შინაარსზე გადასვლა

Ad nauseam

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Ad nauseam, ლათინური ტერმინი, ისეთი კამათისა ან დისკუსიის, რომელიც, გადატანითი მნიშვნელობით, გულისრევამდე გაგრძელდა. [1][2] მაგალითად, „ad nauseam-დე მივიყვანეთ ეს თემა“ მიუთითებს იმაზე, რომ თემა ვრცლად იყო განხილული და მონაწილეებს ყელში ამოუვიდათ. ლოგიკური ცდომილება, როდესაც დისკუსია ad nauseam-დე იწელება, რათა საკუთარი პოზიცია სწორად წარმოჩინდეს იმის მტკიცებით, რომ მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ასევე ცნობილია როგორც argumentum ad infinitum (უსასრულობამდე) და არგუმენტი გამეორებიდან.[3]

ამერიკული მემკვიდრეობის ლექსიკონის განმარტებით, ეს ტერმინი ნიშნავს: „ამაზრზენ ან აბსურდულ დონემდე; გულისრევამდე“.[3] სასაუბრო მეტყველებაში ის ზოგჯერ გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რომ „სანამ არავის აღარ აღელვებს ამის მეტად განხილვა“.

  1. Amo, Amas, Amat and More. Harper & Row, Publishers. 
  2. "ad nauseam" definition Dictionary.com
  3. 1 2 Ad nauseam. American Heritage Dictionary. ციტირების თარიღი: 21 July 2016

თარგი:Fallacies

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ad_nauseam&oldid=4771212“-დან