Amanita strobiliformis
| Amanita strobiliformis | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Amanita strobiliformis (Paulet ex Vittad.) Bertill. (1866) | |||||||||||||||
| |||||||||||||||
Amanita strobiliformis — სოკოს სახეობა ამანიტას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს.
იშვიათი სოკოა. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე. საჭმელი სოკოა. მომზადებამდე აუცილებელი მისი თერმულად დამუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა. სოკო შეტანილია ევროპის რამდენიმე ქვეყნის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა ჟან-ჟაკ პოლემ როგორც Hypophyllum strobiliforme 1812 წელს.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ლუი ბერტილონიმ 1866 წელს.[2]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 7.5-25.5 სმ, ხორცოვანი, თავიდან ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ამოზნექილი და ბოლოს ბრტყელი. ზედაპირი კრემისფერ-თეთრიდან ღია-ნაცრისფრამდე. აღნიშნული სოკო ხშირად ძალიან დიდ ზომებს აღწევს, ქუდის ზომით წეროსწვივასაც უტოლდება, მაგრამ ორ-სამჯერ მეტს იწონის.[3]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, თეთრი, საკმაოდ თხელი, მჭიდროდ განლაგებული.
ფეხის სიგრძე — 10–20 სმ, სიგანე — 2-4 სმ, მკვრივი, ცილინდრული, მთლიანი (შიგნიდან ამოვსებული), დაფარულია ქერცლებით, ფანტელისებრი და ფქვილისებრი ნაფიფქით, განსაკუთრებით შესამჩნევია ნორჩობაში. ძირისკენ ბოლქვისებურად გასქელებული. გააჩნია თეთრი საყელო, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება.
რბილობი — რბილი, თეთრი, ნორჩობაში ახასიათებს სასიამოვნო სუნი და გემო,[4][5] მაგრამ მოგვიანებით იძენს ობისსმაგვარ სუნს.
სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — 11-13x7-9 მკმ, გლუვი, თითქმის კვერცხისებრი ან ელიფსისებრი.[6]
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იშვიათი სოკოა. გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს. იგი შეტანილია პოლონეთის,[7] ბელგიის, ჩეხეთის, გერმანიის, დანიის, ესტონეთის, ნიდერლანდების, შვედეთისა და სლოვაკეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[8]
იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, აგრეთვე ეს სახეობა გვხვდება ტყის გარეთ, ღია ადგილებში, ცალკეული ხეების ქვეშ და გზისპირებზე. მიკორიზას წარმოქმნის მუხასთან, წიფელთან და ცაცხვთან. უპირატესობას ანიჭებს თბილ ადგილებს და კირქვიან ნიადაგს.
კვებითი ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Amanita strobiliformis, ისევე როგორც ამანიტას გვარის ყველა სოკო, უმი სახით შხამიანია (იწვევს საჭმლის მონელებელი სისტემის მოშლას). მოხმარებამდე აუციელებელი მისი თერმულად დამუშავება, რადგან ტოქსინები თერმული დამუშავებისას მთლიანად ნადგურდება. როგორც წესი, სოკოს კანს აცლიან და ნაჭრებად ჭრიან.
გამოუცდელ მესოკოვეს იგი შეიეძლება აერიოს მისივე გვარის რამდენიმე მომაკვდინებლად შხამიან სახეობაში, მათ შორის შხამასოკოში.[4]
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Amanita strobiliformis“ ვიკისაწყობში.- Amanita strobiliformis MycoBank-ზე (ინგლისური)
- Amanita strobiliformis Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jean-Jacques Paulet: „Iconographie des Champignons”, Editura L’Imprimerie Nationale du Louvre, Paris 1812, p./tab. 162
- ↑ Louis-Adolphe Bertillon; „Dictionnaire Encyclopédique de Science Médicales”, vol. 1, Editura G. Masson, Paris 1866, p. 499
- ↑ Till R. Lohmeyer, Ute Kũnkele, Grzyby. Rozpoznawanie i zbieranie, Warszawa, 2006, ISBN 978-1-40547-937-0.
- 1 2 3 Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 116-117, ISBN 3-405-12116-7
- 1 2 Till E. Lohmeyer & Ute Künkele: „Pilze – bestimmen und sammeln”, Editura Parragon Books Ltd., Bath 2014, p. 95, ISBN 978-1-4454-8404-4
- ↑ MclLVAINE, Charles (1973). One Thousand American Fungi. Dover Publications, Inc., გვ. 19.
- ↑ Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5.
- ↑ Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.