პიუს VI

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:48, 29 მარტი 2020-ის ვერსია, Zumalabe (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
პიუს VI
პიუს VI-ის გერბი

პიუს VI (ლათ. Pius Sextus) ერისკაცობაში გრაფი ჯოვანი ანჯელო ბრასკი (იტალ. Giovanni Angelo Braschi) (დ. 27 დეკემბერი, 1717, ჩეზენა, იტალია — გ. 29 აგვისტო, 1799, ვალანსი, საფრანგეთი) — რომის პაპი 1775-1799 წლებში. კარდინალი 1773 წლიდან. ნეპოტიზმის მიმდევარი.

კაპუცინი მისიონერების მეშვეობით, რომლებიც მოღვაწეობდნენ დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და ახალციხეში, პიუსთან ურთიერთობა დაუმყარებია იმერეთის მეფე სოლომონ II-ს, რომელსაც მეგობრული წერილით მიუმართავს პაპისათვის და უთხოვია მკურნალი ექიმის გამოგზავნა. გორელი ქართველი კაპუცინი ბერის ანტონის ხელით პიუსს გამოუგზავნია წერილი, რომელიც დათარიღებულია 1781 წლის 27 იანვრით. პაპი მადლობას უხდის სოლომონს ქართველ კათოლიკეთა მფარველობისათვის. საფრანგეთის დირექტორიის მიერ რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ პაპი დააპატიმრეს და ვალანსის ციხეში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
კლემენტ XIV
რომის პაპი

17751799
შემდეგი:
პიუს VII