Airbag (ნორვეგიული ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Airbag — ნორვეგიული პროგრესული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 2005 წელს. მასში შედიან: ოსლე ტოსტრუპი (წამყვანი ვოკალი), ბიორნ რიისი (გიტარა, ვოკალი), ანდერს ჰოვდანი (ბას-გიტარა) და ჰენრიკ ფოსუმი (დასარტყმელი საკრავები).

ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს სკოლაში სწავლისას და ერთად დაკვრა 1994 წელს დაიწყეს. Airbag უფრო აქტიური 2005 წელს გახდა, როდესაც გამოსცა EP Sounds That I Hear. a-ha-ს, Porcupine Tree-ს და პინკ ფლოიდის შთაგონებით მათ საკუთარი ჟღერადობა შექმნეს. EP საკუთარ საიტზე უფასოდ განათავსეს. პირველი ორი თვის განმავლობაში იგი 10 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ჩამოტვირთა და ჯგუფის მსმენელების რაოდენობა გაიზარდა.

2007 წელს გამოვიდა მეორე EP, Safetree. იგი ასევე უფასოდ განთავსდა. 2007 წელს ჯგუფი მსმენელების წინაშე საკონცერტო გარემოში პირველად წარდგა და გამოდიოდა Pineapple Thief-ის, Gazpacho-ს და Riverside-ის მხარდამჭერი კოლექტივის სახით.

2009 წელს გაფორმდა კონტრაქტი ლეიბლ Karisma Records-თან, რომელზეც გამოიცა სადებიუტო ალბომი Identity. ამ პერიოდში ჯგუფმა წინა EP-ები ამოიღო ქსელიდან და ალბომში შევიდა მათში მოხვედრილი ზოგიერთი სიმღერის ახალი ვერსია. Identity-ს დადებითი შეფასებები ხვდა წილად.

მეორე ალბომზე All Rights Removed (2011) Airbag-მა აირჩია უფრო კონცეპტუალური მიმართულება, ხანგრძლივი პიესებით და ინსტრუმენტული ნაწილებით. მასში მოხვდა ექვსი თემატური სიმღერა, მათ შორის 17 წუთიანი და სამნაწილიანი „Homesick“. ამ ალბომზე დასარტყმელი საკრავებზე პირველად დაუკრა ჰენრიკ ფოსუმმა. ალბომს ასევე ხვდა წილად დიდი წარმატება.

The Greatest Show on Earth-ში (2013), მესამე ალბომში, ჯგუფის ტექსტები უფრო ბნელი თემატიკით აივსო, კერძოდ - საზოგადოების დამანგრეველი ძალების აღწერით. ამას ახლდა გიტარების უფრო დამძიმებული ჟღერადობაც. ამ ალბომმაც მოიპოვა მსმენელების კეთილგანწყობილი შეფასებები.

მეოთხე ალბომი, Disconnected, გამოვიდა 2016 წლის 10 ივნისს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
EP-ები
  • Come On In (2004)
  • Sounds That I Hear (2005)
  • Safetree (2007)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]