ATACMS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
MGM-140 ATACMS (არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა)
ინგლ. Army Tactical Missile System
Atacms mlrs 01.jpg
MGM-140 ATACMS ტაქტიკური რაკეტა (მარცხნივ) და 227 მმ სტანდარტული რაკეტების გამშვები
ტიპი ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტა
წარმომავლობის ქვეყანა აშშ
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1991–დღემდე[1]
იყენებენ
  • აშშ
  • სამხრეთ კორეა
  • საბერძნეთი
  • თურქეთი
ომები და კონფლიქტები სპარსეთის ყურის ომი, ავღანეთის ომი, ერაყის ომი
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი Ling-Temco-Vought
შექმნის თარიღი 1986
მწარმოებელი Lockheed Martin
რაოდენობა 3,700[2][3]
მახასიათებლები
წონა 1,670 კგ
სიგრძე 4 მ
დიამეტრი 610 მმ

მაქსიმალური მანძილი 310 კმ

ფრთის გაშლა 1.4 მ
ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 50 კმ[4]
მაქსიმალური სიჩქარე 3 მახზე (1 კმ/წმ) მეტი[4]
დამიზნების
სისტემა
GPS და ინერციული ნავიგაცია
გამშვები
პლატფორმა
M270, HIMARS

MGM-140 ATACMS (Army Tactical Missile System, „არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა“) — ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტა. მისი მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია,[7] ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა M270 და M142 HIMARS.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონვენციური ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტის კონცეფცია გვიანი ცივი ომის პერიოდში მომხდარი დოქტრინული ცვლილების შემდეგ გაჩნდა, რომლითაც ვარშავის პაქტის ქვეყნებთან ომის შემთხვევაში ადრეული ბირთვული შეტევის აუცილებლობა უარყოფილ იქნა.[8]

ახალი დოქტრინების (კერძოდ, AirLand Battle და Follow-on Forces Attack) მიხედვით, რომლებიც 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში შემუშავდა, საჭირო გახდა კონვენციური და შესაბამისად, ზუსტი სარაკეტო სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მოწინააღმდეგის რეზერვებზე თავდასხმა ღრმა ზურგში. ამ საფუძველზე, აშშ-ის სარაკეტო სარდლობამ გადაწყვიტა, დაეფინანსებინა გამარტივებული ინერციული მართვის სადემონსტრაციო (Simplified Inertial Guidance Demonstrator, SIG-D) პროგრამა.[8] ამ პროგრამის ფარგლებში კომპანიამ Ling-Temco-Vought შექმნა MGM-52 Lance ბალისტიკური რაკეტის მყარ საწვავზე მომუშავე ანალოგი, მარკით T-22.[9] მას გააჩნდა ახალი, ლაზერულ გიროსკოპზე დაფუძნებული ინერციული სანავიგაციო სისტემა, რომელმაც უპრეცედენტო სიზუსტე აჩვენა.[8]

1978 წელს თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტომ (DARPA) დაიწყო სადემონსტრაციო პროგრამა Assault Breaker ტექნოლოგიისთვის, რომლის მიზანი იყო ზუსტი სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შორ მანძილზე მყოფ მოძრავი ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებზე. პროგრამა გამოცდისთვის იყენებდა როგორც T-22 ტიპის, ისე Patriot-ის სიტემაზე დაფუძნებულ Martin Marietta-ს წარმოების T-16 ტიპის რაკეტებს.

ამჟამად ATACMS-ის სახელით ცნობილ რაკეტაზე მუშაობა 1980 წელს დაიწყო, როცა აშშ-ის საჰაერო ძალებმა გადაწყვიტა Lance რაკეტა მსგავსი ტიპის, თუმცა, მყარ საწვავზე მომუშავე რაკეტით ჩაენაცვლებინა, რომელსაც როგორც ბირთვული, ისე ქიმიური და ბიოლოგიური საბრძოლო ნაწილის გადატანა შეეძლებოდა. სისტემის სამუშაო სახელი იყო კორპუსების მხარდაჭერის შეიარაღების სისტემა (Corps Support Weapon System, CSWS). თავდაცვის დეპარტამენტმა, შეშფოთებულმა იმით, რომ რამდენიმე სხვადასხვა სამსახური ერთი და იმავე ტიპის რაკეტის შექმნაზე მუშაობდა, აღნიშნული პროგრამა 1981 წელს ჯერ აშშ-ის არმიის Assault Breaker პროგრამასთან გააერთიანა, ხოლო, მოგვიანებით, 1982-1983 წლებში საჰაერო ძალების კონვენციური შორი მოქმედების შეიარაღების (Conventional Standoff Weapon, CSW) პროგრამასთან. ახალი, გაერთიანებული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რაკეტის პროექტი, სამუშაო სახელით „ერთობლივი ტაქტიკური სარაკეტო სისტემა“ (Joint Tactical Missile System, JTACMS), მალევე წააწყდა წინააღმდეგობას საჰაერო ძალების მხრიდან, რომელსაც საჰაერო ბაზირების ბალისტიკური რაკეტის იდეა არ ხიბლავდა. შედეგად, საჰაერო ძალები მომდევნო წელს პროგრამიდან გამოვიდა, რის შემდეგაც პროექტმა ამჟამინდელი სახელი, „არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა“ მიიღო.

1986 წლის მარტში Ling-Temco-Vought-მა რაკეტის შექმნაზე კონტრაქტი მოიპოვა. სისტემამ მიიღო მარკირება MGM-140. პირველი საცდელი გაშვება სულ რაღაც 2 წელში განხორციელდა, რისი მიზეზიც წინა პროგრამებზე მუშაობისას კომპანიის მიერ მიღებული გამოცდილება გახდა.

ATACMS-ის პირველი საბრძოლო გამოყენება სპარსეთის ყურის ომის დროს, ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ ფარგლებში მოხდა. მისი მიმდინარეობისას M270 MLRS პლატფორმებიდან სულ 32 რაკეტა გაუშვეს.[10] ერაყის ომის ოპერაცია „ერაყის თავისუფლების“ განმავლობაში გაშვებულ იქნა 450-ზე მეტი რაკეტა.[11] 2015 წლისთვის მთლიანობაში 560-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული.[2][3]

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MGM-140A – Block I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

M270 ATACMS-ის გაშვების მომენტში

თავდაპირველი მარკით M39,[12] გააჩნია ინერციული ნავიგაციის სისტემა და მასში ჩატვირთულია 950 ერთეული M74 მარკის ანტიპერსონალური/ანტიმატერიალური კასეტური ბომბი (თითოეული იწონის 0.59 კილოგრამს). მოქმედების რადიუსია 128 კმ.[13][14]

MGM-140B – Block IA[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი მარკით M39A1,[12] დამატებული აქვს GPS ნავიგაციის სისტემა, შეიცავს 275 ერთეულ M74 ბომბს და მოქმედებს 165 კმ მანძილზე.[13][14]

MGM-164 ATACMS – Block II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Block II ვარიანტი (თავდაპირველი მარკით MGM-140C და უფრო ადრე, M39A3[12]) შეიქმნა 13 ერთეული Northrop Grumman-ის წარმოების Brilliant Anti-Tank ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ბომბების გადასატანად. 2003 წელს აშშ-ის არმიამ პროექტის დაფინანსება შეწყვიტა, რის გამოც რაკეტას სრულ ოპერატიულ მზადყოფნამდე არ მიუღწევია.[15]

MGM-168 ATACMS – Block IVA[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველი მარკით Block IA Unitary (MGM-140E), რომელშიც M74 მარკის კასეტური ბომბები 230 კგ წონის უნიტარული მსხვრევად-ფუგასური ქობინითაა ჩანაცვლებული. იყენებს GPS და ინერციული ნავიგაციის იგივე კომბინაციას, რასაც MGM-140B. სამუშაო კონტრაქტი 2000 წლის დეკემბერში დაიდო, საფრენი გამოცდა კი 2001 წლის აპრილში განხორციელდა. 2002 წლის მარტში გაფორმდა საწარმოო კონტრაქტი.[16] მოქმედების რადიუსმა 300 კილომეტრს გადააჭარბა. მანძილი, მეტწილად, არა ტექნიკური ხასიათის, არამედ სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის (Missile Technology Control Regime, MTCR) საფუძველზე პოლიტიკური მიზეზებით იქნა შეზღუდული.

მომავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს არმიამ მაღალი ხარჯების გამო ATACMS პროგრამა შეწყვიტა, რის გამოც მარაგების შევსება აღარ ხდება. დარჩენილი მარაგების შენარჩუნების მიზნით ჩამოყალიბდა ATACMS-ის შეიარაღებაში ყოფნის გახანგრძლივების პროგრამა (Service Life Extension Program, SLEP), რომელიც არსებული რაკეტების შეკეთებას, ძრავის და სანავიგაციო სისტემების შეცვლას, ასევე, კასეტური ქობინების კონვენციური უნიტარული ქობინებით ჩანაცვლებას უზრუნველყოფს, რომელიც დისტანციური ამფეთქითაა აღჭურვილი ფართო ეფექტის მისაღწევად. განახლებული რაკეტების მიღება შეიარაღებაში 2018 წლიდან დაიწყო. ATACMS SLEP არის შუალედური ინიციატივა, რომელიც მოქმედებს მანამ, ვიდრე დასრულება ანალიზის და მუშაობის პროცესი ATACMS მარაგების ახალი სისტემებით ჩანაცვლებაზე, რაც 2022 წელსაა მოსალოდნელი.[17]

2015 წლის იანვარში Lockheed Martin-მა მიიღო კონტრაქტი Block I რაკეტების განახლებისთვის, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული აუფეთქებელი საბრძოლო მასალის რისკი.[2][3] არმიამ პირველი მოდერნიზებული ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (Tactical Missile System, TACMS) 2016 წლის 28 სექტემბერს მიიღო. მას შეუძლია ფართო მიზნების გნადგურება უნიტარული ქობინით და არ ტოვებს აუფეთქებელ საბრძოლო მასალას.[18][19] 2017 წლის 2 აგვისტოს SLEP პროგრამის ფარგლებში Lockheed-მა აღნიშნულ განახლებაზე საწარმოო კონტრაქტი მიიღო.[20] 2021 წელს Lockheed Martin-მა ასევე მიიღო კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს არსებული M39 ტიპის რაკეტების განახლებას M57 ვარიანტებად, რომელიც აღჭურვილი იქნება Harpoon-ის WDU-18/B ქობინით. განახლებული რაკეტები 2024 წელს უნდა იყოს მზად.[21]

2016 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა გეგმის შესახებ, რომელიც ATACMS-ის ახალი დამიზნების სისტემით აღჭურვას ითვალისწინებდა, რაც შესაძლებელს გახდიდა მის მიდევნებას მოძრავ მიზნებზე როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში,[22] თუმცა, 2020 წლის დეკემბერში გეგმა სხვა სარაკეტო პროგრამების სასარგებლოდ გაუქმდა.[23]

ზუსტი მოხვედრების რაკეტა (PrSM)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის მარტში Lockheed Martin-მა, Boeing-მა და Raytheon-მა გააკეთეს ერთობლივი შეთავაზება აშშ-ის არმიის შორი რადიუსის ზუსტი ცეცხლის (Long Range Precision Fires, LRPF) პროგრამისათვის ATACMS-ის ჩასანაცვლებლად. რაკეტა აღჭურვილი იქნება მოწინავე სისტემის ძრავით, რომელიც მას უფრო სწრაფად და უფრო შორს ფრენის საშუალებას მისცემს (თავდაპირველი შეთავაზებით, 500 კილომეტრამდე)[24] და ამავე დროს, იქნება უფრო მსუბუქი და შემცირებული დიამეტრის, რაც შესაძლებელს გახდის M270 MLRS და M142 HIMARS-ის გამშვებ პაკეტებში ერთის ნაცვლად ორი ტაქტიკური რაკეტის ჩატვირთვას.[25][26] Lockheed-მა და Raytheon-მა ახალი, ზუსტი მოხვედრების რაკეტის (Precision Strike Missile, PrSM) გამოცდა 2019 წელს ჩაატარეს, ხოლო საწყისი ოპერატიული მზადყოფნა 2023 წელსაა მოსალოდნელი. PrSM-ის თავდაპირველი ვარიანტი ხმელეთზე უძრავად განლაგებული მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა შემდგომ განახლებულ ვარიანტებს შეეძლება ხმელეთზე და ზღვაზე არსებულ მოძრავ მიზნებზე მიდევნება.[27] 2019 წელს აშშ-მა დატოვა შეთანხმება საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ, რომელიც აწესებდა 499 კილომეტრიან ლიმიტს სარაკეტო შეიარაღებაზე. შესაბამისად, მოსალოდნელია PrSM-ის მოქმედების რადიუსის ზრდა შემდგომ განახლებებში.[28]

განახლებული მრავალრეჟიმიანი მძებნელის გამოცდა PrSM-ის განახლებული ვარიანტისთვის უკვე 2020 წლის ივნისში განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ PrSM-ის პირველი ვარიანტი შეიარაღებაში 2023 წლამდე არ იქნება, უკვე არსებობს მისი განახლებული მძებნელით აღჭურვის პორგრამა 2025 წლისთვის.[29]

2021 წლის ივლისში აშშ-მა განაცხადა, რომ ავსტრალია PrSM-ის პროგრამის პარტნიორი გახდა. ავსტრალიის არმიამ და აშშ-ის არმიის თავდაცვის ექსპორტისა და კოოპერაციის სამსახურმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი პროგრამის მეორე ფაზის შესახებ. ავსტრალიის ფინანსური კონტრიბუცია $54 მილიონი იქნება.[30][31] გაერთიანებულმა სამეფომ სურვილი გამოთქვა 2024 წლისთვის ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაში არსებული M270 MLRS სისტემები 2024 წლისთვის PrSM რაკეტის გაშვების შესაძლებლობებით აღჭურვოს.[32]

ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MGM-140-ის ოპერატორების რუკა (ლურჯი)

ამჟამინდელი ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დროშა: ბაჰრეინი ბაჰრეინი: ბაჰრეინის სამეფო არმია[33]
  • საბერძნეთის დროშა საბერძნეთი: საბერძნეთის არმიას გააჩნია 165 კილომეტრზე მოქმედი ვარიანტი[34][35]
  • სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა: 2002 წელს სამხრეთ კორეის არმიამ 111 ერთეული ATACMS Block I და 110 ერთეული ATACMS Block IA რაკეტა შეიძინა, რომლებიც შეიარაღებაში 2004 წელს შევიდა. სამხრეთ კორეაში რაკეტების საბრძოლო მასალას Lockheed Martin-ის ლიცენზიით აფილირებული კომპანია, Hanwha Group აწარმოებს.[36]
  • დროშა: თურქეთი თურქეთი: ცნობილია,[37] რომ ATACMS Block 1A ვარიანტს იყენებს თურქეთის არმია.[38][39]
  • დროშა: არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროები: 2010 წლის 20 დეკემბერს გაერთიანებული საამიროების არმიამ Lockheed Martin-თან $916 მილიონის შეკვეთა გააფორმა, რომელიც 226 ტაქტიკური რაკეტის და 24 გამშვების მოდიფიცირებისთვის საჭირო მოწყობილობების მიწოდებას ითვალისწინებს.
  • დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ: აშშ-ის არმია და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი

მომავალი ოპერატორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დროშა: პოლონეთი პოლონეთი: პოლონეთის სახმელეთო ძალები[40]
  • დროშა: რუმინეთი რუმინეთი: რუმინეთის სახმელეთო ძალები[40]
  • დროშა: ავსტრალია ავსტრალია: ავსტრალიის არმიამ $385 მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში 20 M142 HIMARS და სტანდარტულ სარაკეტო საბრძოლო მასალასთან ერთად, 10 ერთეული M57 ATACMS უნიტარული რაკეტა შეიძინა.[41]
  • დროშა: უკრაინა უკრაინა: 2022 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, აშშ-ისა და უკრაინის მთავრობები ATACMS რაკეტების მიწოდების საკითხს განიხილავდნენ, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.[42]

გაუქმებული შეკვეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დროშა: ფინეთი ფინეთი: 2014 წლის მარტში ფინეთმა 70 რაკეტის შეძენასთანდ დაკავშირებული კონტრაქტი მაღალი ფასის გამო გააუქმა.[43]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MGM-140 ATACMS. ციტირების თარიღი: 15 October 2018
  2. 2.0 2.1 2.2 U.S. army awards Lockheed Martin $78 million contract for ATACMS guided missile modernization (8 January 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-17. ციტირების თარიღი: 2022-06-02.
  3. 3.0 3.1 3.2 Lockheed Martin Tactical Missile System Upgrades (8 January 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-17. ციტირების თარიღი: 2022-06-02.
  4. 4.0 4.1 Hasik, James. (2016-11-02) Third Offset Breakthrough: U.S. Army Using Existing Technology to Develop 'Warship-Killer' Missiles en. ციტირების თარიღი: 30 April 2022
  5. ATACMS Long-Range Precision Tactical Missile System (30 July 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 5 April 2018
  6. Lockheed Martin MGM-140 ATACMS (2006-09-19). ციტირების თარიღი: 2017-01-15
  7. Army Tactical Missile System Block IA Unitary (2021-03-25). ციტირების თარიღი: 2021-12-20
  8. 8.0 8.1 8.2 თარგი:Cite report
  9. T-22 (SIG-D, Assault Bereaker) SRBM. ციტირების თარიღი: 7 September 2020
  10. [Source, DoD, Conduct of the Persian Gulf War, April 1992, p. 753.]
  11. Lockheed Martin - Army Tactical Missile System. Lockheed Martin (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2022-06-02.
  12. 12.0 12.1 12.2 MGM-140/-164/-168 ATACMS (M39) (United States), Offensive weapons. Jane's Strategic Weapon Systems. Jane's Information Group (Oct 27, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 July 2012
  13. 13.0 13.1 Artillery: South Korea Goes Long (12 October 2012). ციტირების თარიღი: 30 April 2022
  14. 14.0 14.1 Lockheed Martin (LTV) MGM-140 ATACMS. Designation-Systems.net. ციტირების თარიღი: 6 October 2011
  15. Lockheed Martin MGM-164 ATACMS II. Designation-Systems.net. ციტირების თარიღი: 6 October 2011
  16. Lockheed Martin MGM-168 ATACMS IVA. Designation-Systems.net. ციტირების თარიღი: 6 October 2011
  17. ARCIC / Exclusive / Capabilities Development for Long Range Precision Fires (16 May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-21. ციტირების თარიღი: 2022-06-03.
  18. Lockheed Martin Delivers First Modernized TACMS Missile to US Army (2016-09-29). ციტირების თარიღი: 30 September 2016
  19. Precision fires milestone for US Army (2016-10-18). ციტირების თარიღი: 19 October 2016
  20. Lockheed Martin contracted to provide new launch system for the ATACMS missile (4 August 2017). ციტირების თარიღი: 4 August 2017
  21. https://www.militaryaerospace.com/sensors/article/14207794/munitions-navigation-and-guidance-payloads
  22. Freedberg, Sydney J. Jr.. (2016-10-28) Carter, Roper Unveil Army's New Ship-Killer Missile: ATACMS Upgrade en-US. ციტირების თარიღი: 30 April 2022
  23. Judson, Jen. (2020-12-23) US Army’s cross-domain tactical missile dies in FY21 defense spending bill en.
  24. Freedberg Jr., Sydney J. (26 April 2016). „Winning The Missile Wars: Army & Navy Tech In HASC NDAA“. breakingdefense.com. Breaking Media, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 January 2021. ციტირების თარიღი: 1 May 2016.
  25. Raytheon to offer new missile design for US Army's Long-Range Precision Fires requirement (17 March 2016). ციტირების თარიღი: 22 March 2016
  26. Raytheon to help Army develop new long-range artillery rocket for battlefield fire-support (16 March 2016). ციტირების თარიღი: 29 March 2016
  27. Army Will Field 100 Km Cannon, 500 Km Missiles: LRPF CFT (23 March 2018). ციტირების თარიღი: 28 October 2018
  28. Army to Extend Range of Precision Strike Missile (16 October 2019). ციტირების თარიღი: 20 October 2019
  29. Army Tests PrSM Seeker To Hunt Ships & SAMs (4 June 2020). ციტირების თარიღი: 7 June 2020
  30. Vandermaarel, Cathy (28 July 2021). „US and Australian Defense Departments to partner on precision fires“. Deputy Assistant Secretary of the Army for Defense Exports and Cooperation (პრეს-რელიზი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 October 2021. ციტირების თარიღი: 3 October 2021.
  31. Defence Minister Peter Dutton (12 August 2021). „Australia and US partner to spearhead precision strike missile capability“. Department of Defence Ministers (პრეს-რელიზი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 August 2021. ციტირების თარიღი: 2 October 2021.
  32. „Upgrades to Multiple Launch Rocket Systems Strengthen Deep Fires Capability“. British Army. 31 March 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 April 2021. ციტირების თარიღი: 18 March 2022.
  33. Bahrain Purchases Lockheed Martin's ATACMS Missiles. Lockheed Martin (20 December 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 3 ივნისი 2022.
  34. Worldwide Ballistic Missile Inventories | Arms Control Association en. ციტირების თარიღი: 2021-07-22
  35. Greece. Lockheed Martin. ციტირების თარიღი: 6 October 2011
  36. ROK: Army Tactical Missile System (Army TACMS). GlobalSecurity.org. ციტირების თარიღი: 6 October 2011
  37. Turkey will join USA in fielding Army Tactical Missile System. Flight Global (6 November 1996). ციტირების თარიღი: 10 October 2021
  38. Lockheed Martin Successfully Validates ATACMS Missile Long-Term Reliability. Lockheed Martin (26 February 2009).
  39. MGM-140A Block 1. MissileThreat.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 6 October 2011
  40. 40.0 40.1 Contracts for June 24, 2019. US Department of Defense (24 June 2019). ციტირების თარიღი: 2 July 2019
  41. https://asiapacificdefencereporter.com/australia-cleared-for-purchase-of-himars-mlrs-for-545-million/
  42. Isabelle, Khurshudyan. (24 July 2022) Ukraine wants more ‘game-changer’ HIMARS. The U.S. says it’s complicated.. ციტირების თარიღი: 27 July 2022.
  43. Long Reach: Finlands Long-Range Rocket Launchers. ციტირების თარიღი: 5 April 2018
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ATACMS&oldid=4422071“-დან