ფრედერიკ VI

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკ VI
დანიის მეფე
კორონაცია: 31 ივლისი, 1815, კოპენჰაგენი
მმართ. დასაწყისი: 13 მარტი, 1808
მმართ. დასასრული: 3 დეკემბერი, 1839
წინამორბედი: კრისტიან VII
მემკვიდრე: კრისტიან VIII
ნორვეგიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 13 მარტი, 1808
მმართ. დასასრული: 17 მაისი, 1814
წინამორბედი: კრისტიან VII
მემკვიდრე: კრისტიან VIII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 იანვარი, 1768
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
გარდ. თარიღი: 3 დეკემბერი, 1839, (71 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: მარია ფონ ჰესენ-კასელი
შვილები: კაროლინა, დანიის პრინცესა
ვილჰელმინა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: კრისტიან VII, დანიისა და ნორვეგიის მეფე
დედა: კაროლინა მატილდა ბრიტანელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ფრედერიკ VI (დ. 28 იანვარი, 1768, კოპენჰაგენი — გ. 3 დეკემბერი, 1839, იქვე) — დანიისა და ნორვეგიის პრინც-რეგენტი 1784–1808 , მეფე 1808–1814 წლებში, დანიის მეფე 1814–1839 ოლდენბურგების დინასტიიდან. კრისტიან VII-ის ძე. ე. წ. განათლებული აბსოლუტიზმის წარმომადგენელი. გაატარა მთელი რიგი რეფორმები: 1788–1800 წლებში გააუქმა ბატონყმობა, განსაზღვრა საბატონო ბეგარის ოდენობა, გააუქმა მონობა (1792 ) ვესტინდოეთის კოლონიებში, რუსეთთან ერთად ეომებოდა შვედეთს (1788–1790). საფრანგეთის მხარეზე მონაწილეობდა ნაპოლეონის ომებში.

ლიტერატურა