფაქტორებია ინფიცირებულ პირთან ცხოვრება, ჯანდაცვის სფეროში მუშაობა, სისხლის გადასხმა, დიალიზი, მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციის მაჩვენებელი მაღალია და საავადმყოფოში ცხოვრება.[6][7] ტატუირებამ და |აკუპუნქტურამ 1980-იან წლებში დაავადების გავრცელების მთავარ წყაროდ იქცა; თუმცა, სტერილიზაციის გაუმჯობესებამ აღნიშნული პრობლემა მოაგვარა.[8] B ჰეპატიტის ვირუსები არ ვრცელდება ჭურჭლის გაზიარებით, ხელის ჩაკიდებით, კოცნით, ჩახუტებით, ცემინებით, ხველით, ან ძუძუთი კვებით.[7] ინფექციის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ინფიცირებიდან 30-დან 60 დღემდე.[1] დიაგნოზი უმეტეს შემთხვევაში დასტურდება სისხლის ანალიზით [1]

ინფექციის პრევენცია ვაქცინაციით 1982 წლიდან იქნა შესაძლებელი.[2] B ჰეპატიტით დაავადებული დედებისგან დაბადებულ ბავშვებს დაბადებისას სთავაზობენ შემდეგს: B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი და ვაქცინა.[9] ვაქცინაციას სიცოცხლის პირველ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ.[1] სრული ეფექტის მისაღწევად მოგვიანებით საჭიროა კიდევ ორი ან სამი დოზა.[1] ეს ვაქცინა დაახლოებით 95%-ში ეფექტურია.[6] 2006 წლის მონაცემებით, ვაქცინა ეროვნული პროგრამების ფარგლებში დაახლოებით 180 ქვეყანაში იყო გაგზავნილი.[10] ასევე რეკომენდებულია, რომ სისხლის ყველა დონორი გადასხმამდე გამოიკვლიონ B ჰეპატიტზე, ხოლო ადამიანებმა ინფექციის თავიდან ასაცილებლად გამოიყენონ პრეზერვატივი.[6] ქრონიკული დაავადების განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა სასარგებლო იყოს ანტივირუსული მედიკამენტები, როგორიცაა ტენოფოვირი, ენტეკავირი ან ინტერფერონი (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით); თუმცა, ეს პრეპარატები ძვირია.[1][6] ზოგჯერ ციროზის დროს გამოიყენება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.[1]

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მესამედი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაინფიცირებულა.[6] 2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით B ჰეპატიტით 296 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, ყოველ წელიწადში 1,5 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.[3] ხოლო, 2019 წელს 820 000 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.[1] დაავადება ყველაზე გავრცელებულია დასავლეთ წყნარი ოკეანისა და აფრიკის რეგიონებში.[1] 2019 წელს ევროპის რეგიონში დაახლოებით 14 მილიონი და ამერიკაში 5 მილიონი ადამიანი დაზარალდა.[1] აივ ინფექციით, C ჰეპატიტით ან D ჰეპატიტით ინფიცირება ასევე ხშირია იმ ადგილებში, სადაც B ჰეპატიტი რეგულარულად გვხვდება.[2] COVID-19 პანდემიის შედეგებმა B ჰეპატიტის ტესტირებისა და პრევენციის სერვისებზე უარყოფითი გავლენა იქონია.[3][11]

  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 Hepatitis B en. World Health Organisation (18 July 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 April 2018. ციტირების თარიღი: 9 October 2023
  2. 1 2 3 Mutsaerts, Eleanor A. M. L.; Madhi, Shabir A. (2022). „11.3. Immunisation and vaccination“, Oxford Textbook of Global Public Health, 7th (en), Oxford University Press, გვ. 587. ISBN 978-0-19-881680-5. 
  3. 1 2 3 (2021) Global progress report on HIV, viral hepatitis and sexually transmitted infections, 2021. Accountability for the global health sector strategies 2016–2021: actions for impact. (en). Geneva: World Health Organization. ISBN 978-92-4-002707-7. 
  4. ↑ Hepatitis B FAQs for the Public – Transmission. U.S. Centers for Disease Control and Prevention (CDC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2011. ციტირების თარიღი: 2011-11-29
  5. ↑ (2017) Global hepatitis report 2017. WHO. ISBN 978-92-4-156545-5. 
  6. 1 2 3 4 5 Hepatitis B Fact sheet N°204 (July 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2014. ციტირების თარიღი: 4 November 2014
  7. 1 2 Hepatitis B FAQs | CDC en-us. CDC (30 March 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 October 2020. ციტირების თარიღი: 9 October 2023
  8. ↑ (2013) Viral Hepatitis, 4th, Hoboken: Wiley, გვ. 83. ISBN 9781118637302. 
  9. ↑ Rosene-Montella, Karen (2020). „226. Common medical problems in pregnancy“, Goldman-Cecil Medicine, 26th (en), Philadelphia: Elsevier, გვ. 1587-1588. ISBN 978-0-323-55087-1. 
  10. ↑ Williams R (2006). „Global challenges in liver disease“. Hepatology. 44 (3): 521–526. doi:10.1002/hep.21347. PMID 16941687.
  11. ↑ Barker LF, Shulman NR, Murray R, Hirschman RJ, Ratner F, Diefenbach WC, Geller HM (1996). „Transmission of serum hepatitis. 1970“. Journal of the American Medical Association. 276 (10): 841–844. doi:10.1001/jama.276.10.841. PMID 8769597.