Arcus Novus
Arcus Novus | |
---|---|
სვეტის ბაზისი ვიქტორიის, დიოსკურების და ბარბაროსთა ტყვეების გამოსახულებებით, რომელიც ამჟამად ბობოლის ბაღებში ინახება. | |
კოორდინატები | 53°41′53″ ჩ. გ. 54°12′28″ ა. გ. / 53.69806° ჩ. გ. 54.20778° ა. გ. |
მდებარეობა | რომი, იტალია |
თარიღდება | 293 |
Arcus Novus — რომის ანტიკური თაღი, რომელიც მდებარეობდა ვია ლატაზე (დღევანდელი ვია დელ კორსო), სადაც ახლა სანტა მარია ინ ვია ლატას ეკლესია დგას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თაღი დიოკლეტიანეს ეძღვნებოდა. იგი აშენდა მისი მმართველობის მეათე წლისთავის (293 წ.) აღსანიშნავად, ან მაქსიმიანესთან ერთად 303-304 წლებში გამართული ტრიუმფის აღსანიშნავად. სახელწოდება „არკუს ნოვუსი“ (ახალი თაღი) სავარაუდოდ იმავე ქუჩაზე ადრე არსებულ კლავდიუსის თაღის გამო ეწოდა.[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არკუს ნოვუსი (ახალი თაღი) დეკორირებული იყო რელიეფებით, რომლებიც იულიუს-კლავდიუსების დინასტიის პერიოდის დიდი საკურთხევლიდან იყო აღებული. სვეტების ბაზისები კი ვიქტორიას, ბარბაროსთა ტყვეებსა და დიოსკურებს გამოსახავდა - ეს ელემენტები, სავარაუდოდ, მახლობელი ავრელიანეს მზის ტაძრის ფასადიდან მოდიოდა. თაღი 1491 წელს პაპ ინოკენტი VIII-ის ბრძანებით დაანგრიეს.[1]
რელიეფების ფრაგმენტები 1523 წელს აღმოაჩინეს და ჯერ დელა ვალეს კოლექციას შეუერთეს, შემდეგ კი 1584 წელს კარდინალმა ფერდინანდო მედიჩიმ შეიძინა, აქედან სვეტების ბაზისები ფლორენციაში, ბობოლის ბაღებში მოხვდნენ. დიოკლეტიანეს მიერ გამოყენებული ანტონინუსების პერიოდის სხვა ფრაგმენტები ვილა მედიჩის უკანა ფასადში ჩააშენეს. უფრო ახლო დროში, 1923-1933 წლების გათხრების დროს აღმოჩენილი დამატებითი ფრაგმენტები ამჟამად ჩენტრალე მონტემარტინიში ინახება.[1]
გალერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
არკუს ნოვუსის რელიეფები ვილა მედიჩის კომპლექსში იქნა ჩაშენებული
-
დეტალურად
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Coarelli, Filippo; Usai, Luisanna (1989) Guida archeologica di Roma, 5th, Verona: Arnoldo Mondadori Editore. ISBN 9788804118961.
- Richardson, Lawrence (1992) A New Topographical Dictionary of Ancient Rome. Baltimore: Johns Hopkins University Press. ISBN 9780801843006.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Richardson 1992, p. 27.