შავი ზღვის ქაშაყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Alosa immaculata)
Jump to navigation Jump to search
შავი ზღვის ქაშაყი
Caspialosa kessleri pontica Dunai hering.jpg
შავი ზღვის ქაშაყი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alosa immaculata
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 VU ka.svgმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 907

შავი ზღვის ქაშაყი (ლათ. Alosa immaculata; ადრე Alosa pontica) — თევზი ქაშაყისებრთა ოჯახისა. აქვს დაბალი, წაგრძელებული, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული. არჩევენ ორ ბიოლოგიურ რასას: მსხვილსა და წვრილს, მსხვილის სიგრძე აღწევს 45 სმ-მდე, წვრილის — 25 სმ-მდე. გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში. შედის პალიასტომის ტბაში, მდინარეების რიონის, ხობისწყლის, ცივისა და ჭურიის შესართავებში, ზოგან უფრო ზევით ადის. გამსვლელი ქარავნული თევზია. მრავლდება მდინარეებში. შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროებთან იჭერენ მცირე რაოდენობით, შედარებით უხვად — მდინარე დონსა და ქერჩის სრუტეში. შავი ზღვის ქაშაყი ყველაზე ცხიმიანია (18,8-21,8 %) და გემრიელია ქაშაყებს შორის. იკვებება ძირითადად წვრილი თევზებით. ნაკლებად იყენებს პლანქტონს და ფსკერულ კიბოსნაირებს. ძირითადად იყენებენ დამარილებულს, ამზადებენ კონსერვებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]