სასაათო სარტყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:30, 24 თებერვალი 2019-ის ვერსია, CommonsDelinker (განხილვა | წვლილი) ((ბოტი: Standard_World_Time_Zones.png შეიცვალა World_Time_Zones_Map.png-ით))
მსოფლიო დროის ზონები

დედამიწის ზედაპირი პირობითად დაყოფილია 24 სასაათო სარტყლად იმისათვის, რომ დედამიწის განედის ყოველი გრადუსისათვის (და ყოველი მინუტისათვის) არ შემოეღოთ ადგილობრივი დრო. ერთი სარტყელიდან მეორეში გადასვლისას იცვლება დროითი ერთეულები წუთები და წამები, მაგრამ უცვლელი რჩება საათები.

არსებობს ცალკეული რაიონები, სადაც ადგილობრივი დრო განსხვავდება მსოფლიო დროსაგან არა მხოლოდ საათების მთელი რიცხვით (1 საათი, 2 საათი და ა.შ.), არამედ წუთებითაც - 30 წუთი, 40 წუთი, 45 წუთი. თეორიულად ყველა სასაათო ზონა შემოსაზღვრული უნდა იყოს წრფეებით, რომლებიც გადის ზონის ცენტრალური მერიდიანიდან მარჯვნივ და მარცხნივ 7,5 გრადუსზე. მაგრამ, პრაქტიკაში ისინი კორექტირებულია ადმინისტრაციული თუ ბუნებრივი საზღვრების მიხედვით.

ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე მერიდიანები ერთ წერტილში იყრის თავს, ამიტომ აქ სასაათო ზონის ცნება აზრს კარგავს. ტრადიციის თანახმად, პოლუსების დრო შეთანადებულია მსოფლიო დროსთან.