Azamara Quest

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზამარა კუესტი
2000–2003: R Seven
2003–2006: Delphin Renaissance
2006–2007: Blue Moon
2007 onwards: Azamara Quest
Azamara Quest სპლიტის ნავსადგურში
ძირითადი ინფორმაცია
ტიპი საკრუიზო გემი
სახელმწიფო დროშა მალტის დროშა მალტა
პორტი ვალეტა
კუთვნილება Azamara Club Cruises
ნავსადგური საფრანგეთის დროშა საფრანგეთი, Chantiers de l'Atlantique, სენ-ნაზერი
ექსპლუატაციაში შევიდა 2000 - დღემდე
პარამეტრები
წყალწვა 30 277 GT
სიგრძე 181,00 მ
სიგანე 25,46 მ
დაძირვა 5.95
ტექნიკური მაჩვენებლები
ძალისმიერი დანადგარი 4 Wärtsilä 12V32
ხრახნები 6750kW-იანი 2 x GEC Alstom
სიჩქარე 18 კვანძი (33 კმ/სთ)
ეკიპაჟი 408
შეიარაღება

Azamara Quest — R-კლასის საკრუიზო გემი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კომპანია Azamara Club Cruises-ის სამსახურშია. აშენდა 2000 წელს, კომპანია Renaissance Cruises-ისთვის და იმ დროისათვის R Seven ეწოდა. აღნიშნული კომპანია 2001 წელს დაიშალა და გემიც მომდევნო ორი წლის მანძილზე უმოქმედოდ იყო, სანამ გერმანულ Delphin Seereisen-ს გადაეცემოდა, რომელმაც მას Delphin Renaissance უწოდა. 2006 წელს გემი ესპანურმა კომპანია Pullmantur Cruises-მა იყიდა და Blue Moon უწოდა. ამ კომპანიის სამსახურში გემი 2007 წლამდე იყო, სანამ მას Azamara Cruises-ი შეიძენდა.[1]

Azamara Quest-ს დაახლოებით 710 მგზავრი და ეკიპაჟის 410 წევრი გადაჰყავს (1:2 კოეფიციენტი სტაფი-სტუმარი). პირველი სეზონი გემმა კარიბის ზღვის აუზში გაატარა. პატარა ზომის გამო, მას თავისუფლად შეუძლია ესტუმროს ყველაზე ნაკლებად მონახულებად პორტებსაც კი, მაგალითად ისეთებს, როგორებიცაა სენ-ბარტელმი და გვადელუპა. ასევე შეუძლია პანამის არხში გავლაც.

მისი დობილი გემებია: Azamara Journey, MS Insignia, MS Regatta, Ocean Princess, Pacific Princess, MV Adonia, MS Nautica.

მექანიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მთავარი ძრავები: 4 x Wartsila Vasa 12V32 დიზელის ძრავები, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 18596kW-ია.
  • გენერატორები: 4650kW-იანი 4 x Cegelec Alstom.
  • მამოძრავებელი ძრავები: 6750kW-იანი 2 x GEC Alstom ელექტროხრახნები.

პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გემზე განთავსებულია ინტერნეტ-კაფე, მარტინის ბარი, სამორინე, აუზი, საყიდლების ზონა, სატანვარჯიშო დარბაზი და რამდენიმე რესტორანი.

2012 წლის ხანძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 30 მარტს, გემის ძრავების ოთახში ხანძარი გაჩნდა.[2]


ხანძარმა საკრუიზო გემი დროებით მწყობრიდან გამოიყვანა. ამ დროს ის ფილიპინების სამხრეთ წყლებში იმყოფებოდა და 1001 მგზავრი გადაჰყავდა. Azamara Quest მანილიდან მალაიზიის ქალაქ სანდაკანში მიემართებოდა. ცეცხლი ძრავების ოთახს არ გასცდენია და მისი ლოკალიზაცია სულ მალე მოხერხდა. არ დაშავებულა არც ერთი მგზავრი.

ხანძრის შედეგად დაშავდა ეკიპაჟის ხუთი წევრი, ყველა მგზავრი კი უვნებლად გადარჩა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Asklander, Micke. M/S R Seven (2000) Swedish. Fakta om Fartyg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 14 December 2008.
  2. BBC News - Fire disables Azamara cruise ship near Philippines. Bbc.co.uk (2012-01-17). ციტირების თარიღი: 2012-03-31.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Azamara_Quest&oldid=4551139“-დან