მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 157 947 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Charles Darwin aged 51.jpg
ევოლუციაბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების ცვალებადობა მომდევნო თაობებში. ეს ნიშან-თვისებები წარმოადგენს გამოხატვას გენებისა, რომელიც მშობლიდან ნაშიერს რეპროდუქციის შედეგად გადაეცემა. ნებისმიერ მოცემულ პოპულაციაში შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული თვისებები, რაც შედეგია მუტაციის, გენეტიკური რეკომბინაციის და გენეტიკური ვარიაციების სხვა ფაქტორებისა. ევოლუციას ადგილი აქვს, როცა ევოლუციური პროცესები, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი გადარჩევა (მათ შორის, სქესობრივი გადარჩევა) და გენური დრეიფი მოქმედებენ აღნიშნულ ვარიაციებზე, რაც იწვევს პოპულაციის შიგნით კონკრეტული თვისების გავრცელებას ან გაიშვიათებას. ევოლუციის სწორედ ამ პროცესმა წარმოშვა ბიომრავალფეროვნება ბიოლოგიური ორგანიზმების ყველა დონეზე, სახეობის, ინდივიდუალური ორგანიზმებისა და მოლეკულების ჩათვლით. დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმს ჰყავს საერთო წინაპარი, რომელსაც „უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპარი“ (Last Universal Common Ancestor - LUCA) ეწოდება. იგი 3,5-3,8 მილიარდი წლის წინ არსებობდა, თუმცა, 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ 4,1 მილიარდი წლით დათარიღებული „ბიოტური სიცოცხლის ნარჩენები“ იპოვა დასავლეთ ავსტრალიის უძველეს გეოლოგიურ შრეებში. 2016 წლის ივლისში მეცნიერებმა მოახდინეს LUCA-ს 355 გენის იდენტიფიკაცია, რომლებსაც დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი იზიარებს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი

მაცხოვრის საკათედრო ტაძარი (რუს. Храм Христа́ Спаси́теля) — გრანდიოზული მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში, აგებული არქიტექტორ კონსტანტინე ტონის პროექტით, როგორც რუსი ხალხის 1812 წელს ნაპოლეონის წინააღმდეგ გმირული ბრძოლის მონუმენტი.

ტაძარი მდებარეობს მოსკოვის ცენტრში კრემლთან მდინარე მოსკოვის პირას. მას თითქმის 44 წელი აგებდნენ და ღვთისმსახურებისთვის 1883 წელს გაიხსნა. 1931 წლის 5 დეკემბერს ტაძარი კომუნისტებმა ააფეთქეს, რის შედეგადაც ის საძირკვლამდე განადგურდა. ტაძარი XX საუკუნის 90-იან წლებში აღადგინეს და 2000 წლიდან ხელახლა ფუნქიონერებს.

განახლებული მაცხოვრის ტაძარი მსოფლიოში უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარია. ის 103 მ. სიმაღლისაა და 10 000 მლოცველზეა გათვლილი.



HSBild.svg

დღის სურათი

ნიდერლანდელი ასტრონომი ეისე ეისინგა, პორტრეტი
ნიდერლანდელი ასტრონომი ეისე ეისინგა, პორტრეტი



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
პეტრ ფიალა
  • სიომარა კასტრო ჰონდურასის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.
  • პეტრ ფიალა (სურათზე) ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • რუმინეთში კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად ნიკოლაე ჩუკეს დანიშვნით სამთვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.
  • შვედეთის რიქსდაგის მიერ პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად არჩეული მაგდალენა ანდერსონი ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის გამო რამდენიმე საათში გადადგა.
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ფრედერიკ დე კლერკი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • სამხრეთ აფრიკელი მწერალი და დრამატურგი დეიმონ გალგუტი ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა.

  • HSDagensdatum.svg

    5 დეკემბერი — ამ დღეს...

    მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის აფეთქება
  • 1492 : ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძული ისპანიოლა აღმოაჩინა.
  • 1766 : ლონდონში ჯეიმზ კრისტიმ პირველი აუქციონი გამართა.
  • 1848 : კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებააშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმზ პოლკი საჯაროდ ადასტურებს ცნობას, რომ კალიფორნიაში დიდძალი ოქრო იქნა აღმოჩენილი.
  • 1925 : სერგეი ეიზენშტეინის კინოფილმი „ჯავშნოსანი პოტიომკინი“ გამოვიდა.
  • 1931 : კომუნისტებმა მაცხოვრის ტაძარი (სურათზე) ააფეთქეს მოსკოვში.
  • 1936 : საბჭოთა კავშირში ახალი „სტალინის“ კონსტიტუცია მიიღეს.
  • 1936 : ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრკ-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა