Alt-J

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
alt-J
Alt-J performing April 2013.jpg
alt-J 2013 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: გას უნგერ–ჰამილტონი, ჯო ნიუმენი, გვილ სეინსბერი, ტომ გრინი.
ბიოგრაფია
წარმოშობა ლიდზი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი,[1] ინდი-პოპი,[2] არტ-როკი,[3] ფოლკტრონიკა[4]
აქტიური 2007–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Loud And Quiet, Infectious, Atlantic, Canvasback
საიტი
წევრები ჯო ნიუმენი
ტომ გრინი
გას უნგერ–ჰამილტონი
კემერონ ნაიტი
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

alt–J (აგრეთვე ცნობილი როგორც ) — ინგლისური ინდი-როკ ჯგუფი ლიდზიდან, ჩამოყალიბებული 2007 წელს გვილ სეინსბერის (გიტარა/ბას–გიტარა), ჯო ნიუმენის (გიტარა/წამყვანი ვოკალი), გას უნგერ–ჰამილტონის (კლავიშებიანები/ვოკალი) და ტომ გრინის (დრამი) მიერ.

ჯგუფის სადებიუტო ალბომი An Awesome Wave გამოვიდა 2012 წლის მაისში ევროპაში, 2012 წლის სექტემბერში აშშ-ში და მოიგო 2012 წლის ბრიტანული პრემია Mercury Prize.[5] 2014 წლის დასაწყისში გვილ სეინსბერმა საკუთარი ნებით დატოვა ჯგუფი. მათი მეორე ალბომი, This Is All Yours, გამოვიდა 2014 წლის 22 სექტემბერს და მალევე მიაღწია პირველ პოზიციას გაერთიანებულ სამეფოში.[6] სეინსბერის ნაცვლად კემერონ ნაიტი გახდა alt-J-ს დამხმარე წევრი კონცერტებზე, გიტარაზე, ბას-გიტარაზე და სემპლერზე დაკვრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოყალიბება და ადრეული წლები: 2007-10[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

alt-J (∆) ჩამოყალიბდა 2007 წელს, როდესაც გვილ სეინსბერი (გიტარა/ბას–გიტარა), ჯო ნიუმენი (გიტარა/წამყვანი ვოკალი), გას უნგერ–ჰამილტონი (კლავიშებიანები/ვოკალი) და ტომ გრინი (დრამი) შეხვდნენ ლიდზის უნივერსიტეტში. უნგერ-ჰამილტონი (Polydor Records-ის შემსრულებლების და რეპერტუარის ხელმძღვანელის, ფრედის, უმცროსი ძმა) სწავლობდა ინგლისურს, დანარჩენები — ხელოვნებას. ნიუმენმა აღნიშნა, რომ „ხელოვნების სკოლაში წავიდა მხოლოდ ჯგუფის შესაქმნელად.”[7]

მათი სწავლის მეორე წელს ნიუმენმა გაუზიარა სეინსბერს რამდენიმე თავისი სიმღერა და, გიტარაზე დამკვრელი მამით შთაგონებულმა, წყვილმა დაიწყო სიმღერების ჩაწერა დერეფნებში, პროგრამა GarageBand-ით და სეინსბერით პროდიუსერის როლში.[8] ჯგუფის უჩვეულო ჟღერადობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ჩაწერისას მათ უნდა დაეყვანათ ხმაური მინიმუმამდე, საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტების გამო, და ისინი ვერ იყენებდნენ ბას-გიტარებს ან ბას-დასარტყმელ საკრავებს. ტომ გრინი დაავადებულია ალპორტის სინდრომით, იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რომელიც იწვევს სმენის დაქვეითებას და თირკმლის უკმარისობას. როგორც შედეგი, ის დაახლოებით 80 პროცენტით ყრუა.[7]

An Awesome Wave და ტურნეები: 2011-12[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივესისტეტის დამთავრების შემდეგ ჯგუფი გადავიდა კემბრიჯში. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ თავის მუსიკაზე, სანამ 2011 წლის დეკემბერში არ გააფორმეს ხელშეკრულება Infectious Records-თან.[8][9] მათი სასათაურო 4 სიმღერიანი დემო EP, ∆, ჩაწერა პროდიუსერმა ჩარლი ენდრიუმ ლონდონში და მასზე მოხვდნენ „Breezeblocks”, „Hand-Made”, „Matilda” და „Tessellate”.[10] 7" სინგლი, „Bloodflood”-ით და „Tessellate”-ით, გამოსცა ლეიბლმა Loud and Quiet, 2011 წლის ოქტომბერში.[11] 2012 წელს მათი პირველი გამოცემა Infectious Records-თვის იყო სამკუთხედის ფორმის ორი 10" სინგლი: „Matilda” და „Fitzpleasure”.[12] ამას მოჰყვა „Breezeblocks”, რომელიც წინ უძღოდა მათ პირველ სტუდიურ ალბომს.[13] An Awesome Wave-ის პროდიუსერი ასევე იყო ჩარლი ენდრიუ და მისი ჩაწერა შედგა Iguana Studios-ში, ბრიქსტონში, სადაც ჯგუფი წერდა სიმღერებს თავისუფალ დროს.[14] მათი სადებიუტო ალბომი გამოვიდა 2012 წლის 28 მაისს გაერთიანებულ სამეფოში, ევროპაში, ავსტრალიაში და 18 სექტემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში.[15] ალბომმა ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო.[16]

2012 წლის აპრილში alt-J გამოდიოდა Wild Beasts-თან ერთად და ამავე წლის ოქტომბერში ჩაატარა პატარა ტურნე გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში.[17] ჯგუფი რეგულარულად გამოდიოდა ზაფხულის ფესტივალებზე: Latitude, Bestival, რედინგი და ლიდზი, T in the Park, Green Man, Pukkelpop და Lowlands.[16] 2012 წლის დეკემბერში მათ ასევე ჩაატარეს საკონცერტო ტურნე აშშ-ში და გამოდიოდნენ Laneway ფესტივალზე ავსტრალიაში.[18][19] 2012 წლის ნოემბერში ჯგუფი გახდა Mercury Prize-ის გამარჯვებული მათი ალბომისთვის. ფულადი ჯილდოს გარდა, ამან გაზარდა An Awesome Wave-ის წარმატება და მან მიაღწია მე-13 პოზიციას ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[6] მოგვიანებით ჯგუფმა აღწერა ეს მოვლენა როგორც „ცხოვრების შემცვლელი, ეს იყო თვითმარქვიებად ყოფნის შეგრძნება, იმის, რომ ჯგუფმა როგორღაც მიაღწია ამას ნამდვილ ჯგუფად ყოფნის გარეშე, ჩვენ ვიყავით უბრალოდ ბიჭები ლიდზიდან, რომლებმაც გაუგებარი, მაგიური საშუალებით მოიპოვეს Mercury-ს ჯილდო.”[20]

სეინსბერის წასვლა და This Is All Yours: 2013–დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვილ სეინსბერმა დატოვა alt-J 2014 წლის 13 იანვარს. Twitter-ში იყო გამოცხადებული, რომ მან გადაწყვიტა წასვლა, თუმცა ჯგუფი გააგრძელებდა არსებობას და ისინი გვილთან მაინც საუკეთესო მეგობრებად დარჩებოდნენ.[21] 2014 წლის ივნისის დასაწყისში alt-J-მ გამოაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს შესახებ, რომელიც ოქტომბრის და ნოემბრის განმავლობაში გაგრძელდებოდა.[22] 23-დღიანი ტურნე დაიწყო ვანკუვერში (ბრიტანული კოლუმბია) 14 ოქტომბერს და დასრულდა ვაშინგტონში 19 ნოემბერს.[23] მათი მეორე ალბომი, This Is All Yours, გამოვიდა 2014 წლის 22 სექტემბერს და მიაღწია პირველ ადგილს ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[24]

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის სიმბოლო არის ასო დელტა, ∆, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება სამეცნიერო კვლევებში სხვაობის ან ცვლილების საჩვენებლად. სიმბოლო შეიძლება იყოს აკრეფილი Apple Mac-ზე კლავიშების თანმიმდევრობით   Alt +  J  (კლავიატურის გარკვეულ განლაგებაზე). „alt-J” ადრე იყვნენ ცნობილები როგორც „Daljit Dhaliwal” და „Films”,[25][26] მაგრამ მოგვიანებით იძულებული გახდნენ შეეცვალათ სახელი „alt-J”-ზე, რადგან ამერიკული ჯგუფი სახელად „The Films” უკვე არსებობდა.[27]

წვლილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს ტელესერიალ Weeds-ის მერვე სეზონის მეექვსე ეპიზოდის მუსიკალური თემა იყო Fitzpleasure. ასევე ის მოხვდა ტელესერიალ Broad City-ს საპილოტო ეპიზოდში. Nokia-მ გამოიყენა ტრეკი კომერციულ ვიდეორგოლებში — Lumia 925-ის ევროპაში და Lumia 928-ის აშშ-ში. გამოყენებულია ფილმ The Way, Way Back-ის ტრეილერში და 2016 წლისთვის დაგეგმილ თამაშში Battleborn.

რამდენიმე სიმღერა, მათ შორის „Something Good” და „Fitzpleasure”, იყო გამოყენებული BBC 2 არხის იდენტიფიკატორში. „Tessellate” ჟღერს ანარქიის შვილების მე-6 სეზონის მე-5 ეპიზოდში. მათი სიმღერები მოხვდნენ სერიალ Scrotal Recall-ის რამდენიმე ეპიზოდში, „Breezeblocks” და „Left Hand Free” მეორე სერიაში, ხოლო „Every Other Freckle” — მესამეში.

2013 წლის თებერვალში ჯგუფმა გამოაცხადა, რომ დაწერდა საუნდტრეკს ტობი ჯონსის ფილმისთვის Leave to Remain.[28]

ჯგუფმა დაწერა სიმღერა „Buffalo” დევიდ რასელის ფილმისთვის იმედის სხივების კრებული (ბრედლი კუპერის და ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით).

სიმღერა „Something Good” შევიდა 2015 წლის ვიდეო თამაშის, Life Is Strange-ის საუნდტრეკში.

სიმღერა „Left Hand Free” ჟღერს BBC-ს დრამის, The Interceptor-ის, ტიტრებში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს alt-J-ს სადებიუტო ალბომმა მოიგო ბრიტანული Mercury Prize.[29] alt-J ასევე იყვნენ ნომინირებულნი Brit Awards-ის სამ დაჯილდოებაზე (წლის აღმოჩენა, წლის საუკეთესო ალბომი და წლის საუკეთესო ჯგუფი).[30] An Awesome Wave იყო ნომინირებული BBC Radio 6-ის 2012 წლის საუკეთესო ალბომის დაჯილდოებაზე. ალბომიდან სამი სიმღერა მოხვდა ავსტრალიის 2012 წლის Triple J Hottest 100 სიაში, „Something Good”-მა მიაღწია 81-ე ადგილს, „Tessellate”-მა — 64-ეს, ხოლო „Breezeblocks”-მა მესამე პოზიცია დაიკავა .[31] 2013 წელს An Awesome Wave გახდა წლის ალბომი Ivor Novello Awards-ზე. ალბომმა This Is All Yours მოიპოვა გრემის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო ალერნატიული მუსიკალური ალბომი, გრემის 57-ე ყოველწლიური დაჯილდოებაზე, და წლის ევროპის საუკეთესო ინდი-ალბომის ჯილდო.[32]

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : alt-J-ს დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Monger, James Christopher. (2012)Alt-J. Allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 7 July 2012.
  2. Indie pop group Alt-J take Britain's Mercury Prize. Entertainment Weekly (1 November 2012). წაკითხვის თარიღი: 30 July 2015.
  3. Sullivan, Caroline. (20 June 2012) Alt-J – review. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 30 July 2015.
  4. Empire, Kitty. (28 September 2014) Alt-J review – what’s all the fussiness about?. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 30 July 2015.
  5. Wolfson. “Alt-J: a cut above“, 30 August 2012. წაკითხვის თარიღი: 18 September 2014. 
  6. 6.0 6.1 Listing for Alt-J at the Official Charts Company (UK), (retrieved 29 May 2015).
  7. 7.0 7.1 Weiner, Jonah. (27 November 2014) How Alt-J Sold a Million Records and Made Miley a Fan. rollingstone.com. Rolling Stone.
  8. 8.0 8.1 Downing, Megan. (16 September 2012) An Interview With Gwil From Alt-J ∆. The Edge.
  9. Luo, Sophie. (27 June 2013) Interview - Alt-J. The Cambridge Student.
  10. Lindbloom, Ben. (28 January 2012) [Album Review - Alt-J - Demo]. წაკითხვის თარიღი: 2015-05-30.
  11. Listing for the Bloodflood/Tessallate 7" single on Discogs.com, (accessed 29 May 2015).
  12. Listing for the Matilda/Fitzpleasure 10" release on Discogs.com, (accessed 29 May 2015).
  13. Listing for the Breezeblocks 7" release on Discogs.com, (accessed 29 May 2015).
  14. Alt-J: 'We didn't want to blow loads of cash working with Rick Rubin in LA'. Time Inc. (UK) (25 June 2014). წაკითხვის თარიღი: 2015-05-29.
  15. Listing of the An Awesome Wave album on Discogs.com, (accessed 30 May 2015).
  16. 16.0 16.1 Lester. “New band of the day: Alt-J, The Guardian, Paul Lester“, The Guardian, 24 May 2012. წაკითხვის თარიღი: 9 July 2012. 
  17. Alt-J announce autumn tour of the UK, NME.com, 26 June 2012. Nme.com (26 June 2012). წაკითხვის თარიღი: 9 July 2012.
  18. Staff, Writer. (3 December 2012) Alt-J announce 2013 tour dates. Townsquare Music.
  19. Triple J. 2013 Laneway line up announced. ABC. წაკითხვის თარიღი: 26 September 2012.
  20. Bray, Elisa. (26 September 2014) Alt-J interview: Collaborations with stars like Miley Cyrus signal a whole new direction for the boys from Leeds. Independent News & Media.
  21. Δ (alt-J) on Twitter: "With regret, Gwil is leaving alt-J. This is purely a personal decision and as our best friend we support him completely.". Twitter.com. წაკითხვის თარიღი: 18 September 2014.
  22. Alt-J announce new album & tour (dates & presale). Brooklynvegan.com. წაკითხვის თარიღი: 18 September 2014.
  23. - alt-J - This Is All Yours. Altjband.com. წაკითხვის თარიღი: 18 September 2014.
  24. Kreisler, Lauren. Alt-J score first Number 1 album with This Is All Yours. Official Charts Company. წაკითხვის თარიღი: 28 September 2014.
  25. Alt-J's name explanation. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 July 2012. წაკითხვის თარიღი: 18 July 2012.
  26. Alt-J Announce 'An Awesome Wave' Headline UK Tour Dates & Tickets accessdate=1 September 2012.
  27. Perez, Ashley. 23 Things You Really Should Know About Alt-j. წაკითხვის თარიღი: 14 October 2014.
  28. Alt-J to score Toby Jones film“, 3 News NZ, 21 February 2013. 
  29. Topping, Alexandra. “Mercury prize celebrates 20 years with award for alt-J's debut album“, The Guardian, 2 November 2012. წაკითხვის თარიღი: 21 February 2013. 
  30. alt-J Nominated For 3 Brit Awards. წაკითხვის თარიღი: 21 February 2013.
  31. #3:alt-J - Breezeblocks Hottest 100 - 2012. abc.net.au. წაკითხვის თარიღი: 30 January 2013.
  32. 23 albums up for European Independent Album of the Year Award. IMPALA (29 January 2015).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Alt-J&oldid=3389769“-დან