Arca (პროდიუსერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Arca
Nuuro
Arca DJ Set at Home Sweet Home.jpg
Arca (მარცხნივ) ნიუ-იორკში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალეხანდრო გერსი
დაბ. თარიღი 30 აპრილი, 1990 (1990-04-30) (29 წლის)
დაბ. ადგილი კარაკასი, ვენესუელა
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2012 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mute, Poni Republic, Soundsister, Nang Records, Hippos in Tanks, UNO NYC
ასოციაციები FKA twigs, ბიორკი, კანიე ვესტი
საიტი arca1000000.com
Arca ვიკისაწყობში

ალეხანდრო გერსი (იტალ. Alejandro Ghersi), ცნობილი სასცენო სახელით Arca[5]ვენესუელელი ჩანაწერის პროდიუსერი, კონსულტანტი, მიქსების რეჟისორი და DJ დამკვიდრებული დოლსტენში, ლონდონი.[6]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Arca დაიბადა 1990 წელს კარაკასში (ვენესუელა), შეძლებულ ოჯახში, მისი მამა იყო ბანკირი. ოჯახი დროებით გადავიდა საცხოვრებლად კონექტიკუტში, სანამ არ დაუბრუნდებოდა დახურულ კომპლექსში ცხოვრებას, სადაც მას ჰქონდა ფუფუნება ესწავლა ინდივიდუალურად და მიეღო ფორტეპიანოს გაკვეთილები. ის განმარტავს, რომ გაატარა ბავშვობა „ერთგვარ ბუშტში” და გაუჭირდა მიეღო ის ფაქტი, რომ ის იყო გეი.[7] შემდგომში ის დადიოდა კლაივ დევისის ჩაწერილი მუსიკის ინსტიტუტში, ნიუ-იორკში.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს მან გამოუშვა სამი სადებიუტო EP ლეიბლზე UNO NYC: Barón Libre,[8] Stretch 1[9] და Stretch 2.[8]

2013 წელს ის პროდიუსირებდა კანიე ვესტის ოთხ სიმღერას მეექვსე სტუდიური ალბომიდან Yeezus, რომელშიც ასევე იყო სამი წარმოების კონსულტანტიდან ერთ-ერთი, ჰადსონ მოჰაკთან და იანგ ჩოპთან ერთად. ასევე იყო FKA twigs-ის მინი-ალბომის, EP2-ის, პროდიუსერი.[10] მან დამოუკიდებლად ჩაწერა და უფასოდ გაავრცელა[11] მიქსტეიპი &&&&&. ჯესი კენდასთან ერთად მონაწილეობდა &&&&&-ის აუდიო-ვიზუალურ წარმოდგენაში, MoMa PS1 ინსტიტუტში, 2013 წლის ოქტომბერს.[12]

მისი სადებიუტო ალბომი, Xen, გამოვიდა 2014 წლის 4 ნოემბერს Mute Records-ზე.[13] ჟურნალ The Fader-თან ინტერვიუში პროდიუსერმა განაცხადა, რომ მუშაობდა ბიორკის მეცხრე სტუდიურ ალბომზე.[14] 2015 წლის იანვრის განმავლობაში გამოვიდა ალბომი Vulnicura, რომელზეც Arca იყო შვიდი სიმღერის კო-პროდიუსერი და უშუალოდ მონაწილეობდა ორი სიმღერის დაწერაში.[15]

15 ოქტომბერს Arca-მ Facebook-ის გვერდის საშუალებით დააანონსა მისი მეორე სტუდიური ალბომი, სახელად Mutant, რომელიც გამოვიდა 2015 წლის 20 ნოემბერს.[16]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

EP-ები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barón Libre (UNO NYC, 2012)
  • Stretch 1 (UNO NYC, 2012)
  • Stretch 2 (UNO NYC, 2012)

მიქსტეიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • &&&&& (გამოცემული დამოუკიდებლად, 2013)
  • Sheep (გამოცემული დამოუკიდებლად, 2015)

პროდიუსირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Breihan, Tom. (20 November 2015) Arca – “Front Load” Video (NSFW). Stereogum. წაკითხვის თარიღი: 22 November 2015.
  2. Eede, CHristian. (11 September 2014) Listen: Arca - Thievery. The Quieus. წაკითხვის თარიღი: 22 November 2015.
  3. Hutchinson, Kate. (31 October 2014) Arca: ‘Nothing is off limits emotionally’. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 22 November 2015.
  4. Arca. Time Out. წაკითხვის თარიღი: 22 November 2015.
  5. 5.0 5.1 Zeichner, Naomi. (October 29, 2012) GEN F: Arca. The Fader. წაკითხვის თარიღი: July 25, 2013.
  6. Friedlander, Emile. (September 30, 2014) Cover Story: Arca Finds Xen. The Fader.
  7. http://www.theguardian.com/music/2014/oct/31/arca-bjork-kanye-west
  8. 8.0 8.1 Download Arca’s Debut EP Baron Libre. The Fader. წაკითხვის თარიღი: 22 January 2014.
  9. Download Arca’s Stretch 1 EP. The Fader. წაკითხვის თარიღი: 27 September 2013.
  10. FKA Twigs: EP2 | Album Review. Pitchfork Media. წაკითხვის თარიღი: 19 September 2013.
  11. Download Arca's New Mix &&&&&. Pitchfork Media. წაკითხვის თარიღი: 27 September 2013.
  12. Pitchfork's FORMS and MoMA PS1 Present a Multimedia Event Featuring Arca and Jesse Kanda. Pitchfork Media. წაკითხვის თარიღი: 25 January 2014.
  13. Signs to Mute. Debut album Xen out on 3/4 November. Hear the first single Thievery.. Mute Records. წაკითხვის თარიღი: 22 September 2014.
  14. Friedlander, Emilie. Cover Story: Arca Finds Xen. The Fader, Inc. (30 September 2014). წაკითხვის თარიღი: 10 October 2014.
  15. Bjork Shares Details on New Album 'Vulnicura'“, Billboard, Billboard, 14 January 2015. წაკითხვის თარიღი: 14 January 2015. 
  16. https://twitter.com/arca1000000/status/628197499723980800
  17. http://www.discogs.com/Dean-Blunt-The-Redeemer/release/4554675