Aptoide

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Aptoide
გამოვიდა 17 ნოემბერი, 2009
პროგრამირების ენა Java (ჯავა)
ენა მრავალენოვანი
სტატუსი აქტიური
ჟანრი Android მარკეტი,
ლიცენზია GNU General Public License 2.0
საიტი aptoide.com

AptoideAndroid პროგრამა, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა აპლიკაციების მარკეტს.[1] Aptoide-ში, განსხვავებით Google Play Store-ისა, არ არის 1 საერთო მარკეტი. ყოველ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შექმნას და მართოს საკუთარი მარკეტი. Aptoide-ის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი არსებობს: Aptoide — სმარტფონებისთვის და ტაბლეტებისთვის, Aptoide TV — smart TV-ისთვის და სეთ-ტოპ-ბოქსებისთვის, Aptoide Lite, მცირე ზომის, გათვლილია დაბალი წარმადობის ტელეფონებისთვის და Aptoide Kids — ბავშვებისთვის. ცოტა ხნის წინ გაეშვა VR მარკეტი.

Aptoide გთავაზობთ „ბიზნესი ბიზნესისთვის“ ტიპის მომსახურებას. პარტნიორებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი მარკეტი.

პროგრამის შექმნის იდეის შთაგონების წყაროდ იქცა APT პაკეტ მენეჯერი, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მრავალ წყაროსთან (საცავებიდან). როდესაც მომხმარებელს უნდა რაიმე პროგრამა, ის იყენებს აპლიკაციის კლიენტს, რათა მოძებნოს წყარო, რომელშიც შენახულია ეს პროგრამა.

სახელი Aptoide მიღებულია 2 რამის შერწყმით: „APT“ (Debian-ის პაკეტ მენეჯერი) და „oide“ („Android“-ის ბოლო მარცვალი).

ის ხშირად გამოიყენება იმ აპლიკაციების უფასოდ გადმოსაწერად, რომლებიც ფასიანია Google Play Store-ზე ან რომლებსაც გააჩნიათ გეოგრაფიული შეზღუდვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Aptoide-ის შექმნის იდეა საჯაროდ გაახმოვანა პაულო ტრეზენტოსმა, 2009 წელს, „Caixa Mágica“-ს საზაფხულო ბანაკში.[2] იდეას დადებითად შეხვდნენ და ამის შედეგად შეიქმნა Aptoide.

2010 წლის ბოლოს, პროგრამა გაეშვა Bazaar Android-ზე. Bazaar Android საკუთარი მარკეტის შექმნის საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს. 2012 წლის აგვისტოში, Aptoide და Bazaar Android გაერთიანდნენ, რათა მათ შორის თანამშრომლობა გაუმჯობესებულიყო.[3]

2011 წლის ნოემბერში, Aptoide დაფუძნდა[4] ევროპაში.

2014 წელს, Aptoide-მა შეიტანა ევროკავშირის უნდობლობის სარჩელი Google-ის წინააღმდეგ, იმ მიზეზით, რომ Google მომხმარებლებს დაბრკოლებებს უქმნის მესამე მხარის მიერ შექმნილი Android მარკეტების დაყენებაში. კერძოდ, უკავშირებს ძირითად სერვისებს Google Play-ს და ბლოკავს Aptoide-ის ვებ.გვერდებს მის Chrome ბრაუზერში. [5]

2015 წელს, კომპანიამ 3,7 მილიონ ევროიანი (4 მილიონი დოლარი) დაფინანსება. ძირითადი დამფინანსებელი იყო გერმანული ვენჩერული ფირმა e.ventures. თანადამფინანსებლები იყვნენ Gobi Partners (ჩინეთი) და Golden Gate Ventures (სინგაპური). ინვესტიციამ შეანელა პერსონალის რაოდენობის ზრდა. ეს რიცხვი ახლა 60-ზე მეტია.[6]

2015 წლის მაისში, Aptoide-მა განაცხადა, რომ ის თავის საქმიანობას აზიაშიც დაიწყებდა [7] და გახსნიდა ოფისს სინგაპურში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Aptoide საშუალებას აძლევს ადამიანს მონახოს და დააყენოს მისთვის სასურველი აპლიკაცია მის Android ტელეფონში. ის ხელმისაწვდომია 23 ენაზე.[8] პროგრამა ავტომატურად ირჩევს იმ ენას, რომელიც თქვენი ტელეფონის სისტემურ ენად გაქვთ მითითებული და მისი ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ სისტემური ენის შეცვლით.

Aptoide-ის დასაყენებლად საჭიროა სპეციალური APK(საინსტალაციო ფაილი) ფაილის გადმოწერა ოფიციალური საიტიდან ან სხვა ნებისმიერი წყაროდან. მეტი უსაფთხოებისთვის მიზანშეწონილია ამ ფაილის გადმოწერა მხოლოდ ოფიციალური ვებ-გვერდიდან. პროგრამა არ არის ხელმისაწვდომი Google Play Store-ზე, Google Play-ის „შემმუშავებელთა სადისტრიბუციო შეთანხმების“ პუნქტ 4.5-ის გამო.[9] პროგრამის დაყენებისთვის საჭიროა, რომ ნებადართული იყოს აპლიკაციების „უცნობი წყაროებიდან“ დაყენება, ტელეფონის პარამეტრებიდან.[10]

Aptoide-ის დაყენების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია დაამატოს მარკეტები. გარდა ძირითადი მარკეტისა (Apps), ხელმისაწვდომია 200'000-ზე მეტი სხვა მარკეტი. დამატების შემდეგ, უფრო მარტივად შეძლებთ ამ მარკეტში შესვლას, რადგან აღარ მოგიწევთ მისი ხელახალი ძებნა.

2011 წლის ივნისში, გაეშვა Aptoide Uploader, პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ტვირთავს მის ტელეფონში არსებულ აპლიკაციას, საკუთარ მარკეტზე.[11]

Aptoide uploader ასატვირთად იყენებს Aptoide Webservices-ს[12]. ატვირთული აპლიკაცია ინახება მომხმარებლის მარკეტში.

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შექმნას პირადი მარკეტი, რომელზე წვდომაც ექნება მხოლოდ მას და მისთვის სასურველ პირებს. პირად მარკეტზე აპლიკაციის ასატვირთად უმჯობესია Aptoide Backup Apps-ის გამოყენება, რადგან ის გიჩვენებთ უკვე ატვირთულ აპლიკაციებს.

ასატვირთად Aptoide Backup Apps-იც იყენებს webservices-სს. იმის გასაგებად, ატვირთულია თუ არა ესა თუ ის აპლიკაცია, Aptoide Backup Apps იყენებს info.xml XML ფაილს.

ინტერფეისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Android კლიენტსა და მარკეტს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება XML ფაილის მეშვეობით, რომელსაც info.xml ჰქვია. ეს ფაილი აჩვენებს მარკეტში არსებულ აპლიკაციებს და მცირე ინფორმაციას მათ შესახებ. Info.xml ხელმისაწვდომია ყველასთვის და მას ასევე თან ახლავს დეტალური აღწერა.[13]

info.xml[14] ფაილის მცირე ნაწყვეტი:

<apklst><version>5</version>
<repository>
<basepath>http://mirror.apk10.aptoide.com/apks/10/aptoide-f63c6f2461f65f32b6d144d6d2ff982e/aptoidedev/</basepath>
<appscount>1</appscount>
... </repository>
<package>
<name>Aptoide</name>
...
</package>

კიდევ 2 XML ფაილი არსებობს: extra.xml[15] და stats.xml.[16]

Extra.xml შეიცავს დამატებით ინფორმაციას აპლიკაციების შესახებ. მაგ: სრულ აღწერას. stats.xml შეიცავს ინფორმაციას გადმოწერების რაოდენობის და რეიტინგის შესახებ.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხრილში მოცემულია სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი:[17][18][19][20][21]

ვერსია თარიღი რეგისტრირებული მომხმარებლები მარკეტების რაოდენობა განსხვავებული აპლიკაციები გადმოწერების საერთო რაოდენობა
V8 6 ოქტომბერი 2016 NA 200,000 660,000 2.7 მლრდ.
6.5.2 ივლისი 2015 100,000,000 140,000 330,000 1.58 მლრდ.
6.3.0 აპრილი 2015 136,000 311,000 1.42 მლრდ.
6.2.3 126,000 275,000 1.28 მლრდ.
5.0.0 20 მარტი 2014
4.1.3 22 ივლისი 2013 1,300,000 350,000 120,000 380 მლნ.
4.0.0 4 დეკემბერი 2012 500,000 170,000 50,000 150 მლნ.
2.7.1 2 აგვისტო 2012 200,000 88,000 65,000 60 მლნ.
2.7 19 ივნისი 2012 107,000 62,000 43,000 44 მლნ.
2.6.2 აპრილი 2012 82,000 51,000 34,000 32 მლნ.
2.6.1 2 მარტი 2012 57,000 36,000 19,000 22.9 მლნ.
2.6 20 იანვარი 2012 42,000 27,100 16,000 17.4 მლნ.
2.5.4 22 დეკემბერი 2011 34,000 22,200 13,400 14 მლნ.
2.5.3 2 ნოემბერი 2011 21,000 13,300 9,400 9.1 მლნ.
2.5.2 22 სექტემბერი 2011 14,800 10,300 7,700 6.8 მლნ.
2.5.1 22 ივნისი 2011 6,800 3,500 4,000 2.1 მლნ.
2.5 3 ივნისი 2011 5,300 1,200 3,100 2 მლნ.
2.4.1 მაისი 2011 3,700 1,600 2,000 1.5 მლნ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alternative to Google Play Store (2011-11-23). ციტირების თარიღი: 2012-11-23.
  2. 2009 Summer Internship - Aptoide Portuguese (2009-08-05). ციტირების თარიღი: 2012-10-30.[მკვდარი ბმული]
  3. BazaarAndroid is now Aptoide.com (2012-07-27). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  4. Crunchbase company page: Aptoide (2012-11-23). ციტირების თარიღი: 2012-11-23.
  5. Butcher, Mike. Third Party Android App Store Files EU Antitrust Complaint. ციტირების თარიღი: 2016-10-20[მკვდარი ბმული]
  6. Russell, Jon. Aptoide Lands $4M To Grow Its Alternative Android App Store In Emerging Markets. ციტირების თარიღი: 2016-10-20[მკვდარი ბმული]
  7. Portuguese Google Play competitor Aptoide brings its branded app store concept to Southeast Asia (2015-05-25). ციტირების თარიღი: 2015-07-15.
  8. Aptoide Translators (2011-07-27). ციტირების თარიღი: 2012-10-31.[მკვდარი ბმული]
  9. Google Play Developer Distribution Agreement (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  10. Android Open Distribution (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  11. Aptoide Uploader is now available - Now you can upload your android applications to your own Bazaar repository. (2011-06-17). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  12. Aptoide Webservices description (2012-10-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-21. ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  13. Aptoide Client / Server Interfaces" დაარქივებული 2012-10-21 საიტზე Wayback Machine. . 2012-10-31. Retrieved 2012-10-31.
  14. Aptoidedev store info.xml (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  15. Aptoidedev store extras.xml (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.[მკვდარი ბმული]
  16. Aptoidedev store stats.xml (2012-10-31). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  17. Home Aptoide. ციტირების თარიღი: 2015-04-27.
  18. Jacinto,Roberto. (2010-02-07) apt-get for Android - with GUI. ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  19. Codebits2011 - 2 perguntas a... Paulo Trezentos Portuguese (2010-09-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-28. ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  20. Spin off da Caixa Mágica testa implementação de Aptoide a partir de Silicon Valley Portuguese (2011-09-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2012-10-31.
  21. Silicon Valley @ Codebits Portuguese (2011-11-11). ციტირების თარიღი: 2012-10-31.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Aptoide&oldid=4533044“-დან