ISSN

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
International Standard Serial Number–ის ნიმუში.

ISSN (სრულად ინგლ. International Standard Serial Number) — უნივერსალური ნომერი, რომელიც საბეჭდი ან ელექტრონული პერიოდული გამოცემის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება. ნომერი შეიცავს რვა ციფრს. მერვე ციფრი საკონტროლოა.

ISSN სისტემა მიღებულ იქნა 1975 წელს როგორც საერთაშორისო სტანდარტი ISO 3297 და განახლდა 2007 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ISSN&oldid=3500238“-დან