გეოგრაფიული კოორდინატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოორდინატთა სფერო

გეოგრაფიული კოორდინატებიგრძედი და განედი, განსაზღვრავს წერტილის (პუნქტის) მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე.

  • განედი — კუთხე, პლანეტის ცენტრიდან მოცემულ წერტილამდე გავლებულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის, რომელიც ითვლება 0-დან 90°-მდე ეკვატორის ორივე მხარეს. გეოგრაფიული განედი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს (ჩრდილოეთის განედი) დადებითად ითვლება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი — უარყოფითად.
  • გრძედი — კუთხე, მოცემულ წერტილში გამავალი მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი ნულოვანი მერიდიანის სიბრტყეს შორის, საიდანაც იწყება გრძედის ათვლა. ამჟამად ნულოვან მერიდიანად ითვლება ის, რომელიც გადის ქალაქ გრინვიჩში მდებარე ძველ ობსერვატორიაზე, და ამიტომ მას გრინვიჩის მერიდიანს უწოდებენ. გრძედი 0-დან 180°-მდე ნულოვანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით უწოდებენ აღმოსავლეთისას, ხოლო დასავლეთით — დასავლეთისას. აღმოსავლეთის გრძედს დადებითს უწოდებენ, დასავლეთისას კი — უარყოფითს.

კორდინატთა DDMMSS ფორმატი

DDMMSS ფორმატი შემოკლებით - DMS. ესაა აბრევიატურა კოორდინატებისა წარმოდგენილი ორ-ორი ლათინური ასოთი. DD ესაა გრადუსები, MM - მინუტები და SS - სეკუნდები. მისი სტანდარტული სახე ასე გამოიყურება - 42°15′53″ N, 43°50′40″ E.

კორდინატთა DD.DDDDD ფორმატი

DD.DDDDD ფორმატი შემოკლებით - DD. ესაა მოდიფიცირებული, მეათედებად გამოყვანილი ციფრი. რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად:

42°15′53″ N და 43°50′40″ E = 42+15/60+53/3600 N და 43+50/60+40/3600 E = 42.26472 N და 43.84444 E.

როგორც ხედავთ ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანა-კონვერტაცია დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ თუ თქვენ მუშაობთ ინტერნეტთან, მაშინ ყველაზე მარტივი ფორმაა ვიკიპედიას საიტზე გააქტიურებული DDMMSS ფორმატის კორდინატებზე დაკლიკებით აღმოჩნდეთ გვერდზე რომელიც პოზიციურ რუკაზე ადგილს გაძებნინებთ. იქვე შეგიძლიათ ავტომატურად გამოყვანილი ციფრები ამოიწეროთ (კოორდინატები 42°15′53″ N, 43°50′40″ E მეათედები 42.26472, 43.84444).


[[კატეგორია:გეოგრაფიული კოორდინატთა სისტემა|*]