ავგუსტა საქსენ-გოთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავგუსტა საქსენ-გოთელი
უელსის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 17 აპრილი, 1736
მმართ. დასასრული: 31 მარტი, 1751
წინამორბედი: კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
მემკვიდრე: კაროლინა ბრაუნშვაიგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 ნოემბერი, 1719
დაბ. ადგილი: გოთა, გერმანია
გარდ. თარიღი: 8 თებერვალი, 1772, (52 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მეუღლე: ფრედერიკი, უელსის პრინცი
შვილები: ავგუსტა, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია
ჯორჯ III, დიდი ბრიტანეთის მეფე
ედუარდი, იორკის ჰერცოგი
ელიზაბეთი
უილიამ ჰენრი, ედინბურგის ჰერცოგი
ჰენრი, კამბერლენდის ჰერცოგი
ლუიზა
ფრედერიკი
კაროლინა, დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
დინასტია: საქსენ-გოთა-ალტენბურგი
მამა: ფრიდრიხ II, საქსენ-გოთა-ალტენბურგის ჰერცოგი
დედა: მაგდალენა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტელი
რელიგია: პროტესტანტიზმი

ავგუსტა საქსენ-გოთელი (გერმ. Augusta von Sachsen-Gotha, ინგლ. Augusta of Saxe-Gotha; დ. 30 ნოემბერი, 1719, გოთა, გერმანია — გ. 8 თებერვალი, 1772, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — საქსენ-გოთა-ალტენბურგის დინასტიის წარმომადგენელი და პრინცესა. უელსის პრინცესა 1736-1751 წლებში როგორც პრინც ფრედერიკის მეუღლე. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ისა და დანია-ნორვეგიის დედოფალ კაროლინა მატილდა ბრიტანელის დედა.

ბიოგრაფია

ავგუსტა დაიბადა 1719 წლის 30 ნოემბერს გოთაში. იგი იყო საქსენ-გოთა-ალტენბურგის ჰერცოგ ფრიდრიხ II-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა მაგდალენა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტელის რიგით მეთხუთმეტე შვილი. 1735 წელს იგი დედასთან ერთად ეწვია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგს, სადაც იმ დროს დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II იყო ჩასული. ჰერცოგინია და მეფე მალევე დაახლოვდნენ და გადაწყვიტეს ორმაგი დინასტიური ქორწინებით გაემყარებინათ კავშირი.

ავგუსტა თავის ქმართან და შვილებთან ერთად 1739 წელს.

ამის გამო 1736 წელს, 16 წლის ავგუსტა გააგზავნეს ინგლისში, რა დროსაც მან უკვე კარგად იცოდა ინგლისურად საუბარი. აქ იგი ამავე წლი 17 აპრილს, წმინდა ჯეიმზის სახელობის სასახლის სამლოცველოში ავგუსტა ცოლად გაჰყვა ჯორჯ II-ის უფროს ვაჟს, უელსის პრინც ფრედერიკს.

ავგუსტა მალევე მიხვდა, რომ მისი ქმარი თავის მშობლებთან გამუდმებით კონფლიქტში იყო, რამაც მისი მეფე-დედოფალთან ურთიერთობა უხერხული გახადა. 1737 წელს, როდესაც იგი პირველად დაორსულდა, ფრედერიკმა ავგუსტა ჰემპტონის სასახლეში გადაიყვანა, რათა სასახლეში მისთვის არ ევნოთ. ამავე წლის 31 ივლისს მან პირველი ბავშვი გააჩინა, რომელსაც მისსავე პატივსაცემად ავგუსტა დაარქვეს, რასაც ისიც დაერთო, რომ უელსის პრინცმა და პრინცესამ მეფე ბავშვის ნათლობაში არ მიიწვიეს, რამაც ჯორჯ II განარისხა, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ მან ფრედერიკი და ავგუსტა სამეფო კარიდან გააძევა. მიუხედავად იმისა, რომ მეფესთან კონფლიქტი არ სურდა, ავგუსტა ყოველთვის ემორჩილებოდა მეუღლის ნებას.

სამეფო კარიდან გაძევებული წყვილი კიუს სასახლეში გადავიდნენ. სწორედ პრინცესა ავგუსტას სახელს მიეწერება კიუს სასახლის საოცარი ბაღების გაშენება, რომელსაც თავისი ცხოვრების რამდენიმე წელი შეალია. შესაძლოა ითქვას, რომ მან მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოტანიკური ბაღი. ასევე დღემდე არსებობს 1761 წელს მის მიერ აშენებული ჩინური სტილის ფანჩატური.

დაქვრივებული ავგუსტა 1759 წელს

1751 წლის 31 მარტს მისი ქმარი, პრინცი ფრედერიკი გარდაიცვალა, რითაც ავგუსტას უფროსი ვაჟი, პრინცი ჯორჯი ტახტის ახალი მემკვიდრე, ანუ უელსის პრინცი გახდა. ამის შემდეგ ავგუსტას ხშირად უწევდა მამამთილთან ურთიერთობა. როგორც ცნობილია, იგი ჯორჯ II-ს თბილად არასოდეს ესაუბრებოდა, თუმცა მაინც არ დასტურდება, რომ ავგუსტას მასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.

1760 წელს ჯორჯ II გარდაიცვალა და ტახტი ავგუსტას ვაჟმა, ჯორჯ III-მ დაიკავა, რითაც იგი დიდი ბრიტანეთის დედა-დედოფალი გახდა. ამის მიუხედავად, იგი კიდევ უფრო მეტად ჩამოშორდა სამეფო კარს. ავგუსტა საქსენ-გოთელი გარდაიცვალა 1772 წლის 8 თებერვალს მკერდის სიმსივნით ლონდონში, 52 წლის ასაკში. დაკრძალეს შვიდ დღეში, 1772 წლის 15 თებერვალს უესტმინსტერის სააბატოში, მეუღლის გვერდით.

წოდებები

  • 30 ნოემბერი, 1719 - 17 აპრილი, 1736: მისი ჰერცოგული მოწყალე უდიდებულესობა პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთა-ალტენბურგელი, ჰერცოგინია საქსონიაში;
  • 17 აპრილი, 1736 - 31 მარტი, 1751: მისი სამეფო უდიდებულესობა უელსის პრინცესა;
  • 31 მარტი, 1751 - 8 თებერვალი, 1772: მისი სამეფო უმაღლესობა ქვრივი უელსის პრინცესა;

შვილები

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ავგუსტა 31 ივლისი, 1737,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

23 მარტი, 1813,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

(75 წლის)

ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ კარლ II-ს, რომელთანაც შეეძინა

ექვსი შვილი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მომავალი დედოფალი კაროლინა

ბრაუნშვაიგელი.

ჯორჯ III 4 ივნისი, 1738,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

29 იანვარი, 1820,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

(81 წლის)

დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე. ცოლად შეირთო შარლოტა

მეკლენბურგ-შტრელიცელი, რომელთანაც შეეძინა თხუთმეტი შვილი, მათ შორის

დიდი ბრიტანეთის ორი მეფე: ჯორჯ IV და უილიამ IV, ასევე ჰანოვერის მეფე ერნესტ

ავგუსტ I. მისი შვილიშვილი იყო დედოფალი ვიქტორია. მის დროს განთავისუფლდა

აშშ და მიმდინარეობდა ნაპოლეონის ომები.

ედუარდი 25 მარტი, 1739,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

17 სექტემბერი, 1767,

მონაკო, მონაკო

(28 წლის)

იორკისა და ალბანის ჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
ელიზაბეთი 10 იანვარი, 1741,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

4 სექტემბერი, 1759,

სარი, დიდი

ბრიტანეთი

(18 წლის)

გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
უილიამ

ჰენრი

25 ნოემბერი, 1743,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

25 აგვისტო, 1805,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

(61 წლის)

გლოსტერისა და ედინბურგის ჰერცოგი. ცოლად შეირთო მარია უოლპოლი,

რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა და ერთი ვაჟი.

ჰენრი 7 ნოემბერი, 1745,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

18 სექტემბერი, 1790,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

(44 წლის)

კამბერლენდისა და სტრეთერნის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ანა ჰორტონი, მაგრამ

შვილები არ ჰყოლია.

ლუიზა 19 მარტი, 1749,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

13 მაისი, 1768,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი,

(19 წლის)

გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
ფრედერიკი 13 მაისი, 1750,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

29 დეკემბერი, 1765,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

(15 წლის)

გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო.
კაროლინა

მატილდა

22 ივლისი, 1751,

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

10 მაისი, 1775,

ცელიე, გერმანია

(23 წლის)

ცოლად გაჰყვა დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ს, რომელთანაც შეეძინა ორი

შვილი: მომავალი მეფე ფრედერიკ VI და შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია ლუიზა

ავგუსტა დანიელი.

ლიტერატურა

  • Williamson, David (1986). Debrett's Kings and Queens of Britain. Salem House. p. 157. ISBN 978-0-88162-213-3.
  • Finch, Barbara Clay: Lives of the princesses of Wales. Part II
  • Van der Kiste, John (1997) George II and Queen Caroline. Stroud, Gloucestershire: Sutton Publishing. ISBN 0-7509-1321-5. p 154
  • Fitzgerald, Percy: The Good Queen Charlotte (1899)
  • August Fjelstrup: Damerne ved Karoline Mathildes Hof, 1909.
  • Royal Botanic Gardens, Kew. Augusta, Princess of Wales Archived 20 February 2014 at the Wayback Machine. Retrieved 6 October 2005.
  • Maclagan, Michael; Louda, Jiří (1999), Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe, London: Little, Brown & Co, p. 30, ISBN 1-85605-469-1
  • Wilkins, William Henry (1904). A Queen of Tears: Caroline Matilda, Queen of Denmark and Norway and Princess of Great Britain and Ireland (Complete). Library of Alexandria. pp. 16–17. ISBN 978-1-4656-0740-9.
  • Thorell, Margaret Murray (2014). Sunbury. Arcadia Publishing. p. 22. ISBN 978-1-4671-2071-5.