გიორგი გახარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გახარია
გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 სექტემბერი, 2019 – 18 თებერვალი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიმამუკა ბახტაძე
მემკვიდრეირაკლი ღარიბაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 2017 – 8 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი,
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე
წინამორბედიგიორგი მღებრიშვილი
მემკვიდრევახტანგ გომელაური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აპრილი, 2019 – 8 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდიმიტრი ქუმსიშვილი
მემკვიდრედიმიტრი ქუმსიშვილი

დაბადებული19 მაისი, 1975 (1975-05-19) (48 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
მამაზაურ გახარია
დედამზია ლეჟავა
მეუღლემარიკა ფანცულაია
შვილებიანნა
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხელმოწერა

გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019-2021 წლებში,[1] 2019 წლის 8 სექტემბრამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.[2]

ბიოგრაფია

განათლება

1992–1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1994–1999 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.[3] 2003-2004 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

პროფესიული გამოცდილება

2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი. 2008 წლის ნოემბერიდან იყო Lufthansa Service Holding AG. (LSG, Frankfurt am Main) Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის თებერვლამდე.

პოლიტიკური კარიერა

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2013 წლის მარტიდან, როცა გახდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივლისამდე. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.[4] 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. იკავებდა ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს.[3] 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.[5]

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი გახარია და ილჰამ ალიევი

2017 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობაში მოხდა მთავრობის წევრების შეცვლა. ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტორსაც და გიორგი მღებრიშვილის ადგილას, 2017 წლის 13 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა გიორგი გახარია.

ქვეითი პატრული

დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ტურისტების და ტურისტული ზონების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა ქვეითი პატრულის ქვედანაყოფი. ქვეითმა პატრულებმა გაიარეს 3 კვირიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი და ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას. მათ გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.[6][7][8][9]

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

2018 წლის 11 იანვარს, გიორგი გახარიას მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი,[10] რომელსაც ევალება უზრუნველყოს დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება ისეთი კატეგორიის საქმეებზე როგორიცაა: ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული.[11] 2019 წლის 24 ივლისამდე დეპარტამენტის დირექტორი იყო ლონდა თოლორაია.[11]. 2019 წლის 24 ივლისიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნინო ცაციაშვილი.[12]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მაიკ პომპეო და გიორგი გახარია

2019 წლის 3 სექტემბერს წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.[13] საქართველოს პარლამენტმა 8 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე, ახალი პრემიერ-მინისტრის მთავრობას, 98 ხმით, ერთხმად, ნდობა გამოუცხადა.[14]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი (და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი) იყო. არჩევნების შედეგებით, გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[15] 24 დეკემბერს პარლამენტმა გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა.[16] 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრამდე იყო პარლამენტის წევრი. მისი ადგილმონაცვლე დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი გახდა.[17]

2021 წლის 18 თებერვალს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ. ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. მისი განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.[18]

პირადი ცხოვრება

ჰყავს მუეღლე და 1 შვილი. 2020 წლის 2 ნოემბერს გახარიას დაუდასტურდა COVID-19.[19]

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. „პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა“. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება“. Tabula. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 გიორგი გახარია. საქართველოს მთავრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-09. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
  4. გიორგი გახარია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-08. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
  5. „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა“. 1TV. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. „ქვეითი პატრული ტურისტების დასაცავად“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „სად და როგორ დაიცავს ქვეითი პატრული ტურისტებს“. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. „დღეიდან თბილისის ქუჩებში ქვეითი პატრული იმუშავებს“. Tabula. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. „თბილისის ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას“. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  10. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  11. 11.0 11.1 „შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნენ“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  12. „შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა“. 1TV. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  13. „გახარია პრემიერად წარადგინეს — სექტემბერი საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო“. amerikiskhma.com. 2019-09-03. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  14. „პარლამენტმა გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა“. civil.ge. 2019-09-08. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  15. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2020.
  16. „ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, პარლამენტმა ახალი მთავრობის ძველი შემადგენლობა დაამტკიცა“. civil.ge. 2020-12-24. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  17. „საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობას უყარა კენჭი“. 1tv.ge. 2021-01-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  18. „პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  19. „პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი მღებრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი
13 ნოემბერი, 2017 – 8 სექტემბერი, 2019
შემდეგი:
ვახტანგ გომელაური
წინამორბედი:
მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი
8 სექტემბერი, 2019 – 18 თებერვალი, 2021
შემდეგი: