Azərpoçt

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Azərpoçt
დარგი ფოსტა - საფოსტო მიწოდება/ამანათის მიტანა/ფოსტის შეგროვება
დაფუძნდა 1999 წლის 29 სექტემბერი
სათაო ოფისი აზერბაიჯანი
საწარმოო შემოსავალი 773,5 მილიონი აზერბაიჯანული მანათი (2007 წ.)
მფლობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკა
ფილიალი 71
საიტი http://www.azerpost.az/

Azərpoçt — კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია საფოსტო მომსახურებაზე აზერბაიჯანში.

Azərpoçt დაარსდა 1999 წლის 29 სექტემბერს აზერბაიჯანის კავშირგაბმულობის/კომუნიკაციების სამინისტროს მიერ.[1] კომპანიამ ჩაანაცვლა ,,Azərpoçt İstehsalat Birliyi", რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ 1991 წელს. Azərpoçt გახდა ეროვნული საფოსტო ოპერატორი 2004 წელს და ანხორციელებს მომსახურებას აზერბაიჯანის მთლიან ტერიტორიაზე.

Azərpoçt-ს აქვს 4 შვილობილი პროგრამა: დახარისხება, ტექნიკური მხარდაჭერის სერვისები, ექსპრეს ფოსტა და სპეციალური კომუნიკაცია. Azərpoçt-ს აზერბაიჯანის მთლიან ტერიტორიაზე სულ აქვს 71 ფილიალი და 1500-მდე საფოსტო ოფისი.

სერვისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტრადიციული საფოსტო ან ამანათების მომსახურება
  • არატრადიციული მომსახურება (საბანკო, დაზღვევა და ა.შ.)
  • ფინანსური მომსახურება - ელექტრონული გადახდები (პენსია, სოციალური შეღავათები, ფულადი გზავნილები და ა.შ.), გადასახადების შეგროვება (კომუნალური მომსახურება), დეპოზიტები (ვადიანი და უვადო), სხვა შემნახველი პროდუქტების გაყიდვა, არსებული ფულადი გზავნილების სისტემის გაუმჯობესება, სადებეტო ბარათების გაცემა (მომხმარებელთა დეპოზიტების საფუძველზე)
  • ელექტრონული მმართველობის მომსახურება – ადგილობრივი და ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოების მიერ სხვადასხვა სერტიფიკატების, საქმიანი და პირადი დოკუმენტების გაცემა
  • ადგილობრივი და ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოებისთვის გადასახადებისა და სხვა მოსაკრებლების გადახდა
  • ბიზნესის ელექტრონული სერვისები, ელექტრონული კომერცია, კიბერ-ფოსტისა და ელექტრონული ფოსტის მისამართების გახსნა, ინტერნეტ ქსელში წვდომა, ინფორმაცია და ელექტრონული მონაცემთა ბაზები.[2]

განვითარების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სისტემატიზებული საფოსტო კომუნიკაცია შექმნა 1501 წელს საფავიტის სახელმწიფოს მეთაურმა შაჰ ისმაილ ხატაიმ ეკონომიკის გაუმჯობესების, მტრებისგან ქვეყნის დაცვის, ასევე მყარი სახელმწიფო მართვის სისტემის დაარსებისა და ქვეყნის შორეული რაიონებიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

Azərpoçt-ის საფოსტო მანქანა

თანამედროვე საფოსტო სისტემა აზერბაიჯანში მე-19 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და პირველი საფოსტო ოფისი გაიხსნა 1818 წელს ელისავეტპოლში (განჯა). პირველი საფოსტო ბიუროები აზერბაიჯანში გაჩნდა 1830-იან წლებში (პირველი კლასი შუშაში, შემახაში, ბაქოსა და ნახჭევანში, მეორე კლასი განჯასა და გუბაში). აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1918-1920) 1918 წლის 6 ოქტომბერს დააარსა ფოსტისა და ტელეგრაფის სამინისტრო. 1919 წლის 15 მარტს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაიწყო საფოსტო გზავნილების, ფულადი გზავნილების, ძვირფასი წერილების და ამანათების გაცვლა. აზერბაიჯანსა და ირანს შორის ფოსტ-ტელეგრაფიული ურთიერთობა 1920 წლის 6 აპრილს დაიწყო. იმ პერიოდში საფოსტო საკომუნიკაციო ქსელი 9-ჯერ გაიზარდა და 1920 წელთან შედარებით 524-ს მიაღწია და მათგან 402 ანუ 76,7% სოფლებში იყო განთავსებული.

1945 წელს ბაქოში გაიმართა საერთაშორისო ფოსტ-ექსპედიცია. ღონისძიება მიზნად ისახავდა საერთაშორისო ამანათების გაგზავნის უზრუნველყოფას და ასევე მათ დაცვას და კონტროლს. 1950-იან წლებში 1940-იან წლებთან შედარებით გზავნილების რაოდენობა გაიზარდა, კერძოდ წერილები 140%, ამანათები 80%, ფულადი გზავნილები 237%, ხოლო საფოსტო ყუთების რაოდენობა გაიზარდა 3000-მდე. 1955 წელს ფოსტის მარშრუტების საერთო სიგრძე იყო დაახლოებით 8668 კმ, საჰაერო ტრანსპორტით მიწოდების მოცულობა იყო 736,1 ტონა, ხოლო საზღვაო 4212 ტონა.

1970 წელს 1940 წელთან შედარებით საფოსტო ობიექტების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და შეადგინა 1590 (განსაკუთრებით სოფლად 1171), მიმოწერების რაოდენობა გაიზარდა 3-ჯერ და შეადგინა 75 მილიონი, ამანათები გაიზარდა 2-ჯერ, საფოსტო მარშრუტების მანძილი 3-ჯერ (მიაღწია 20023 კმ-ს), საავტომობილო მარშრუტების სიგრძე გაიზარდა 9-ჯერ და მიაღწია 1705 ათას კმ-ს.

XX საუკუნის ბოლოს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, "Azerpost"-მა შეცვალა ყოფილი საფოსტო სისტემა და დაიწყო საფოსტო და ელექტრო კომუნიკაციების ორგანიზება და სერვისების მიწოდება აზერბაიჯანში.[3] „Azerpost“ დაარსდა კომუნიკაციების სამინისტროს 1999 წლის 29 სექტემბერს. შემდეგ კი 2002 წელს დამტკიცდა „საფოსტო კომუნიკაციის წესები“.

საკანონმდებლო ბაზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფოსტო სამსახურის კანონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი საფოსტო მომსახურების შესახებ 2004 წლის 29 ივნისს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო. ეს ფედერალური კანონი განსაზღვრავს საფოსტო კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებს, არეგულირებს ურთიერთობებს საფოსტო ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის.[4]

სხვა საკანონმდებლო აქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლებიც არეგულირებს საფოსტო საქმიანობას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში:[5]

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərpoçt: Development history დაარქივებული July 6, 2011, საიტზე Wayback Machine.
  2. Azerpost Limited Liability Company.
  3. Branches.
  4. Закон Азербайджанской республики о почтовой связи დაარქივებული 2009-11-12 საიტზე Wayback Machine. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2010
  5. Qanunlar(აზერბაიჯანული) ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2010
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Azərpoçt&oldid=4272039“-დან