Anna F.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Anna F.
Amadeus Austrian Music Awards 2014 - Anna F.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 დეკემბერი, 1985(1985-12-18)[1] [2] [3] (35 წლის)
დაბ. ადგილი Friedberg[1]
ჯილდოები Amadeus Austrian Music Awards
საიტი annaf.com
Anna F. ვიკისაწყობში

ანნა ვაპელი[4] (დ. 18 დეკემბერი, 1985), უფრო მეტად ცნობილია სასცენო სახელით Anna F.ავსტრიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996–2008: ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაპელი დაიბადა ავსტრიის ქალაქ ფრიდბერგში.[5] მან სიმღერა ბავშვობაში დაიწყო. ვაპელმა გრაცში ისწავლა ინგლისური და იტალიური ფილოსოფია და ლიტერატურა და დასვენების დღეებში მუშაობდა ATV-ში.[6]

2009–2011: კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Anna F. 2010 წელს

2009 წლის ზაფხულში ანა იყო ლენი კრავიცის ევროპული ტურნეს გამხსნელი.[7] მან მოიგო „ამადეუსის ავსტრიული მუსიკის ჯილდო 2009“, „პოპის“ კატეგორიაში.

2010 წლის 5 თებერვალს გამოაქვეყნა სადებიუტო ალბომი „For Real“. ალბომმა ავსტრიის მუსიკალურ ჩარტებში დაიკავა მესამე ადგილი და მიიღო ოქროს სერტიფიკატი. ვაპელმა მოაწყო ტური მთელი ავსტრიის მასშტაბით.[8]

2012–დღემდე: სამსახიობო დებიუტი და მუსიკალური კარიერის განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ვაპელის დებიუტი შედგა დიტო ცინცაძის მიერ გადაღებულ გერმანულ-ავსტრიულ ფილმში „შეჭრა“, რომლის პრემიერაც 2012 წლის 30 ივნისს შედგა მიუნხენის კინოფესტივალზე.

2012 წელს ვაპელი საცხოვრებლად პრენცლაუზერ-ბერგში, ბერლინში გადავიდა. ის შეუერთდა მუსიკალურ ლეიბლს Polydor/Island (Universal Music Group).[9] 2013 წლის აგვისტოში გამოუშვა სიმღერა „DNA“ და დაანონსა რომ ეს იქნებოდა მისი ალბომის „King in the Mirror“ პირველი სიმღერა. მუსიკალური ვიდეო 2013 წლის 3 აგვისტოს გამოვიდა.[10] მან სიმღერა შეასრულა იან ბოიერმანის ტელეგადაცემაში „Lateline“.

ალბომი „King in the Mirror“ 2014 წლის თებერვალში გამოვიდა. ვაპელმა გახსნა ჯეიმზ ბლანტის ტური ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიასა და შვეიცარიაში.[11]

2015 წლის ევროვიზიაზე ავსტრიის წარმომადგენლის შერჩევის პროცესში, ის იყო მუსიკოსთა მწვრთნელი. ამ პერიოდში ის იყო „ORF“-ის გუნდის წევრი და აქტიურად იღებდა მონაწილეობას წარმომადგენლის შერჩევის პროცესში.[12]

2017 წელს ანნამ ჩაწერა ახალი ალბომი პროდიუსერ დანიელ ბრანდტთან ერთად, რომელთანაც იმ პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #1015176593 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Discogs — 2000.
  3. filmportal.de — 2005.
  4. Köck, Samir. Anna F.: "Ein bisserl weiblicher Macho" German. Die Presse (13 February 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  5. Anna F.. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  6. Gurmann, Maria. Anna F: "Tausend Ideen schwirren im Kopf" German (25 August 2013). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  7. "Extrem geil": Anna F. und Lenny Kravitz German. Österreich (14 July 2009). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  8. Neubauer, Herbert. Donauinselfest 2010 mit Anna F. und Kim Wilde German. Die Presse (29 April 2010). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  9. Wellinger, Renzo. Polydor/Island präsentiert Newcomerin Anna F. German (21 June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  10. Anna F. -- DNA (3 August 2013). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  11. Anna F. geht mit James Blunt auf Tournee German. Die Welt (28 February 2014). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  12. Fohringer, Helmut. Song Contest: BossHoss, Nazar und Anna F. als Coaches German. Die Presse (25 November 2014). ციტირების თარიღი: 26 June 2017.
  13. In Music and Life, Acoustic Techno Mastermind Daniel Brandt Keeps It Real დაარქივებული 2019-04-26 საიტზე Wayback Machine. . LA Weekly, March 20, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Anna_F.&oldid=4242366“-დან