შინაარსზე გადასვლა

Asian Glow

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Asian Glow
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი

Shin Gyeongwon

14 ივნისი, 2001 (2001-06-14) (24 წლის)
დაბ. ადგილი სეული
წარმოშობა სეული, სამხრეთ კორეა
ჟანრ(ებ)ი სლაკერ როკი, შუგეიზინგი, ემო
აქტიური 2020–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Longinus Recordings
საიტი searows.com

შინ გიონგვონი (კორ. 파란노을; დ. 14 ივნისი, 2001), უფრო ცნობილი სცენური სახელით Asian Glow (კორ. 아시안 글로우) — სამხრეთ კორეელი სლაკერ როკის მუსიკოსი. გამოუშვა ხუთი ალბომი: Nosferadoof (2020), Cull Ficle (2021), Stalled Flutes, Means (2022),[1] Unwired Detour (2024)[2] და 11100011 (2025).

სოლო პროექტის დაწყებამდე, შინ გიონგვონი იყო შუგეიზ ბენდის FØG წევრი.[3] და ასევე ქმნიდა მუსიკას სხვადასხვა ფსევდონიმებისა და პროექტების სახელით.[4] 2020 წელს გამოუშვა პირველი ალბომი „Nosferadoof“, სცენური სახელით Asian Glow, რის შემდეგაც მოიპოვა ყურადღება ემო მუსიკის მოყვარულთა შორის YouTube-ზე და Reddit-ზე.

2021 წელს მათ გამოუშვეს მეორე სრულმეტრაჟიანი ალბომი „Cull Ficle“.[5] იმავე წელს გამოუშვეს სპლიტ-ალბომი „Downfall Of The Neon Youth“ ახლო მუსიკოსებთან Parannoul და sonhos tomam conta-სთან ერთად.[6]

2022 წელს შინმა ითანამშრომლა შვედ მუსიკოს Weatherday-თან, შედეგად გამოვიდა EP Weatherglow.[7] ივნისში გამოუშვეს მესამე ალბომი Stalled Flutes, Means. აგვისტოში ისინი გამოდიოდნენ Parannoul-ის, Brokenteeth-ის, Wapddi-ს, Della Zyr-ის და Fin Fior-ის გვერდით, კონცერტზე — Digital Dawn, რომელიც აღნიშნავდა სამხრეთ კორეულ ონლაინ ინდი სცენის განვითარებას.[8] 22 სექტემბერს გამოუშვეს ალბომი „Paraglow“ Parannoul-თან ერთად და მიიღეს შეფასებები TheNeedleDrop-ისა და Pitchfork-ისგან, ხოლო რედაქტორმა იან კოჰენმა აღნიშნა, რომ ალბომში „იგრძნობა ნამდვილი თანამშრომლობა“.[9]

1 იანვარს 2023 წელს, მათ გამოუშვეს სინგლი „Dorothee Thines“.[10]

4 თებერვალს 2024 წელს, ალბომის „Unwired Detour“ გამოსვლისთანავე, შინმა გამოაცხადა რომ Asian Glow სცენურ სახელს აღარ გამოიყენებდა, თუმცა ნოემბერში კვლავ დაუბრუნდა მის გამოყენებას.

6 იანვარს 2025 წელს მან გამოუშვა ახალი ალბომი 11100011.

  • Nosferadoof (2020)
  • Cull Ficle (2021)
  • Stalled Flutes, Means (2022)
  • Unwired Detour (2024)
  • 11100011 (2025)
  • pt.2345678andstill (2021)
  • lines between the doorframe (2021)
  • Coverglow pt. 1 (2022)

კოლაბორატიული ალბომები & EPs

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Downfall of the Neon Youth (2021) (with Parannoul and sonhos tomam conta [pt])
  • Weatherglow (2022) (with Weatherday)
  • Paraglow (2022) (with Parannoul)
  • Dreamglow (2023) (with sonhos tomam conta [pt])

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Seongnan, Ajae (2022-06-17). "해외에서 주목한 서울의 원맨 밴드 Asian Glow의 첫 Full-length 앨범이 발매되다". Visla Magazine (in Korean). Retrieved 2023-09-05.
  2. "Unwired Detour". Bandcamp. 2024-02-04. Retrieved 2024-02-04.
  3. P, Chris (2021-07-14). "Asian Glow : Cull Ficle". Korean Indie. Retrieved 2023-09-05.
  4. "10 Korean indie singles to remember 2021". The Korea Times. 2021-12-28. Retrieved 2023-09-05.
  5. "Asian Glow, 『Cull Ficle』, 2402437, 2021.03". Top Plein (in Korean). 2021-03-11. Retrieved 2023-09-05.
  6. Deville, Chris (2021-10-22). "Stream Parannoul's New Split LP With Asian Glow & sonhos tomam conta". Stereogum. Retrieved 2023-09-05.
  7. Cruz, Matt (2022-04-03). "An Opulent, Stratospheric Ascension - "Jet" by Weatherday & Asian Glow". Impact 89 FM. Retrieved 2023-09-05.
  8. Cruz, Matt (2022-09-16). "The Dawn of a New Era: Seoul's Best and Brightest: Parannoul, Asian Glow, BrokenTeeth, Wapddi, Della Zyr & Fin Fior @ Rolling Hall". Impact 89 FM. Retrieved 2023-08-17.
  9. Cohen, Ian (2022-10-26). "Paraglow EP". Pitchfork. Retrieved 2023-09-05.
  10. Darville, Jordan (2023-01-09). "Song You Need: The post-shoegaze explosion of Asian Glow's "Dorothee Thines"". The Fader. Retrieved 2023-09-05.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Asian_Glow&oldid=4903915“-დან