შინაარსზე გადასვლა

All Falls Down (სიმღერა)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
All Falls Down
სინგლიკანიე უესტი
ალბომიდან The College Dropout
ენა ინგლისური
B-მხარე Get 'Em High
გამოსვლის თარიღი 8 მარტი, 2004
ჟანრი ჰიპ-ჰოპი; ცნობიერი ჰიპ-ჰოპი
ხანგრძლივობა 3:43
ხმისჩამწერი ლეიბლი
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი
  • Kanye West
კანიე უესტი — სინგლების ქრონოლოგია
„Slow Jamz“
(2003)
„'All Falls Down'
(2004)
„Selfish“
(2004)

All Falls Downამერიკელი რეპერ კანიე უესტის სიმღერა. გამოვიდა მისი სადებიუტო სტუდიური ალბომიდან, The College Dropout (2004), როგორც მესამე სინგლი. სიმღერის ავტორი და პროდიუსერი თავად უესტია, რომელთან ერთად ასრულებს ამერიკელი R&B და სოულ მომღერალი სილინა ჯონსონი. სიმღერა ჰიპ-ჰოპისა და ცნობიერი ჰიპ-ჰოპის ტრეკია და შეიცავს ლორინ ჰილის „Mystery of Iniquity“-ს ინტერპოლაციას მისი ცოცხალი ალბომიდან MTV Unplugged No. 2.0; ჰილი ასევე მოხსენიებულია კომპოზიტორად.[1] სიმღერა ჩაიწერა Sony Music Studios-ში ნიუ-იორკში, და Larrabee Sound North-ში ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.

2004 წლის 8 მარტს, ალბომის, „The College Dropout“ გამოსვლიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, გამოშვებული სინგლი „All Falls Down“ (რომელსაც თან ახლდა სხვა ალბომის სიმღერა „Get 'Em High“) დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში მეათე ადგილზე მოხვდა, ხოლო 11 მაისს აშშ-ის Billboard Hot 100-ში მეშვიდე ადგილზე გავიდა. ეს კანიეს პირველი სოლო ჰიტი იყო აშშ-ში, რომელიც ტოპ 10-ში შევიდა. სიმღერა ასევე მოხვდა ტოპ 10-ში კიდევ ექვს სხვა ჩარტში, სიმღერის ყველაზე მაღალი პოზიცია კი აშშ-ის Hot Rap Tracks ჩარტში მე-2 ადგილზე გავიდა, ამერიკელი რეპერი, ჯეი-კვონის „Tipsy“-ს შემდეგ.[2]

სიმღერა ნომინირებული იყო 47-ე გრემის დაჯილდოებაზე „საუკეთესო რეპ/სიმღერის კოლაბორაციის“ კატეგორიაში, 2004 წლის BET დაჯილდოებაზე „მაყურებლის არჩევანის“ კატეგორიაში და 2004 წლის MTV ვიდეო მუსიკის დაჯილდოებაზე სულ ოთხ ჯილდოზე იყო ნომინირებული. ამ უკანასკნელ დაჯილდოებაზე სიმღერის შესრულებაც შედგა, თუმცა ამ კატეგორიებში გამარჯვება ვერ მოიპოვა და სამში აშერის „Yeah!“-თან დამარცხდა. სიმღერის ორიგინალური ვერსია, რომელშიც ლორინ ჰილის ვოკალი „Mystery of Iniquity“-დან იყო აღებული, Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში „Jeen-Yuhs: A Kanye Trilogy“ გამოჩნდა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hall, Rashaun (January 21, 2005). „Kanye West Collaborating With Lauryn Hill On New LP“. MTV. MTV Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 14, 2009. ციტირების თარიღი: January 4, 2009.
  2. Reid, Shaheem (February 9, 2005). „Road To The Grammys: The Making Of Kanye West's College Dropout“. MTV. MTV Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 16, 2009. ციტირების თარიღი: January 4, 2009.
  3. Kanye West Plays Lauryn Hill's 'All Falls Down' In Netflix 'Jeen-Yuhs' Documentary en-US (February 17, 2022). ციტირების თარიღი: March 5, 2022