Arp 273

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Arp 273
გალაქტიკა
Arp 273
დაკვირვების მონაცემები
(ეპოქა J2000)
პირდაპირი ასვლა 02სთ 21წთ 28.703წმ[1]
დახრილობა +39° 22′ 32.65″
მახასიათებლები
მანძილი 300 მილიონი სინ.წელი

Arp 273ურთიერთქმედ გალაქტიკათა ჯგუფი ანდრომედეს გალაქტიკიდან 300 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. პირველად, იგი 1966 წელს, ჰელტონ არპის მიერ შედგენილ უჩვეულო გალაქტიკათა ატლასში აღიწერა.[2] სპირალურ გალაქტიკათა შორის უდიდესი, ცნობილი, როგორც UGC 1810, ხუთჯერ მასიურია, ვიდრე მცირე გალაქტიკა.[3] მას გააჩნია დისკი, რომელიც თანამგზავრი გალაქტიკის — UGC 1813-ის გრავიტაციული მიზიდულობით დეფორმირდა და ვარდის მსგავსი ფორმა მიიღო. მცირე გალაქტიკა, საკუთარ ბირთვში ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესთა მიმდინარეობის აშკარა ნიშნებს ავლენს.[4] მიიჩნევა, რომ მან UGC 1810-ს ჩაუარა.[5]

Arp 273-ის თანმიმდევრული მიახლოოება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SIMBAD Astronomical Database. Results for Arp 273. წაკითხვის თარიღი: 2011-04-20.
  2. Interacting galaxies Arp 273. National Optical Astronomy Observatory. წაკითხვის თარიღი: 2011-04-21.
  3. Usher, Oli; Villard, Ray. A galactic rose highlights Hubble's 21st anniversary (2011-04-20). დაარქივებულია ორიგინალიდან - 16 May 2011. წაკითხვის თარიღი: 2011-04-21.
  4. NASA's Hubble Celebrates 21st Anniversary with "Rose" of Galaxies. HubbleSite (2011-04-20). წაკითხვის თარიღი: 2011-04-21.
  5. A galactic rose highlights Hubble's 21st anniversary. physorg.com (2011-04-21). წაკითხვის თარიღი: 2011-04-21.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Arp_273&oldid=3239662“-დან