შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

უილიამ ბლეიკიინგლისელი პოეტი, ფერმწერი და ლითოგრაფი. სიცოცხლეში მეტწილად არაღიარებული ბლეიკი შემდგომში რომანტიზმის ეპოქის პოეზიისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ფელპემში გატარებული სამი წლის გარდა, მთელი ცხოვრება ლონდონში გაატარა, ბლეიკმა შექმნა მრავალფეროვანი და სიმბოლოებით მდიდარი შემოქმედება, რომელშიც წარმოსახვა განიხილებოდა როგორც „ღვთიური სხეული“ ან თავად „ადამიანური არსებობა“. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვენი ბლეიკს მისი იდიოსინკრეტული ხედვების გამო შეშლილად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით კრიტიკოსებმა და მკითხველებმა მაღალი შეფასება მისცეს მის ექსპრესიულობას, შემოქმედებით უნარს და მის ნამუშევრებში არსებულ ფილოსოფიურ და მისტიკურ სიღრმეებს. მისი ფერწერა და პოეზია განიხილება როგორც რომანტიკული, ასევე წინარომანტიკული მოძრაობის ნაწილად. თეისტი ბლეიკი, რომელიც საკუთარ, მარკიონიტული სტილის თეოლოგიას ანიჭებდა უპირატესობას, მტრულად იყო განწყობილი ინგლისის ეკლესიის (და ზოგადად, ორგანიზებული რელიგიის თითქმის ყველა ფორმის) მიმართ. მასზე გავლენა მოახდინა საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციების იდეალებმა და ამბიციებმა. მოგვიანებით მან გადახედა და უარყო მრავალი პოლიტიკური შეხედულება, თუმცა მაინც ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობას პოლიტიკურ აქტივისტ თომას პეინთან. მასზე გავლენების მიუხედავად, ბლეიკის შემოქმედების უნიკალურობა მის კლასიფიკაციას ართულებს. XIX საუკუნის მკვლევარმა უილიამ მაიკლ როსეტიმ მას „დიდებული მნათობი“ უწოდა და დაახასიათა როგორც „ადამიანი, რომელსაც ვერც წინამორბედებმა დაასწრეს, არც თანამედროვეებს მიეკუთვნება და ვერც ცნობილი თუ სავარაუდო მემკვიდრეები შეცვლიან“.

დღის სტატია

მარიამ სტიუარტი
მარიამ სტიუარტი
მარიამ I, მერი (დაბადებული მარიამ სტიუარტი (ინგლ. Mary Stewart; დ. 8 დეკემბერი 1542 — გ. 8 თებერვალი 1587) — შოტლანდიის დედოფალი დაბადებიდან, საფრანგეთის დედოფალი 1559-1560 წლებში (როგორც ფრანსუა II-ის მეუღლე) და ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ერთ-ერთი პრეტენდენტი. იგი ძალზედ ცნობილი გახდა თავისი ტრაგიკული ისტორიით, რომელიც სხვადასხვა მწერალმა აღწერა საკუთარ ნაწარმოებში.

სიახლეები

ჰარალდ V

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


9 სექტემბერი — ამ დღეს...

ვაზ-2101
ვაზ-2101

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი