მთავარი გვერდი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1530 : აუგსბურგის აღსარება – ლუთერანული ეკლესიის რწმენის პირველი და უმნიშვნელოვანესი დოგმა წარედგინა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V–ს აუგსბურგის სეიმზე.
1678 : ელენა კორნარო პისკოპია პირველი ქალი გახდა, რომელსაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
1905 : სამხრეთ აფრიკის მაღაროში აღმოჩენილ იქნა მსოფლიოში უდიდესი დაუმუშავებელი ბრილიანტი — კულინანის ალმასი.
1938 : დოქტორ დუგლას ჰაიდი (სურათზე) ირლანდიის პირველი პრეზიდენტი გახდა.
1947 : ანა ფრანკის დღიური გამოქვეყნდა.
1948 : ბერლინის ბლოკადა : „საჰაერო ხიდი“ დაიწყო.
1950 : კორეის ომი დაიწყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის.
1998 : კომპანია მაიკროსოფტმა Windows 98 გამოუშვა.
2009 : გარდაიცვალა პოპის მეფედ წოდებული ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი.
|
რიხარდ შტრაუსი — გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და მევიოლინე. განიხილება, როგორც გვიანი რომანტიზმის და ადრეული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი, რიხარდ ვაგნერისა და ფრანც ლისტის მემკვიდრე. გუსტავ მალერთან ერთად, არის ვაგნერის შემდგომი გერმანული რომანტიზმის გვიანი აღორძინების წარმომადგენელი, რომელთა მუსიკაშიც დახვეწილი გაორკესტრება მდიდარ ჰარმონიასთანაა შერწყმული. შტრაუსის საკომპოზიტორო საქმიანობა 1870 წელს დაიწყო, როცა მხოლოდ 6 წლისა იყო და მის გარდაცვალებამდე, თითქმის 80 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ტიპის კლასიკურ ფორმას მოიცავს, თუმცა, უდიდეს აღიარებას სიმფონიური პოემებითა და ოპერებით მიაღწია. შტრაუსი, აგრეთვე, წარმატებული დირიჟორი იყო, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტებზეც, სადაც მისი ნაწარმოებები საორკესტრო და საოპერო რეპერტუარის სტანდარტული ნაწილი იყო. თავის ნაწარმოებებთან ერთად, დიდი მოწონებით სარგებლობდა ვაგნერის, ლისტის და მოცარტის მისეული ინტერპრეტაციებიც. როგორც დირიჟორი, იგი ჰანს ფონ ბიულოვის შეგირდი იყო და სადირიჟორო კარიერაც 1883 წელს, მისი ასისტენტის რანგში, მაინინგენის კარის ორკესტრში დაიწყო. 1919–1924 წლებში იყო ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი, ხოლო 1920 წელს ზალცბურგის ფესტივალის თანადამფუძნებელი გახდა. ამ თანამდებობებთან შეთავსებით გამოდიოდა სხვადასხვა ორკესტრისა და საოპერო თეატრის მიწვეული დირიჟორის რანგში. 1933 წელს შტრაუსი ნაცისტური გერმანიის ორ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ თანამდებობაზე დაინიშნა. პირველი იყო სახელმწიფო მუსიკალური ბიუროს ხელმძღვანელის, ხოლო მეორე – ბაიროითის ფესტივალის მთავარი დირიჟორის თანამდებობა. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე დანიშვნას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ნაცისტური პარტიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგი არტურო ტოსკანინიმ დატოვა. ამ თანამდებობებზე მუშაობის გამო შტრაუსს ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოსდა, ნაცისტებთან კოლაბორაციის გამო. თუმცა, შტრაუსის რძალი, ალის გრაბ შტრაუსი (დაბადებით ფონ ჰერმანსვერტი), ებრაელი იყო და შტრაუსის დათმობები ნაცისტურ პარტიასთან მისი და მისი შვილების (კომპოზიტორის შვილიშვილების) დასაცავად იყო გამიზნული. იგი აპოლიტიკური იყო და თანამდებობას მუსიკალურ ბიუროში კომპოზიტორების საავტორო უფლებების დასაცავად, ასევე, აკრძალული კომპოზიტორების (დებიუსის, მალერის, მენდელსონის და სხვათა) ნაწარმოებების გადასარჩენად იყენებდა. მეტიც, იგი დაჟინებით მოითხოვდა თავისი ოპერისთვის „მდუმარე ქალი“ (გერმ. Die schweigsame Frau) ებრაელი შტეფან ცვაიგის ლიბრეტოს გამოყენებას, რის გამოც, საბოლოოდ, ორივე ზემოთაღნიშნული თანამდებობა დაკარგა. მისი ოპერა „მშვიდობის დღე“, რომლის პრემიერაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა, ნაცისტური პარტიის არცთუ კარგად შენიღბულ კრიტიკას წარმოადგენდა, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდა, ძალადობის ნაცვლად მშვიდობა აერჩიათ. შტრაუსის საკმოდ დიდი გავლენის წყალობით, მისი რძალი ომის დროს შინაპატიმრობით გადარჩა, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ შეძლო საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილისაგან ყველა ნათესავი დაეხსნა. 1948 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მიუნხენის დენაციფიკაციის ტრიბუნალმა იგი სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა.
კულინანი (ინგლ. Cullinan Diamond) — მსოფლიოში უდიდესი ალმასი, რომელიც 1905 წლის 25 ივნისს იპოვა „პრემიერ დაიმონდ მაინინგ კომპანის“ მთავარმა ინტენდანტმა ფრედერიკ უელსმა კულინანში, გოტენგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ეს არის აქამდე ნაპოვნ ალმასთა შორის უდიდესი დაუმუშავებელი ქვა იყო სუფთა ალმასის წონით 621.35 გრ. (3.106,75 კარატი). თუმცა კარბონადოს ალმასი, ნაპოვნი ბრაზილიაში, უფრო მეტს იწონიდა - 720 გრ. (3.600 კარატი), მისგან სუფთა ალმასის გამოთლა ვერ მოხერხდა. ძვირფას ქვას სახელი სერ თომას კულინანი, ალმასების მაღაროს მფლობელის, პატივსაცემად დაერქვა.
- გუსტავო პეტრო კოლუმბიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- ბაირამ ბეგაი ალბანეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი (სურათზე) გახდა.
- ბონგბონგ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტად, ხოლო სარა დუტერტე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
- დრიტან აბაზოვიჩი მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია.
- ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
![]() |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
![]() |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
![]() |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
![]() |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
![]() |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
![]() |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
![]() |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
![]() |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
![]() |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |