თოხიტარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Aegithalos caudatus)
თოხიტარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  თოხიტარასებრნი
გვარი:  თოხიტარა
სახეობა:  თოხიტარა
ლათინური სახელი
Aegithalos caudatus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103871923

თოხიტარა (ლათ. Aegithalos caudatus) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მომცრო ტანისაა, გრძელბოლოიანი. თავის ნაწილი და მუცლის მხარე თეთრი აქვს, ზურგის მხარე — შავი, ადგილ-ადგილ ვარდისფერი ან მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში; საქართველოში ბევრია, როგორც მობინადრე ფრინველი. იკვებება მწერებით, რითაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს მეურნეობისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]