Athletic Model Guild ან AMG — გეი პორნოგრაფიული კომპანია. დაარსდა 1945 წელს ბობ მიზერის მიერ. ომის შემდგომ პერიოდში ამერიკაში მოქმედი ცენზურა კრძალავდა მამაკაცების საჯაროდ გაშიშვლებას. მიზერმა თავისი საქმიანობა დაიწყო იმით, რომ უღებდა ფოტოებს გეი და ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს. მისი სუბიექტები ხშირად პოზიორობდნენ სურათებისთვის, რომლებიც თითქოს განკუთვნილი იყო ფიტნეს რჩევების საილუსტრაციოდ, მაგრამ აშკარად ატარებდა ჰომოსექსუალურ ხასიათს.