Atari Flashback
| Atari Flashback | |
|---|---|
|
| |
|
Flashback X, გამოსული 2019 წელს | |
| შემქმნელი |
|
| ტიპი | გამოყოფილი კონსოლი |
| გამოშვების თარიღი | 2004 |
| გაიყიდა | 1 მილიონი+ |
| სისტემური ჩიპი |
NES-on-a-chip (ორიგინალი Flashback) Atari 2600-on-a-chip (Flashback 2 და 2+) |
| ზომა | (14.5 სმ × 9.7 სმ × 4.3 სმ ) (Flashback 12 Gold) |
| წონა | 0.49 კგ (Flashback 12 Gold) |
| საიტი | atgames.us |
Atari Flashback — გამოყოფილი ვიდეო თამაშების კონსოლების ხაზი, რომელიც 2004 წლიდან იწარმოება.[1][2][3] ამჟამად მას Atari SA-ს ლიცენზიით აწარმოებს, გამოსცემს და ყიდის AtGames. Flashback კონსოლები არის 1970-იანი წლების Atari 2600 კონსოლის „შეაერთე და ითამაშე“ (plug-and-play) ვერსიები, ჩაშენებული თამაშებით, ROM კარტრიჯების გარეშე. უახლესი მოდელი, Atari Flashback 12 Gold, 2023 წელს გამოვიდა და 130 თამაშს შეიცავს.
პირველი ვერსია (შექმნილი Atari-ს ვეტერანი თანამშრომლის კურტ ვენდელის მიერ) Atari 7800-ის მიხედვით იყო მოდელირებული[4][5] და 20 თამაშს შეიცავდა, რომელთაგან ხუთი 7800-ის თამაში იყო. სერიის ყოველი შემდგომი სახლის კონსოლი 2600-ის მიხედვით არის მოდელირებული. Atari Flashback 2 გამოვიდა 2005 წელს, მოიცავდა 40 ჩაშენებულ თამაშს და იყო ერთადერთი, რომელსაც 2600 აპარატურული ჩიპი ჰქონდა. 2011 წელს Atari, Inc.-მა შეწყვიტა Flashback-ის შიდა წარმოება და ლიცენზია AtGames-ს გადასცა. 2016 წელს AtGames-მა გამოსცა კონსოლის პორტატიული ვერსია Atari Flashback Portable. Flashback 8-ის რამდენიმე ვარიაცია გამოვიდა 2017 წელს, მათ შორის Gold Edition, რომელმაც შემოიტანა სკანირების ხაზის ფილტრაცია (ინგლ. scan line filtering), გეიმპლეის უკან გადახვევის ფუნქცია და HDMI-ის მხარდაჭერა. 2019 წლის Flashback X-დან მოყოლებული, გარე დიზაინი წარმოადგენს ორიგინალი Atari 2600-ის ზუსტ, მინიატურულ ასლებს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ორიგინალი Atari Flashback
- Atari Flashback 2
- Atari Flashback 3
- Flashback 8 ჯოისტკით
- Atari Flashback X Deluxe
- Atari Flashback Portable
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Atari Flashback“ ვიკისაწყობში.- Atari Flashback პროდუქტის გვერდის არქივი.
- Atari Flashback პროდუქტის გვერდის არქივი 2.
- Atari Flashback 2-ის ონლაინ სახელმძღვანელო: HTML, PDF
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Baer, Adam (2004-11-04). „Two Blasts From the Past Revive the Atari Classics“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2021-05-04.
- ↑ Reeks, Anne (2004-11-16). „At Home“. Houston Chronicle. ციტირების თარიღი: 2021-05-04.
- ↑ „Atari Flashback brings back old games“. United Press International. 2004-11-20. ციტირების თარიღი: 2021-05-04.
- ↑ Breznican, Anthony (2004-09-08). „Centipede's comeback: Atari to hit gamers with blasts from past“. Tulsa World. Associated Press. ციტირების თარიღი: 2021-05-04.
- ↑ Lipsey, Sid (2004-12-17). „What to get the gamer who (probably) has everything“. CNN. ციტირების თარიღი: 2021-05-04.
| ||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||