შინაარსზე გადასვლა

Amanita beckeri

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Amanita beckeri

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  Amanita beckeri
ლათინური სახელი
Amanita beckeri Huijsman 1962

Amanita beckeri — სოკოს სახეობა ამანიტას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს. სოკოს სახელი ეწოდა ჟორჟ ბეკერის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა მოახდინა ამ სოკოს იდენტიფიცირება.[1]

იზრდება ფოთლოვან ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. პირობითად საჭმელ სოკოა, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების გარეშე. მომზადებამდე აუცილებელი მისი თერმულად დამუშავება.[2]

ქუდის დიამეტრი 6-დან 12 სმ-მდე მერყეობს. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი ფორმისაა, შემდეგ გაშლილი, ჟანგმიწისფერ-ყავისფერი. ზედაპირზე ხშირად რჩება თეთრი საბურველის ნარჩენები. კიდეები დაღარულია.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, თავისუფალი, თეთრიდან კრემისფერამდე, საკმაოდ ვიწრო, ჩაზნექილი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ეგზემპლარებში. ასაკთან ერთად ფირფიტებზე შეიძლება გაჩნდეს მოყავისფრო ლაქები. მოკლე ფირფიტები მცირერიცხოვანია და შეკვეცილი.[3]

რბილობი — თეთრი, მკვრივი, მოგვიანებით ფუყე,[3] განსაკუთრებული გემოს ან სუნი გარეშე.[4]

ფეხის სიგრძე — 10-12 სმ, სიგანე — 1,2-2 სმ, თეთრი, თითქმის ცილინდრული, როგორც წესი, დაფარულია ფანტელისებრი თეთრი საბურველის ნარჩენებით, რომელიც ასაკთან ერთად ყავისფერდება. ფეხი ჩამჯდარია ვოლვაში. არც თუ ისე მაღალი ვოლვა ახალგაზრდობაში თეთრია, შემდეგ კი მოყავისფრო ელფერს იძენს.[2]

სპორების ფხვნილი — თეთრი, სპორები — 9,5–10,5 მკმ. სფეროსებრი, ზოგჯერ ფართოელიფსისებრი, არაამილოიდური.[3]

გავრცელება და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Amanita beckeri იზრდება ფოტლოვან ტყეებში. მიკორიზას წარმოქმნის მუხასთან და სხვა ფოთლოვან სახეობებთან.[5] უპირატესობას ანიჭებ თბილ კირქვიან ნიადაგს. გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონსტინენტს, განსაკუთრებით ხმელთაშუაზღვისპირეთს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Amanita beckeri in MycoBank en. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2025.
  2. 1 2 BEKEROVA PRESLICA — Amanita beckeri Huijsman Chroatian. Cromushrooms.eu. ციტირების თარიღი: 22 ვილისი, 2025.
  3. 1 2 3 Amanita beckeri Huijsman. Amanitaceae.Org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-12-28. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2025.
  4. ↑ Cetto, Bruno. (1987). Guia de los hongos de Europa. Ediciones Omega, S. A. Barcelona, 23 or. ISBN 84-282-0541-X (T. 3). ISBN: 84-282-0538-8 (O.C.)..
  5. ↑ Mogyoróbarna selyemgomba - Amanita beckeri Hungarian. miskolcigombasz.hu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-27. ციტირების თარიღი: 22 ივლისი, 2025.