ჯიღოსანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Aethia)
ჯიღოსანა

თეთრმუცელა ალკა (Aethia psittacula)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aethia (Merrem, 1788)

ჯიღოსანა[1] (ლათ. Aethia) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგის ალკისებრთა ოჯახისა. ცნობილია 4 სახეობა: დიდი ჯიღოსანა (A. cristatella) — სხეულის სიგრძეა 25 სმ-მდე; მცირე ჯიღოსანა (A. pygmaea) — დაახლოებით 20 სმ; ნამცეცა ჯიღოსანა (A. pusilla) — სხეულის სიგრძე 19 სმ-მდე და თეთრმუცელა ალკა (Aethia psittacula) — სიგრძით 23 სმ-მდე. ზღვის ფრინველებია, მთელ დროს, გარდა გამრავლების პერიოდისა, ღია ზღვაში ატარებენ. გავრცელებული არიან წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ბუდობენ დიდ კოლონიებად კლდეების ნაპრალებში და ნაყარ ქვებში. იკვებებიან ზღვის მცირე ხერხემლიანი ცხოველებით. აქა-იქ გააჩნიათ რამდენადმე სარეწაო მნიშვნელობა, იყენებენ მათ ხორცს.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 43, 179, 181.
  2. 2.0 2.1 2.2 ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 43, 179.
  3. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 10, 98, 223.