მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:09, 7 მარტი 2021-ის ვერსია, David1010 (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 155 111 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ScottMurphy2009CampaignStop.jpg

ნიუ-იორკის მე-20 საარჩევნო ოლქის სპეციალური არჩევნები ჩატარდა 2009 წლის 31 მარტს, რათა შეევსო კონგრესში ოლქის წარმომადგენლის ვაკანტური ადგილი, მას შემდეგ რაც წინა წარმომადგენელი, კირსტენ ჯილიბრენდი დაინიშნა აშშ-ის სენატორად ნიუ-იორკის შტატიდან. ჯილიბრენდმა ჩაანაცვლა ჰილარი კლინტონი, რომელმაც ახლადარჩეული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას კაბინეტში სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაიბარა. ოლქის წარმოდგენისთვის ორი ძირითადი კანდიდატი იბრძოდა: ბიზნესმენი დემოკრატი სკოტ მერფი და ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი ჯიმ ტედისკო. თავიდან, არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატი ერის სანდუელიც, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბიულეტენში მისი სახელი აღარ იყო.

ნიუ-იორკის მეოცე საარჩევნო ოლქი ისტორიულად საკმაოდ კონსერვატიული იყო და ამიტომაც, თავდაპირველად, გამოკითხვებში ტედისკო ლიდერობდა, თუმცა უკვე 2009 წლის თებერვლისთვის ექსპერტები ორივე კანდიდატის გამარჯვების შესაძლებლობას თანაბრად მიიჩნევდნენ. რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევდნენ, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი პრეზიდენტ ობამას ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამიტომაც, ტედისკოს კამპანიას დაახმარეს საკმაოდ დიდი თანხა და არაერთი ცნობილი სახე.

კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო ორივე კანდიდატის აზრი ობამას ეკონომიკურ პოლიტიკასთან, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმასთან დაკავშირებით. არჩევნები იმდენად დაძაბული იყო, რომ ადრე მიცემული ხმების დათვლის შემდეგ, ორივე კანდიდატს 77,225 ხმა ჰქონდა. არჩევნების ბედი გადაწყვიტა „Absentee ballot“-ებმა, რომლებსაც 13 აპრილამდე იღებდნენ.

HSSubpages.svg

დღის სტატია

Apollo program.svg
პროექტი აპოლო — კოსმოსური გაფრენების სერია, რომელიც განხორციელებული იქნა NASA-ს მიერ (აშშ) „აპოლოს“ ტიპის კოსმოსური ხომალდის და „სატურნ V“ ტიპის რაკეტა-მატარებლებით 1961-1975 წლებში. მისი მიზანი იყო, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა კენედიმ 1961 წელს თავის ცნობილ სიტყვაში თქვა, რომ ადამიანი 60-იანი წლების ბოლომდე დამჯდარიყო მთვარეზე და დედამიწაზე უვნებლად დაბრუნებულიყო. ეს მიზანი მიღწეულ იქნა 1969 წლის 30 ივლისს, როდესაც აპოლო 11 მთვარეზე დაეშვა.



HSBild.svg

დღის სურათი

ტიურლერზეს ტბის წრიული პანორამა, ციურიხი, შვეიცარია
ტიურლერზეს ტბის წრიული პანორამა, ციურიხი, შვეიცარია



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ლაშა ბექაური
  • ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (სურათზე) -90კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
  • იუნესკომ საქართველოს ოთხ ბუნებრივ ობიექტს, საერთო სახელით კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები (მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები), მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
  • ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.
  • იუნესკომ ლივერპულის ნავსადგური მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო.
  • პერუს ეროვნულმა საარჩევნო კოლეგიამ ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტად პედრო კასტილიო ოფიციალურად გამოაცხადა.
  • ნეპალის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შერ ბაჰადურ დეუბა პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

  • HSDagensdatum.svg

    30 ივლისი — ამ დღეს...

    ელვის პრესლი
  • 1629 : მიწისძვრამ ნეაპოლში (იტალია) 10 000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1729 : ბალტიმორი დაფუძნდა მერილენდში.
  • 1756 : არქიტექტორმა ბართოლომეო რასტრელიმ ახლად დასრულებული ეკატერინეს სასახლე წარუდგინა იმპერატრიცა ელისაბედსა და მისი კარის დიდებულებს ცარსკოე-სელოში.
  • 1930 : მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრები პირველი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონი ხდება.
  • 1954 : ელვის პრესლის (სურათზე) საკონცერტო დებიუტი შედგა.
  • 1966 : უემბლის სტადიონზე მასპინძელი ინგლისის ნაკრები გერმანიას ამარცხებს და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი ხდება.
  • 1980 : ისრაელის პარლამენტმა გაერთიანებული იერუსალიმი ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა