ჩილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
02:25, 23 თებერვალი 2021-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
ჩილეს რესპუბლიკა
República de Chile
ჩილე
ჩილეს
დროშა გერბი
დევიზი: Por la razón o la fuerza
ჰიმნი:  ჩილეს სახელმწიფო ჰიმნი  (ესპანური)
ჩილეს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სანტიაგო
33°26′ ს. გ. 70°40′ დ. გ. / 33.433° ს. გ. 70.667° დ. გ. / -33.433; -70.667
ოფიციალური ენა ესპანური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სებასტიან პინიერა
ფართობი
 -  სულ 756 950 კმ2 (38-ე)
 -  წყალი (%) 1,07
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 16 572 475[1] (მე-62)
 -  2012 აღწერა 16 572 475[1] 
 -  სიმჭიდროვე 23 კაცი/კმ2 (194-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $299 786 მილიარდი[2][3] (43-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $17,380[2][3][4] (55-ე)
აგი (2005) 0,805 (ძალიან მაღალი) (მე-44)
ვალუტა პესო (CLP)
დროის სარტყელი UTC-04:00
 -  ზაფხულის (DST) UTC-03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი CHL
Internet TLD .cl
სატელეფონო კოდი 56

ჩილე, ოფიციალურად ჩილეს რესპუბლიკა (ესპ. República de Chile; მაპუდ. Gulumapu) — ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით — დრეიკის სრუტე. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ჩილეს და ეკვადორს არ აქვთ საზღვარი ბრაზილიასთან. ჩილეს სანაპირო ზოლი წყნარ ოკეანესთან შეადგენს 6,435 კილომეტრს.[5] ჩილეს ტერიტორიებში შედის წყნარ ოკეანეში მდებარე ხუან-ფერნანდესის, სალა-ი-გომესის, დესვენტურადასის და აღდგომის კუნძულები. ჩილეს ასევე აქვს პრეტენზია ანქტარქტიკის ნაწილზე (დაახლოებით 1250000 კმ²), თუმცა ეს მოთხოვნა ექცევა ანტარქტიკის ხელშეკრულების ფარგლებში.

განსხვავებული კონტური — 4 300 სიგრძე და საშუალოდ 175 კმ სიგანე ჩილეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე გრძელ ქვეყნად აქცევს სიგრძე–სიგანის მაჩვენებლების მიხედვით. სანაპირო ზოლი 7 800 კმ–ს შეადგენს და ამ მხრივ ჩილე მსოფლიოში მე–6 ქვეყანაა. ჩრდილოეთით არსებული უდაბნოები შეიცავს დიდი რაოდენობის მინერალურ რესურსებს, ძირითადად სპილენძს. შედარებით მცირე ცენტრალური ნაწილი დომინირებს მოსახლეობის რაოდენობისა და სასოფლო–სამეურნეო რესურსების თვალსაზრისით. ამავე დროს, ეს ნაწილი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცენტრია, საიდანაც მოხდა ჩილეს ექსპანსია XIX საუკუნეში, როდესაც მან ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონები შემოიერთა. სამხრეთი ჩილე მდიდარია ტყეებითა და საძოვრებით, წარმოდგენილია მთელი რიგი ტბები და ვულკანები. სამხრეთი სანაპირო ზოლი ფიორდების, ყურეების, სრუტეების, ნახევარკუნძულებისა და კუნძულების ლაბირინთია.[6]

XVI საუკუნეში ესპანელთა მოსვლამდე, ჩრდილოეთი და ცენტრალური ჩილე ინკების მმართველობის ქვეშ იყო, სამხრეთ–ცენტრალურ ნაწილში კი თავისუფალი მაპუჩეს ხალხი სახლობდა. 1818 წლის 12 თებერვალს ჩილემ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წყნარი ოკეანის ომში (1879–83) ჩილემ დაამარცხა ბოლივია და პერუ და დაიკავა მისი ამჟამინდელი ჩრდილოეთი ტერიტორია. მაპუჩეს ხალხის სრული დამორჩილება ჩილემ მხოლოდ 1880–იან წლებში მოახერხა.[7] ქვეყანამ გადაიტანა 16½ წლიანი სამხედრო დიქტატურის პერიოდი (1973–1990), რა დროსაც ემსხვერპლა ან დაიკარგა 3 000–ზე მეტი ადამიანი.[8]

დღეისათვის, ჩილე სამხრეთ ამერიკის ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქვეყანაა;[8] აღიარებულია საშუალო ძალაუფლებად[9] და დამწყებ ეკონომიკად. ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ლიდერობს ადამიანური განვითარების, კონკურენტუნარიანობის, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის, გლობალიზაციის, ეკონომიკური თავისუფლების და კორუფციის დაბალი მონაცემების თვალსაზრისით.[10] იგი რეგიონში ასევე ლიდერია სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და გლობალური მშვიდობის ინდექსის მხრივ. მიუხედავად ამისა, ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური უთანასწორობა, როგორც ამას ჯინის ინდექსი აჩვენებს.[11] 2010 წლის მაისში, ჩილე პირველი სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შეუერთდა.[12] ჩილე დამფუძნებელი წევრია გაეროსი, სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის და ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების საზოგადოებისა.

გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება

ატაკამა

ჩილე სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით , 4271კმ მანძილზე ვიწრო ზოლადაა გადაჭიმული. საშუალო სიგანე 175 კმ-ია. მას სამი მეზობელი სახელმწიფო ჰყავს.

ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დიდი განფენილობა და რთული რელიეფი ქვეყნის მრავალფენოვან ბუნებრივ პირობებს განსაზღვრავს. ქვეყანაში მთელ სიგრძეზე, პარალელურად ორი მთათა სისტემაა გადაჭიმული : აღმოსავლეთით ანდები, ხოლო დასავლეთით -სანაპირო კორდილიერები . მათ შორის ე.წ. ცენტრალური ხეობა მდებარეობს . ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია ოხოს-დელ-სალადო. რეგიონში მთათაწარმოშობის პროცესის არსებობას ხშირი მიწისძვრები და ვულკანიზმი მოწმობს.

ქვეყანა მდიდარია წიაღისეულით , განსაკუთრებით სპილენძით, რკინის მადნით, მარგანეცით, თუთიით, გოგირდით, ნიტრატებით 9აქ მდებარეობს ნიტრატების ერთ-ერთი უდიდესი საბადო მსოფლიოში).

ჩილეს უგრძესი მდინარეა ლოა (400კმ). კლიმატის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს წყნარი ოკეანე. ჩრდილოეთი ტროპიკულ , სამხრეთ კი ზომიერ და სუბანტარქტიკულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. ქვეყნის ჩრდილოეთი ნალექების სიმცირეს განიცდის. სწორედ აქ მდებარეობს უდაბნო ატაკამა, ყველაზე მცირენალექიანი ადგილი მსოფლიოში . ქვეყნის სამხრეთში წელიწადში 3000-4000მმ ნალექი მოდის.

კლიმატი

ჩილეს კლიმატი დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით, ჩილეში გვხვდება კლიმატის ძირითადი შვიდი ქვეტიპი, დაწყებული უდაბნოს კლიმატით ჩრდილოეთში, დამთავრებული ალპური ტუნდრით და მყინვარებით აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნოტიო სუბტროპიკულით აღდგომის კუნძულზე, ოკეანური ჰავით სამხრეთში და ხმელთაშუაზღვიურით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიყოფა ოთხი სეზონი: ზაფხული (დეკემბერი-თებერვალი), შემოდგომა (მარტი-მაისი), ზამთარი (ივნისი-აგვისტო) და გაზაფხული (სექტემბერი-ნოემბერი).

ეტიმოლოგია

სიტყვა ჩილეს წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. XVII საუკუნის ესპანელი მემატიანის — დიეგო დე როსალესის თანახმად,[13] ინკები აკონკაგუის ხეობას პიკუნჩეს ხალხის ბელადის სახელის დამახინჯებით ეძახდნენ ტილის, იგი ამ ტერიტორიას ინკების მიერ დაპყრობამდე, XV საუკუნემდე განაგებდა.[14][15] მეორე თეორია ეყრდნობა აკონკაგუის ხეობის მსგავსებას პერუში მდებარე კასმას ხეობასთან, სადაც არსებობდა ქალაქი სახელწოდებით ჩილი.[15]

სხვა თეორიებზე დაყრდნობით სახელწოდება ჩილე შესაძლოა მომდინარეობდეს ადგილობრივ ინდიელთა სიტყვიდან, რაც „დედამიწის დასასრულს“ ან „ზღვის თოლიებს“ ნიშნავს.[16] მათ შორისაა მაპუჩეს სიტყვა ჩილი, რაც ნიშნავს — „სადაც მიწა მთავრდება“,[17] კეჩუას ჩირი — „ცივი“[18] or tchili, meaning either "snow"[18] ან ტჩილი — „თოვლი“ ან „დედამიწის უღრმესი წერტილი“."[19]

ისტორია

ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1818 წელს. მარქსისტი პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს მიერ წამოწყებულმა ფართო რეფორმებმა სოციალურ სფეროში, გამოიწვია სამხედრო გადატრიალება. 1973 წლისთვის ხშირი იყო მუშათა გამოსვლები, მაღალი ინფლაცია. ეკონომიკურმა კრიზისმა ხელი შეუწყო სამხედროებს მოეხდინათ გადატრიალება. 1989 წლამდე ქვეყანას მართავდა გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელისუფლება, რომელმაც გარისკა რეფერენდუმის ჩატარება თავისი ერთპიროვნული მმართველობის საკითხზე და წააგო. იგი იძულებული გახდა ძალაუფლება სამოქალაქო ადმინისტრაციისათვის გადაეცა, თვითონ კი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი დაიტოვა. 1998 წელს დიდ ბრიტანეთში სამკურნალოდ წასული პინოჩეტი დაპატიმრებულ იქნა, სასამართლო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ შეწყვეტილ იქნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.

დემოგრაფია

მოსახლეობა: ჩილეს ,მოსახლეობის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ადგილობრივმა მოსახლეობამ- ინდოელებმა და ევროპიდან ჩამოსულმა ესპანელებმა -შეასრულა . ინდიელები (კეჩუა, აიმარა, მაპუჩე)მთელი ქვეყნის მოსახლეობის 4,6% -ს შეადგენს. ჩილეში მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი(0.97%) ლათინური ამერიკის მასშტაბით თითქმის ყველაზე დაბალია. მოსახლეობის სიმჭიდროვე ქვეყანაში არათანაბარია, საშუალო მაჩვენებელი 22 კაცია 1კვ.კმ-ზე. უფრო მჭიდროდ დასახლებულია ჩრდილოეთი და ცენტრალური რაიონები. ჩილე ურბანიზებული ქვეყანაა, მოსახლეობის 87% ქალაქებში ცხოვრობს. მათ შორის 40% სანტიაგოშია კონცენტრირებული. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკეა . მნიშვნელოვანი ქალაქებია: კონსეპსიონი, ვალპარაისო, ლა სერენე და სხვ.

ეთნიკური ჯგუფები

ვულკანი პარინაკოტა ჩრდილოეთ ჩილეში
მოაი აღდგომის კუნძულზე, ჩილე

მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ლათინური ამერიკის მკვლევარი პროფესორი ფრანცისკო ლისკანო თვლის, რომ ჩილეს მოსახლეობის 52.7%-ს შეადგენენ ევროპელები, ხოლო მეტისები — დაახლოებით 44 %-ს.[20] სხვა კვლევის მიხედვით თეთრები შეიძლება შეადგენდნენ მოსახლეობის 60-დან 90 პროცენტამდე.[21][22][23]

2002 წლის აღწერის მიხედვით, ჩილეს მოსახლეობის მხოლოდ 3.2% მიიჩნევს თავს ჩილეს მკვიდრ მოსახლედ, ხოლო უმეტესობა შერეული წინაპრების შთამომავალია.[24]

ცნობილი ჩილელები

სახელმწიფო წყობა

ჩილეს პრეზიდენტის სასახლე სანტიაგოში

წარსულში ჩილე ესპანეთის კოლონია იყო და პერუს ვიცე- სამეფოს შემადგენლობში შედიოდა. 1810 წელს იგი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. 1973-89 წლებში ქვეყანას მართავდა ხუნტა პინოჩეტის მეთაურობით.

ქვეყანაში 1981 წელს რეფერენდუმის საფუძველზე მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც საყოველთაო არჩევნების საფუძველზე ოთხწლიანი ვადით ირჩევენ . პრეზიდენტი აყალიბებს ქვეყნის მთავრობას.

ჩილეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც სენატისა (38 სენატორი, მათი არჩევნები ეწყობა 8 წელიწადში ერთხელ, ამავე დროს მათი ნახევარი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იცვლება) და დეპუტატთა პალატისაგან (სადაც ოთხწლიანი ვადით 120 დეპუტატს ირჩევენ )შედგება. ჩილე 15 რეგიონად იყოფა.


რეგიონი დედაქალაქი
1 არიკა და პარინაკოტა არიკა
2 ტარაპაკა იკიკე
3 ანტოფაგასტა ანტოფაგასტა
4 ატაკამა კოპიაპო
5 კოკიბმო ლა-სერენა
6 ვალპარაისო ვალპარაისო
7 ო'ჰიგინსი რანკაგუა
8 მაულე ტალკა
9 ბიო-ბიო კონსეპსიონი
10 არაუკანია ტემუკო
11 ლოს-პოისი ვალდივია
12 ლოს-ლაგოსი პუერტო-მონტი
13 აისენი კოიაკიკე
14 მაგალიანესი და ჩილეს ანტარქტიდა პუანტა-არენასი
15 სანტიაგო (ოლქი) სანტიაგო (ოლქი)


  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი სებასტიან პინიერა (2018 წლის მარტიდან)
  • საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (49+120 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 15 რეგიონი (región).

ეკონომიკა

ჩილე მშპ-ის სიდიდით მეხუთე ქვეყანაა კონტინენტზე, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით მეორე ქვეყანაა ურუგვაის შემდეგ . ჩილე პირველი ქვეყანაა ლათინური ამერიკიდან, რომელიც 2010 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას შეუერთდა. ჩილეს ეკონომიკა არის დინამიური , საბაზრო და საერთაშორისო ვაჭრობაზე ორიენტირებული . მშპ-ის 52% მომსახურების სფეროს დარგების მიერ ყალიბდება, 44%- მრეწველობის, ხოლო 4% სოფლის მეურნეობის მიერ. სწრაფი ტემპით იზრდება საბანკო-საფინანსო სფერო (განსაკუთრებული იყო 1997 წელს მიღებული კანონი საბანკო ბიზნესში) და ტურიზმი (მეტად პოპულარულია ატაკამას უდაბნო, ჩილეს პატაგონიის ფიორდები, ხუან ფერნანდესის კ-ბი, აღდგომის კ-ბი და სხვა).

მოპოვებითი დარგებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სპილენძის მოპოვებას . ქვეყანა ფლობს სპილენძის მსოფლიო მარაგის თითქმის 37% -ს. განვითარებულია ასევე კვებისა და მსუბუქი ინდუსტრიის დარგები. სასოფლო ბიზნესი ეკონომიკის წამყვანი დარგია. ქვეყანაში გამოყოფილია სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის ხუთი რეგიონი.განვითარებულია მემცენარეობა: მარცვლეული კულტურების მოყვანა, მებაღეობა, მევენახეობა; ასევე წამყვანია სარძევე მესაქონლეობა და მეცხვარეობა.

  • რესურსები : სპილენძი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ნიტრატები, ძვირფასი ლითონები, მოლიბდენი, ჰიდროენერგია.
  • ექსპორტი : სპილენძი (მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი), რკინა, მოლიბდენი, ნიტრატები, ფოლადის ნაწარმი, თევზეული, ხილი.
  • ეროვნ. პროდუქტი : 70 მლრდ $. სპილენძი, რკინა, ხილი, ცელულოზა.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : $17,380
  • ვალუტა : ჩილეს პესო (CLP);

კულტურული მემკვიდრეობა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Población estimada residente de Chile alcanza los 16.572.475 habitantes Spanish. Instituto Nacional de Estadísticas de Chile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 16 September 2012.
  2. 2.0 2.1 Cuentas Nacionales. Evolución de la actividad económica en el año 2011. Central Bank of Chile (March 2012). ციტირების თარიღი: 17 April 2012. (p. 27)
  3. 3.0 3.1 Implied PPP conversion rate – Chile. World Economic Outlook Database, April 2012. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 17 April 2012.
  4. Cuentas Nacionales de Chile 2003–2011 (Referencia 2008). Central Bank of Chile (19 March 2011). ციტირების თარიღი: 20 March 2011. Note: Used for population data only (p. 60).
  5. რასობრივი სტრუქტურა. The World Factbook. CIA 2007-11-11.
  6. Bureau of Western Hemisphere Affairs, Background Note: Chile. United States Department of State (16 December 2011).
  7. Chile. The World Factbook. Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 11 November 2007.
  8. 8.0 8.1 „Country profile: Chile“. BBC News. 16 December 2009. ციტირების თარიღი: 31 December 2009.
  9. The UN Disarmament Conference in Kyoto (9 August 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი 2012.
  10. Human and income poverty: developing countries. UNDP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-12. ციტირების თარიღი: 2012-11-21.
  11. World Development Indicators. World Bank (17 April 2012). ციტირების თარიღი: 12 May 2012.
  12. Chile's accession to the OECD. OECD.org (7 May 2010).
  13. Chile.com.La Incógnita Sobre el Origen de la Palabra Chile. Chile.com (15 June 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 17 December 2009.
  14. Encyclopædia Britannica. Picunche (people) – Britannica Online Encyclopedia. Britannica.com. ციტირების თარიღი: 17 December 2009.
  15. 15.0 15.1 Encina, Francisco A., and Leopoldo Castedo (1961). Resumen de la Historia de Chile. 4th ed. Santiago. Zig-Zag, გვ. 44. 
  16. „Chile“. Encyclopedia Americana. Grolier Online. 2005. ციტირების თარიღი: 2 March 2005. ციტატა: „The name Chile is of Native American origin, meaning possibly "ends of the earth" or simply "sea gulls."“ დაარქივებული 21 July 2002[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  17. Hudson, Rex A., ed.. (1995)Chile: A Country Study. GPO for the Library of Congress. ციტირების თარიღი: 27 February 2005.
  18. 18.0 18.1 "CHILE." Encyclopædia Britannica. 11th ed. 1911. ("derived, it is said, from the Quichua chiri, cold, or tchili, snow")
  19. Pearson, Neale J. (2004). „Chile“. Grolier Multimedia Encyclopedia. Scholastic Library Publishing. ციტირების თარიღი: 2 March 2005. ციტატა: „Chile's name comes from an Indian word, Tchili, meaning "the deepest point of the Earth."“ დაარქივებული 10 February 1999[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  20. (2007) Composición Étnica de las Tres Áreas Culturales del Continente Americano al Comienzo del Siglo XXI. Uaem. ISBN 9789707570528. 
  21. Genetic epidemiology of single gene defects in Chile.
  22. Esteva-Fabregat (1988), Book: El mestizaje en lberoamérica "a white majority that would exceed 60% of the Chilean population".
  23. Argentina, como Chile y Uruguay, su población está formada casi exclusivamente por una población blanca e blanca mestiza procedente del sur de Europa, más del 90% E. García Zarza, 1992, 19.
  24. El gradiente sociogenético chileno y sus implicaciones ético-sociales.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-18. ციტირების თარიღი: 2012-10-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩილე&oldid=4144480“-დან