შინაარსზე გადასვლა

Activision

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყოფილი სახელწოდება
Computer Arts, Inc. (1979)
Mediagenic (1988–1992)
ტიპი შვილობილი
დაფუძნდა 1 ოქტომბერი, 1979; 46 წლის წინ (1979-10-01)
დამაარსებელი დეივიდ კრეინი, ალან მილერი, ბობ უაიტჰედი, ჯიმ ლევი
სათავო ოფისი სანტა-მონიკაში, კალიფორნია, აშშ
მფლობელი Activision, Inc. (2000–2008)
Activision Blizzard (2008–დღემდე)
საიტი activision.com

Activision Publishing, Inc.ამერიკული ვიდეო თამაშების გამომცემელი კომპანია, რომელიც კალიფორნიაში, სანტა-მონიკაში მდებარეობს. მისი მშობელი კომპანიაა Activision Blizzard. Activision არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მესამე მხარის გამომცემელი.[1]

კომპანია დაარსდა როგორც Activision, Inc. 1979 წლის 1 ოქტომბერს, კალიფორნიაში, ქალაქ სანივეილში, Atari-ის ყოფილი თანამშრომლების დეივიდ კრეინის, ალან მილერის, ბობ უაიტჰედისა და ჯიმ ლევის მიერ, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ატარის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებით თავიანთი თანამშრომლების მიმართ.[2] მათი მიზანი იყო, შეექმნათ საკუთარი თამაშები პოპულარული სახლის კონსოლის, Atari 2600-ისთვის.

Activision გახდა პირველი დამოუკიდებელი მესამე მხარის თამაშების დეველოპერი. 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა Activision-ის პოზიციას კონსოლის თამაშების ბაზარზე, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა, დივერსიფიკაცია მოეხდინა და პერსონალური კომპიუტერული თამაშების შექმნით დაკავებულიყო.[3][4] მას შემდეგ, რაც ჯიმ ლევი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბრიუს დეივისმა შეცვალა, კომპანიას Mediagenic დაერქვა და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების წარმოებაზე გადაერთო.[2][5] Mediagenic მალევე დიდი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და დაახლოებით 1991 წელს იგი ბიზნესმენმა ბობი კოტიკმა და ინვესტორთა მცირე ჯგუფმა 500,000 აშშ დოლარად შეისყიდეს.[6]

კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად, კოტიკმა მნიშვნელოვანი ცვლილებები და სრული რეორგანიზაცია განახორციელა: მან თანამშრომლების უმეტესობა დაითხოვა, კომპანია ლოს-ანჯელესში გადაიტანა[7] და კვლავ Activision-ის სახელით განაგრძო ოპერირება.[8] კოტიკის ხელმძღვანელობით, Activision-მა, ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, საგამომცემლო საქმიანობის გაფართოების მიზნით, 1990-2000-იან წლებში დაიწყო მრავალი სტუდიისა და სხვადასხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების შეძენა, მათ შორის ისეთი ვიდეო თამაშების სერიების როგორებიცაა „Call of Duty“ და „Guitar Hero“. შიდა და შეძენილი სტუდიების ეფექტურად მართვის მიზნით, 2000 წელს შეიქმნა ჰოლდინგური კომპანია Activision Holdings (Activision-ის მშობელი კომპანია).[9] 2008 წელს ეს ჰოლდინგი Vivendi Games-ს (Blizzard Entertainment-ის მშობელ კომპანიას) შეერწყა და ჩამოაყალიბდა Activision Blizzard,[10] რომლის აღმასრულებელი დირექტორიც კოტიკი გახდა. ამ სტრუქტურის ფარგლებში Activision მართავს მესამე მხარის მრავალ სტუდიას და გამოსცემს ყველა თამაშს, გარდა Blizzard-ის მიერ შექმნილი თამაშებისა.

2023 წლის ოქტომბერში Microsoft-მა მშობელი კომპანია Activision Blizzard 68.7 მილიარდ დოლარად შეიძინა,[11] თუმცა განაცხადა, რომ კომპანია გააგრძელებს ცალკე ბიზნესის სახით ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ ის Microsoft Gaming-ის დიდი განყოფილების ნაწილია, Activision ინარჩუნებს თავის ფუნქციას, როგორც მისი სტუდიების მიერ შექმნილი თამაშების გამომცემელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Top 25 Companies by Game Revenues. ციტირების თარიღი: January 12, 2017
  2. 2.0 2.1 Flemming, Jeffrey. The History Of Activision. Gamasutra. ციტირების თარიღი: December 30, 2016
  3. DeMaria, Rusel; Wilson, Johnny L. (2003) High Score!: The Illustrated History of Electronic Games, 2, New York: McGraw-Hill/Osborne, გვ. 103–105. ISBN 0-07-223172-6. 
  4. Flemming, Jeffrey. The History Of Activision. Gamasutra. ციტირების თარიღი: December 30, 2016
  5. Parker, Rachel (October 3, 1988). „Mediagenic Rises from the Ashes, Will Publish Range of Products“. InfoWorld. InfoWorld Media Group, Inc. 10 (40): 34. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 30, 2016. ციტირების თარიღი: December 30, 2016 – წარმოდგენილია Google Books-ის მიერ.
  6. Gallagher, Dan. (December 4, 2008) Kotick changes the game at Activision Blizzard. Market Watch. ციტირების თარიღი: February 12, 2019
  7. Beller, Peter. (January 15, 2009) Activision's Unlikely Hero. Forbes. ციტირების თარიღი: February 12, 2019
  8. Sengstack, Jeff (June 24, 1996). „Activision: Reorganized, Redefined and on the Rebound“. NewMedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 28, 1998. ციტირების თარიღი: May 6, 2019.
  9. Lataif, Maryanne; Mulvihill, Kristin. Activision Announces New Holding Company Reorganization (June 16, 2000).
  10. „Vivendi and Activision to create Activision Blizzard – World's Largest, Most Profitable Pure-Play Video Game Publisher“ (პრეს-რელიზი). Activision, Vivendi. December 2, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 9, 2008. ციტირების თარიღი: December 2, 2007.
  11. Warren, Tom. (2023-10-13) Microsoft completes Activision Blizzard acquisition, Call of Duty now part of Xbox en. ციტირების თარიღი: 2023-10-13
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Activision&oldid=4947749“-დან